საცურაო აუზი


"ტორპედო ქუთაისის" ევროპული სტანდარტების შესაბამისად აგებული კომპლექსი"ლაგუნა”   გთავაზობთ ყველა იმ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურასა და ტექნიკურ საშუალებებს, განტვირთვისა და დასვენების პირობებსა და მომსახურებას, რომელიც საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის მიყოლასა და სრული კომფორტის შეგრძნებისათვის.

 

”ლაგუნას” ტერიტორიაზე განთავსებულია:


 
საცურაო აუზები


"ლაგუნას" კომპლექსში განთავსებულია დიდი საცურაო აუზი (სიგრძე - 25მ; სიგანე - 13მ; სიღრმე 1.80მ) და მცირე საცურაო აუზი მოზარდთათვის (სიგრძე 14მ; სიგანე 7მ;
სიღრმე 1.10მ).

"ლაგუნას" ფიტნეს კომპლექსში სისუფთავე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება კვალიფიციური პერსონალის განსაკუთრებული საზრუნავია. საცურაო აუზებში წყლის სისუფთავეს ფილტრაციის სხვადასხვაგვარი პროცედურებითა და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ახდენენ. წყალში მჟავიანობისა და ქლორის შემცველობის კონტროლი, მუდმივი ფილტრაცია და რობოტით წმენდა წყლის სისუფთავის გარანტიებს ქმნის. დამატებით, აუზში ცურვამდე ექიმის კონსულტაცია, დუშის მიღების კონტროლი და სხვა უსაფრთხოების პროცედურები იცავს წყალს დაბინძურებისაგან. "ლაგუნას" მაშველები კი თქვენს უსაფრთხო ცურვაზე იზრუნებენ.


ფიტნეს ცენტრი


"ლაგუნას" ფიტნეს ცენტრი აღჭურვილია სხეულის თითოეული ნაწილის კორექციისათვის საჭირო მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე ტრენაჟორებით და სხეულისთვის სასურველი ფორმის მიცემის პროცესს სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის.

მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდის Life Fitness-ის კარდიო ტრენაჟორები, სარბენი ბილიკები, ველოსიპედები, სტეპი და სხვა ტრენაჟორები მაღალკვალიფიციურ ინსტრუქტორებთან ერთად თქვენს აღნაგობასა და ჯანმრთელობაზე ყველაზე თანამედროვე მეთოდებით იზრუნებენ.
ინდივიდუალურად თქვენი აღნაგობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით შერჩეული კურსი თქვენს სხეულს სრულყოფილ ფორმას მისცემს და წონის კორექციის და ჯანმრთელობის გაუმჯობესების გარანტიაა.


მასაჟის
კაბინეტი


ფიტნეს ცენტრი "ლაგუნა" გთავაზობთ სამკურნალო და რელაქსაციურ მასაჟს ეთერზეთებით და ანტიცელულიტურ "მშრალ" მასაჟს სხეულის კორექციისთვის. მასაჟის კვალიფიციური სპეციალისტები თქვენი სხეულის პრობლემური ზონების მიხედვით განსაზღვრავენ მასაჟის თერაპიის მეთოდს და პროფესიონალურად იზრუნებენ თქვენი სხეულის მოდუნებასა და კორექციაზე.
მასაჟის პროცედურების კურსი:
- გაგათავისუფლებთ სტრესისგან
- თავისუფალს და მოქნილს გახდის თქვენსმოძრაობას
- შეგიმსუბუქებთ ტკივილებს ხერხემლისა და კიდურების არეში
- მოგიხსნით კუნთების დაჭიმულობას
- დაგეხმარებათ სხეულის კორექციაში

- მოგიწესრიგებთ სისხლის მიმოქცევას
- გაგიძლიერებთ იმუნიტეტს
- გაგიჯანსაღებთ კანს


საუნა

საუნის რეგულარული სტუმრობა:
- დაგეხმარებათ წონის კორექციაში

- გაგათავისუფლებთ სტრესისგან
- თქვენს კანს დაუბრუნებს ბავშვურ სინაზესა და უზრუნველყოფს მის სისუფთავესა და ხავერდოვნებას
- გამოდევნის ტოქსინებს და სხვა მავნე ნივთიერებებს ორგანიზმიდან
- მოგიწესრიგებთ სისხლის მიმოქცევას
- გაგიძლიერებთ იმუნიტეტს

აერობიკის დარბაზი

"ლაგუნას" აერობიკის დარბაზში მაღალკვალიფიციურ ინსტრუქტორებთან ერთად შეგიძლიათ ივარჯიშოთ სტეპ-აერობიკაში, პილატესში და საცეკვაო აერობიკაში.
აერობიკის რეგულარული ვარჯიშები:
- ხსნის სტრესს
- დაგეხმარებათ წონის კორექციაში
- გაგათავისუფლებთ ცელულიტებისგან
- დაგეხმარებათ ხერხემლის სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში
- გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევასა და გულის მუშაობას
- ამცირებს დიაბეტით დაავადების რისკს


სილამაზის
სალონი

"ლაგუნას" სილამაზის სალონის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სტილისტები, კოსმეტოლოგები, მანიკურისა და პედიკურის სპეციალისტები ყოველდღიურად იზრუნებენ თქვენს სილამაზეზე. მაღალტექნოლოგიური დანადგარები და მომსახურების ფართო არჩევანი სილამაზეზე ზრუნვას სასიამოვნო და კომფორტულ პროცესად აქცევს.


სოლარიუმი


გსურთ მიიღოთ გარუჯვის სრულიად ახალი გამოცდილება? გერმანული ბრენდის "ერგოლაინის" სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები თქვენს კანს ეგზოტიკურ ელფერს შესძენს. სოლარიუმი "ერგოლაინი" ტურბო, არომა და წვიმის ეფექტით ინდივიდუალურად შეგირჩევთ თქვენი კანისთვის ენერგიის ოპტიმალურ დოზას კანში მელანინის შემცველობისა და არსებული გარუჯვის ხარისხის დადგენის საფუძველზე.
"ერგოლაინის" ულტრაიისფერი სხივები:
- აჯანსაღებს კანს და სძენს სასურველ ელფერს
- D3 ვიტამინით ამდიდრებს ორგანიზმს
- აძლიერებს იმუნურ სისტემას
- აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას
- ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას
- ხსნის სტრესს


სხვა

ზემოთ ჩამოთვლილ მომსახურებებთან ერთად, კომპლექს ”ლაგუნაში” ასევე განთავსებულია ღია
და დახურული კაფე და აქსესუარების მაღაზია 
გათამაშების ცხრილი
#გუნდი
1 დინამო თბილისი 9 6 2 1 20
2 სამტრედია 9 5 2 2 17
3 სპარტაკი 9 5 2 2 17
4 დილა 9 4 3 2 15
5 ტორპედო 9 3 5 1 14
6 მეტალურგი 9 3 4 2 13
7 დინამო ბათუმი 9 4 1 4 13
8 ჩიხურა 9 4 1 4 13
9 მერანი 9 3 2 4 11
10 გურია 9 2 5 2 11
11 ზესტაფონი 9 2 4 3 10
12 ვიტ ჯორჯია 9 3 1 5 10
13 კოლხეთი 9 2 3 4 9
14 სიონი 9 2 2 5 8
15 შუქურა 9 1 5 3 8
16 ზუგდიდი 9 0 4 5 4
მომდევნო თამაში
ჩიხურა - ტორპედო
26.10.2014
15:00
ბოლო თამაში
ტორპედო - გურია
2:2

დაწვრილებით