პარტნიორი


‘ტორპედო ქუთაისზე  მზრუნველობა ვისოლ ჯგუფმა 2010 წლის აგვისტოს დაიწყო და გუნდის ახალმა მფლობელმა ლეგენდარულ საფეხბურთო კლუბ ‘ტორპედო ქუთაისს”   უპირველეს ყოვლისა ისტორიული სახელი დაუბრუნა და მისი განვითარებისათვის ყოველწლიურად 2 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს.

 ‘‘‘ტორპედო ქუთაისი” არის წარმატების დიდი ისტორია, რომელშიც ვისოლ ჯგუფი ახალ მიღწევებს ჩაწერს. ქართული სპორტის განვითარებაზე ზრუნვა ვისოლის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ტორპედო ქუთაისის განვითარებას ოთხი მიმართულებით ვგეგმავთ. პირველი ეს იქნება საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება. გაგრძელდება სტადიონის საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობა და შეიქმნება კლუბისათვის და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის საჭირო თანამედროვე საწვრთნელი ბაზა. მეორე მიმართულება გუნდის გაძლიერება იქნება. უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილების მქონე რამდენიმე ფეხბურთელი უკვე დავიმატეთ. მესამე მიმართულება გულშემატკივართა მხარდაჭერის გაზრდაა და ამ კუთხით ქუთათურების იმედი გვაქვს. მეოთხე მიმართულება ბავშვთა ფეხბურთის განვითარება იქნება. ჩვენ გვჯერა რომ ამ სტადიონზე კიდევ არაერთი ცნობილი ფეხბურთელი გაიზრდება” - აცხადებს ვისოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ტორპედო ქუთაისის კლუბის პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.

 ვისოლ ჯგუფმა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, 2007 წლიდან ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა. მისი ქვებრენდებია: ვისოლ პეტროლიუმი, ეარ ვისოლი, ვისოლ გაზი, ვისოლ ბუნკირება და ვისოლ გაზის სადისტრიბუციო კომპანია. ვისოლი ერთადერთი ნავთობკომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც საერთაშორისო ხარისხის მართვის სერთიფიკატის ISO 9001-2008-ს მფლობელია.

 ვისოლ ჯგუფს ქართული სპორტის განვითარებისათვის არაერთი პროექტი განუხორციელებია. ლეგენდარული ფეხბურთელის მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სკოლა «ავაზას» სრული რეაბილიტაცია ვისოლ ჯგუფმა 2009 წელს დაასრულა და უძველესი სკოლა უეფას სტრანდარტების შესაბამისად მოეწყო. სკოლაში დღეისათვის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 350 ბავშვი ვარჯიშობს. ვისოლმა 2008 წელს შეისყიდა უძველესი ქართული რაგბის კლუბიყოჩები”, რომელიც უკვევისოლი-ყოჩებისსახელით წარმატებით იღებს ასპარეზობებში მონაწილეობას. ამას გარდა, ვისოლმა ოთხი სპორტ-კომპლექსი შექმნა თბილისში სხვადასხვა სპორტული სახეობებისათვის, რომელიც ყოველთვიურად 1000-მდე ბავშვის ჯანსაღ მომავალზე ზრუნავს.

გათამაშების ცხრილი
#გუნდი
1 დინამო თბილისი 15 9 2 4 29
2 დილა 15 8 4 3 28
3 სამტრედია 15 7 4 4 25
4 დინამო ბათუმი 15 7 3 5 24
5 სპარტაკი 15 7 3 5 24
6 მეტალურგი 15 6 5 4 23
7 ჩიხურა 15 6 4 5 22
8 მერანი 15 5 5 5 20
9 ზესტაფონი 15 4 7 4 19
10 გურია 15 4 7 4 19
11 შუქურა 15 4 6 5 18
12 კოლხეთი 15 4 5 6 17
13 ტორპედო 15 3 7 5 16
14 სიონი 15 3 5 7 14
15 ვიტ ჯორჯია 15 3 3 9 12
16 ზუგდიდი 15 2 6 7 12
მომდევნო თამაში
ბოლო თამაში
ტორპედო - მეტალურგი
0:1

დაწვრილებით