საფეხბურთო სკოლა ვისოლი ავაზა
საფეხბურთო სკოლა “ავაზა” ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა მიხეილ მესხმა 1970 წელს დააარსა და მისი არსებობის მანძილზე საფეხბურთო სკოლაში არაერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი აღიზარდა. მათ შორისაა იაგო ჟორჟიკაშვილი, რეზი, აჩი და შოთა არველაძეები, ლევან კობიაშვილი და სხვები. 2008 წელს ვისოლ ჯგუფის ერთ-ერთმა კომპანიამ “ველაჯიომ”. საფეხბურთო სკოლა “ავაზა” უეფას სტრანდარტების შესაბამისად მოაწყო.
საფეხბურთო სკოლა “ავაზას” ტერიტორიაზე განთავსებულია სამი ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რომელთა ფართობია 100X68, 40X20, 70X35. მოედანთა საფარი განეკუთვნება ე.წ მეხუთე თაობის მოედნების საფარს, რომელიც უეფას ეგიდით გამართული ვარჯიშებისა და ტურნირებისთვის სტანდარტული მოთხოვნაა. უეფას სტრანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი მოედნების სადრენაჟო სისტემაც, რომელიც უზრუნველყოფს მოედნის სათამაშოდ ვარგისიან მდგომარეობაში შენარჩუნებას ატმოსფერული ნალექის მოცულობის მიუხედავად. მოედნების ღამის განათება ვარჯიშების და ტურნირების ღამით ჩატარების საშულებას იძლევა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობილი ადმინისტრაციული კორპუსი, მწვრთნელების ოთახები, გასახდელები და საშხაპეები იდეალურ სავარჯიშო პირობებს ქმნის.
“ავაზას” პროფესიონალი მწვრთნელები სკოლაში დღეისათვის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 300 ბავშვს ავარჯიშებენ. საფეხბურთო სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო მომსახურებით, ვარჯიშისა და შეჯიბრებებისათვის საჭირო სპორტული ფორმებითა და ინვენტარით. სკოლა ასევე უზრუნველყოფს მოსწავლეთა მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწყობილ ყოველწლიურ ჩემპიონატში.
გუნდები
საფეხბურთო სკოლა “ავაზას” დღესდღეობით სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 12 გუნდი ყავს. 2000, 1999, 1998, 1997, 1996, 1995, 1993 წელს დაბადებული მოზარდები მონაწილეობას იღებენ თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწყობილ “ელიტ ლიგის” გათამაშებაში აღმოსავლეთ საქართველოს მაშტაბით1992, 1994, 1995 წელს დაბადებული ჭაბუკები სამაჩაბლოს ჩემპიონატის მონაწილენი არიან.
III ლიგაში, რომელიც ასევე თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწყობილი ტურნირია, “ავაზას” სახელით 1992 წელს დაბადებული მოზარდები თამაშობენ. II ლიგა, რომელსაც “აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური ლიგა” ეწოდება, არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა “ავაზასთვის”. ტურნირზე წარმოდგენილია “ავაზას” სკოლის ნაკრები, რომელიც ძირითადად 1991, 1992 წელს დაბადებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.