"ტორპედო" - "ჩიხურა" 2:2
თარიღი: 08.09.2012


  ეროვნული ნაკრებების ოფიციალური მატჩებით გამოწვეული საჩემპიონატო პაუზის ნაყოფიერად გამოსაყენებლად, 8 სექტემბერს ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარი საწვრთნელი ბაზის განახლებულ ბუნებრივსაფარიან მოედანზე სატურნირო ცხრილში „შეამხანაგებულ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა.

   გუნდების შეთანხმებით, შეხვედრა სამი ორმოცწუთიანი ტაიმისგან შედგებოდა, რასაც ორივე მხარისთვის რიგი პლიუსები ჰქონდა.

   თამაშის პირველმა ტაიმმა „მშრალად“ ჩაიარა. მეორე ტაიმის მე-10 წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს - მოედნის მარჯვენა ფრთიდან დაახლოებით 30-მეტრიანი დარტყმით გატანა დავით ოდიკაძემ შეძლო - 0:1.

   ტორპედოელებს 10 წუთი დაჭირდათ, ანგარიშის მათ სასიკეთოდ შესასცვლელად. მე-15 წუთზე ბოლქვაძის კარგი გადაცემის შემდეგ გიორგი ფანცულაიამ ლამაზი დარტყმით გაათანაბრა - 1:1. მე-20 წუთზე კი იოსელიანის პასით ბურთი კარში მერაბ გიგაურმა შეაგდო - 2:1.

   შეხვედრის საბოლოო ანგარიში მესამე ტაიმის მე-5 წუთზე დაფიქსირდა - კართან ახლოს მყოფი გაგა ჩხეტიანის ზუსტი დარტყმით, ფრე 2:2.

   „ტორპედო“ შემდეგი შემადგენლობით იყო მოედანზე:

   I  ტაიმში: ქვილითაია, კვახაძე, სანდოხაძე, შერგელაშვილი, რიგვავა, დათუნაიშვილი, დოლიძე, კუხიანიძე, გრიგალაშვილი, საბანაძე, ბერიაშვილი.

   II ტაიმში: ქვილითაია, ჭელიძე, გურული, შერგელაშვილი, იოსელიანი, გიგაური, ფირცხალავა, ბოლქვაძე, გრიგალაშვილი(მარკოზაშვილი), ფანცულაია, ტუღუში.

   III ტაიმში: კუპატაძე სანდოხაძე, ტაბატაძე, იოსელიანი, მარკოზაშვილი, გოგიჩაიშვილი, გიგაური, ფირცხალავა, ბოლქვაძე, ფანცულაია, ტუღუში.





















ჩემპიონატის განახლებამდე "ტორპედო" კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, 11 სექტებერს ქუთათურები ფოთის "კოლხეთს" ამავე მოედანზე უმასპინძლებენ.
- გააზიარე ფეისბუქზე    -
გათამაშების ცხრილი
#გუნდი
1 დინამო თბილისი 3 3 0 0 9
2 დინამო ბათუმი 3 2 0 1 6
3 სპარტაკი 3 2 0 1 6
4 შუქურა 3 1 2 0 5
5 მეტალურგი 3 1 2 0 5
6 ტორპედო 3 1 1 1 4
7 დილა 3 1 1 1 4
8 ჩიხურა 3 1 1 1 4
9 სიონი 3 1 1 1 4
10 სამტრედია 3 1 1 1 4
11 ზესტაფონი 3 1 0 2 3
12 ვიტ ჯორჯია 3 1 0 2 3
13 მერანი 3 1 0 2 3
14 ზუგდიდი 3 0 2 1 2
15 გურია 3 0 2 1 2
16 კოლხეთი 3 0 1 2 1
მომდევნო თამაში
სპარტაკი - ტორპედო
12.09.2014
ბოლო თამაში
მერანი - ტორპედო
3:1

დაწვრილებით