ისტორია


         ”ტორპედო ქუთაისი” - სადაც ფეხბურთი დღესასწაულია

 “ტორპედო ქუთაისი” 1946 წელს ჩამოყალიბდა და უკვე 1949 წელს საქართველოს იმჟამინდელი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

1957 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი "ლოკომოტივი", რომლის მწვრთნელადაც დაინიშნა ცნობილი სპეციალისტი ანდრო ჟორდანია. იმის გამო რომ "ლოკომოტივის" რესპუბლიკურმა საბჭომ თბილისიდან ვერ შეძლო გუნდის პატრონობა, ქუთაისის ხელმძღვანელობამ 1959 წლის 3 მაისს ქალაქის სპორტკომიტეტის დადგენილებით გუნდი გადასცა საავტომობილო ქარხანას და "ლოკომოტივის" ნაცვლად მას "ტორპედო" ეწოდა. მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გ.ანთაძე.
1959 წლის 21 აპრილს ტორპედოელებმა ქუთაისში პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართეს შვედეთის, ქალაქ სუნდსვალის გუნდთან. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

1959 წლის 3 ივლისს ქუთაისს მეორე უცხოური გუნდი დანიის "ალიანსენი" ეწვია. ტორპედოელებმა დიდი უპირატესობის მიუხედავად მეტოქის დამარცხება ვერ შეძლეს -3:3.

1959 წლის 4 ნოემბერს მესამე საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ქუთათურებმა ფინეთის "პალლოსეურა" გაანადგურეს-3:0

1959 წლის საკავშირო ჩემპიონატი "ტორპედო" მე-6 ადგილზე დაასრულა.

1960 წლიდან ქუთაისის "ტორპედო" საკავშირო გათამაშების "ბ" კლასის მეორე ზონაში გამოდის. ქუთაისელებმა შესანიშნავად ჩაატარეს ეს სეზონი. გუნდმა 30 თამაშიდან 47 ქულა დააგროვა, 12 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ლენინაბადის "პამირი" და პირველ ზონაში გამარჯვებულ თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა. ორი მატჩის ჯამში გამარჯვება "ტორპედო" დარჩა (3:1, 0:1) და "ბ" ლიგაში პირველი ადგილი მოიპოვა. იმის გამო რომ 1960 წელს "ა" კლასის საგზური არ გათამაშებულა, ტორპედოელებს მომავალ წელსაც დაბალ ლიგაში მოუხდათ ასპარეზობა, თუმცა გუნდის ფეხბურთელებს სპორტის ოსტატის წოდებები მიანიჭეს.

1960 წლის 23 აგვისტოს "ტორპედო" ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში პირველი გასვლითი ამხანაგური მატჩი გამართა ამ ქვეყნის უძლიერეს გუნდ "არიანთან". შეხვედრა "ტორპედოს" გამარჯვებით 6:4 დასრულდა. 26 აგვისტოს ქუთაისელებმა ქაბულის "მოარეფი" დაამარცხეს 6:2, ავღანური ტურნეს მესამე მატჩში კი "ტორპედომ" "პოხანტუმი" გაანადგურა 6:1.

1961 წლის სეზონში უშანგი სალდაძის ხელმღვანელობით ტორპედოელები კვლავ გამარჯვებული გამოვიდნენ "ბ" კლასის მეორე ზონის გუნდებს შორის და მოიპოვეს უფლება ებრძოლათ "ა" კლასის საგზურისთვის. უმაღლესში გადასასვლელ სამთა ტურნირში, რომელიც კიშინოვში გაიმართა ქუთაისელებმა ტალინის "კალევთან" და თბილისის "ლოკომოტივთან" პაექრობაში პირველი ადგილი მოიპოვეს და "ა" კლასში აღზევდნენ.

1962 წელს 2 მაისს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ქუთაისის "ტორპედო" საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის სასტარტო მატჩში მოსკოვის "ტორპედო" დაუპირისპირდა. წინა დღით ქუთაისელთა დუბლებმა მოსკოველთა მეორე გუნდი 5:1 გაანადგურეს. ახალგაზრდების შემართება ძირითად გუნდსაც გადაედო და ქართველმა ფეხბურთელებმა გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს - 4:2. "ტორპედოს" კარგი დებიუტი გამოუვიდა, მაგრამ ასპარეზობა ასევე წარმატებულად ვეღარ განაგრძო და საბოლოოდ მე-15 ადგილს დასჯერდა. თუმცა, ქუთათურებმა უკან ჩამოიტოვეს საკმაოდ ცნობილი გუნდები: ლენინგრადის "დინამო", მინსკის "დინამო" და "კრილია სოვეტოვი", რომლებსაც "ა" კლასში ასპარეზობის საკმაო გამოცდილება გააჩნდათ. საყურედღებოა, რომ ქუთაისელებმა სანიმუშო სათამაშო დისციპლინისთვის გაზეთ "სოვეტსკი სპორტისგან" მიიღეს პრიზი "სამართლიანი თამაშისთვის".

1962 წლის 6 ივლისს ქუთაისს საერთასორისო ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად სტუმრად ეწვია რუმინეთის "პროგრესული". საინტერესო შეხვედრა "ტორპედოს" გამარჯვებით დასრულდა -2:0.

1962 წლის საფეხბურთო სეზონის დასრულების სემდეგ ქუთაისის "ტორპედო" ირანში გაემგზავრა და იქ სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ქუთაისელებმა 3:0 დაამარცხეს "ტადჯი", 1:0 მოუგეხ თეირანის "შაჰინს" და 1:2 დამარცხდნენ "დარაისთან".

1963 წლის სეზონში "ტორპედო" არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა: 15 აპრილს ქუთათურებმა თბილისის "დინამოს" უმასპინძლეს. ამ მატჩის სანახავად ქალაქის სტადიონზე 40 000 (!!!)კაცზე მეტი მივიდა. ეს ციფრი დღესაც ქუთაისის ცენრტალური სტადიონისთვის სარეკორდო რიცხვად ითვლება. საინტერესო მატჩი დამთავრდა ფრედ - 0:0. საყურადღებოა, რომ ქუთაისელმა ფეხბურთელებმა წარმატებით ჩაატარეს "მოსკოვური" მატჩები. მოსკოვის "ცსკას" 1963 წლის ჩემპიონატში ქუთაისელებთან სეხვედრამდე თამაში არ ქონდათ წაგებული და მათი წარმატებული სერია საკუთარ მოედანზე "ტორპედოსთან" შეწყდა. ქუთათურებმა გასვლაზე დაამარცხეს არანაკლებ სახელოვანი გუნდი მოსკოვის "ლოკომოტივი", ხოლო კიევში "დინამოს" ფრე 1:1 ითამაშეს. შეხვედრის შემდეგ კიეველმა მაყურებელმა მქუხარე ტაშით დააჯილდოვა ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ლამაზი, ტექნიკური ფეხბურთის დემონსტრირებით მოხიბლეს მაყურებლები. 18 აგვისტოს ჩემპიონატის მორიგ მატჩში ავტოქარხნელებმა 1:0 დაამარცხეს გათამასების ლიდერი მოსკოვის "დინამო" და საბოლოოდ განამტკიცეს აზრი, რომ ქუთაისის "ტორპედო" მოსკოვური გუნდებისთვის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქეს წარმოადგენდა. 

1963 წლის სეზონი მე-12-ე ადგილზე დაამთავრეს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა და მათ საყოველთაო აღიარება ჰპოვეს საკავშირო თუ საერთაშორისო სარბიელზე. სეზონის დასასრულს ფეხბურთის საკავშირო ფედერაციამ გამოაქვეყნა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია, სადაც მეკარეთა სამეულში ლეგენდარული ლ. იაშინის შემდეგ მეორე ნომრად დასახელებული იყო "ტორპედოს" გოლკიპერი რევაზ ურუშაძე.

1963 წლის დასაწყისში ტორპედოელები საერთაშორისო შეხვედრების ჩასატარებლად ბულგარეთში გაემგზავრნენ, სადაც ადგილობრივ გუნდებთან სამი მატჩი გამართეს. ქუთაისელებმა 4:1 დაამარცხეს პლოვდივის "ლოკომოტივი", 3:1 სძლიეს გორნაორიახოვიცას გუნდს და 0;1 დამარცხდნენ კირდჟალის "არდასთან".

1964 წლის მარტში ქუთაისის "ტორპედო" სსრკ-ს ოლიმპიურ ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი სტუმრების გამარჯვებით - 3:2 დასრულდა.

1964 წლის ჩემპიონატის სტარტზე ტორპედოელები არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. რამაც მათი უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი ეჭვის ქვეშ დააყენა. 25 აგვისტოს გასვლაზე ლენინგრადის "ზენიტის" დამარცხებამ "ტორპედოელებს" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი მისცა. 6 ოქტომბერს` "ტორპედომ" გათამასების ლიდერს მოსკოვის "ტორპედოს" უმასპინძლა. როგორც სტუმრებს ასევე მასპინზლებს ორი ქულა ჰაერივით სჭირდებოდათ. მოსკოველები გამარჯვების შემთხვევაში განიმტკიცებდნენ ლიდერის პოზიციას, ხოლო ქუთაისელებს 2 ქულის დაკარგვის შემთხვევასი არავითარი თეორიული შანსი აღარ რჩებოდათ "ა" კლასში დარჩენისთვის. ჯუმბერ ხაჟალიას მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა სანუკვარი ორი ქულა მოუტანა ქუთაისელ ფეხბურთელებს, ხოლო მოსკოველებს ეს მარცხი მოგვიანებით ჩემპიონობის დაკარგვადაც დაუჯდათ. "ტორპედომ" ამის შემდეგ გასვლაზე დაამარცხა "როსტოვი" და მოსკოვის "დინამო", შემდეგ კი დამატებით მატჩში გორკის "ვოლგა" დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

1964 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა უძლიერეს ფეხბურთელთა სია, სადაც ქუთაისის "ტორპედოდან" ხუთი ფეხბურთელი მოხვდა: რამაზ ურუშაძე, ი.ლოსაბერიძე, ს.კუტივაძე, ჯ.ხერხაძე და ვ.ჩხარტიშვილი.

1965 წელს "ტორპედომ" პროგრამა მინიმუმი კვლავ შეასრულა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ჩემპიონატის დასრულებმადე სამი ტურით ადრე "ტორპედომ" გათამაშების ლიდერს კიევის "დინამოს" უმასპინძლა და ლოსაბერიძის გოლით 1:0 დაამარცხა. ქუთაისში მარცხი კიეველებსაც ჩემპიონობის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. გუნდმა, რომელმაც დაამარცხა ვერცხლისას და ბრინჯაოს პრიზიორები, სუსტად ჩაატარა შეხვედრები აუტსაიდერებთან..." საკავშირო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "ტორპედოელები" საერთაშორისო შეხვედრების ჩასატარებლად აფრიკაში გაემგზავრნენ. ქუთათურებმა 5:1 დაამარცხეს გვინეის ნაკრები, ფრედ 0:0 ითამაშეს მალის ნაკრებთან, 7:0 დაამარცხეს ნიგერის ერთ-ერთი გუნდი, ბოლოს კი დაამარცხეს მალის ნაკრები - 1:0.

1966 წლის საფეხბურთო სეზონში გუნდმა დაიკავა მე-15 ადგილი და უკან ჩამოიტოვა ისეთი ცნობილი გუნდები როგორებიც იყვნენ მოსკოვის "ლოკომოტივი" და ლენინგრადის "ზენიტი". ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ქუთაისის სტუმრად ეწვია პოლონეთის "რუხი". ქუთაისელებმა აღნიშნული შეხვედრა სუსტად ჩაატარეს და დამარცხდნენ - 1:2. გაზეთ "სოვეტსკი სპორტის" ინიციატივით ჩატარდა "ენძელას" თასის გათამაშება სადაც უმაღლესი ლიგის 24 გუნდი იღებდა მონაწილეობას. "ტორპედომ" აღნიშნულ გათამაშებაში ბრწყინვალედ იასპარეზა და თასის ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრასი მოსკოვის "დინამოსთან" დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა.

1967 წლის ჩემპიონატი "ტორპედომ" მე-13-ე ადგილზე დაასრულა. რაც საკმაოდ კარგი შედეგი იყო ისეთი პატარა ქალაქის გუნდისთვის როგორიც ქუთაისია. სეზონის ბოლოს "ტორპედოში" აღზრდილი რ. ძოძუაშვილი მიწვეულ იქნა თბილისის "დინამოში", მოკლე ხანში კი ქუთაისელმა ჭაბუკმა საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი.

1968 წელს 9 ქულით ჩამოიტოვა ბოლო ადგილზე მყოფი კიროვაბადის "დინამო" და კვლავ შეინარჩუნა ადგილი უმაღლეს ლიგაში. მომდევნო წელს კი ქუთათურებმა ჩემპიონატში მე-14 ადგილი მოიპოვეს.

1970 წლის ჩემპიონატის ფინიშზე "ტორპედო" გათამაშების ცხრილში ბოლოსწინა მე-16 ადგილზე აღმოჩნდა და უმაღლესი ლიგა დატოვა.

1971 წლიდან ქუთათურები 1 ლიგაში ასპარეზობდნენ. 11 წლის მანძილზე გუნდი იბრძოდა საუკეთესოთა შორის დასაბრუნებლად. მრავალწლიანი წარუმატებელი ცდის შემდეგ, 1981 წელს "ტორპედომ" 1 ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც მას უმაღლესი ლიგისკენ უხსნიდა გზას.

1982 წლის სეზონში გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს კი ბოლოსწინა მე-17-ე და კვლავ დაბალ ლიგაში დაქვეითთდა.

1984 წლის ჩემპიონატი ქუთაისელებმა წარმატებით წარმართეს და უკვე მესამედ დაბრუნდნენ უმაღლეს ლიგაში. 

1985 წელს გუნდი მთელი სეზონის მანზილზე სახიფათო ზონაში იყო, მაგრამ ფინიშის სწორზე ზედიზედ სამმა გამარჯვებამ "ტორპედოს" საბოლოოდ მე-11-ე ადგილი მოუტანა, რაც საუკეთესო შედეგია ქუთაისელთა უმაღლეს ლიგაში 13 წლიანი ასპარეზობის მანძილზე.

1986 წელს მართალია ცალკეულ შეხვედრებში ტორპედოელები ტოლს არ უდებდნენ მეტოქეს, მაგრამ სამწუხაროდ, მთლიანობაში გუნდი არასტაბილურად გამოიყურებოდა, რამაც შედეგზეც იქონია გავლენა და "ტორპედო" ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.

1987 წელს "ტორპედო" კვლავ 1 ლიგაშია. გუნდში ახალი მწვრთნელი შოთა ოქროპირაშვილი მოვიდა. გუნდში დიდი ცვლილებები მოხდა. სახელდახელოდ შეკრებილმა კოლექტივმა ვერ მოახერხა პირველ ლიგაში ადილის შენარჩუნება და კიდევ უფრო დაქვეითთდა. 

1988 წელს "ტორპედომ" კვლავ მოიპოვა პირველი ლიგის საგზური და ერთი სეზონი ითამაშა კიდეც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, თუმცა შემდეგ საქართველო სსრკ-ს გამოეყო და "ტორპედოც" ეროვნულ ჩემპიონატზე გადაერთო.

"ტორპედოს" ფეხბურთელი რამაზ შენგელია ორჯერ სსრკს ნომერ-1 ფეხბურთელად იქნა აღიარებული.

ძმები გივი და ლევან ნოდიები ევროპის ჩემპიონები არიან იუნიორთა შორის. 1969 წლის საკავშირო ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობდა ტორპედოელთა თავდამსხმელი ჯემალ ხერხაძე, რომელმაც 16 გოლი გაიტანა და გაზეთ "ტრუდის" პრიზის ერთ-ერთი რეალური პრეტედენტი იყო...

"ტორპედოში" აღიზარდა და დაოსტატდა მთელი პლეადა სახელოვანი სპორტსმენებისა, რომლებსაც არაერთხელ დაუცავთ სსრკ-ს პირველი, ოლიმპიური და ახალგაზრდული ნაკრებების ღირსება. სხვადასხვა დროს აღნიშნული გუნდების წევრები იყვნენ: რ.ურუშაძე, გ.ცხოვრებოვი, ს.კუტივაძე, გივი და ლევან ნოდიები, რ. ძოძუაშვილი, ჯ.ხერხაძე, შ. ოქროპირაშვილი, ს.შვეცოვი, რ.შენგელია, თ.კოსტავა, რ.სირაძე, მ. ასიტაშვილი, ბ.ფარულავა, რ.ბურკაძე, ა.კვერნაძე, მ.კვერნაძე, ნ. ჭელიძე, თ. სულაქველიძე და გ. კეტაშვილი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ "ტორპედო" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული გუნდი გახდა. სწორედ მან შეძლო 2000 წელს ”დინამოს” ჰეგემონიის დამხობა და 2000-2002 ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი. გუნდი მონაწილეობდა რეგულარულად ევროტურნირებზე.


დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ "ტორპედო" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული გუნდი გახდა. სწორედ მან შეძლო 1999 წელს ”დინამოს” დამარცხება და 1999-2001 ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, რაც იმჟამინდელი მწვრთნელის დავით ყიფიანის დამსახურება იყო.  "ტორპედომ" ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი.

ტიტულები

საქართველოს ჩემპიონი: 2000, 2001, 2002 ვერცხლის პრიზიორი: 1999, 2003, 2005 ბრინჯაოს პრიზიორი: 1991, 1994, 2012

საქართველოს თასი: 

ჩემპიონი: 1999, 2001 ფინალისტი: 2000, 2002, 2004, 2011

თურქმენეთის პრეზიდენტის თასი

ჩემპიონი: 2002 ვერცხლის პრიზიორი: 2004

მნიშვნელოვანი ფაქტები 

რეკორდული მოგება: 8-0 (20.02. 99 -გორდა, თასი);

რეკორდული წაგება: 2-7 (06-12-94 - კოლხეთი 1913), 0-5 (05.08 96 - ოდიში);

ყველაზე მეტი მატჩი A ლიგაში: კახა კვეტენაძე -206;

ყველაზე მეტი გოლი A ლიგაში: დავით ჯანაშია -85;

კლუბის მიერ ჩემპიონატებში გატანილი მე -100 გოლის ავტორი: დავით ჯანაშია (16.09.91);

მე-200 გოლის ავტორი: მამუკა ხუნდაძე (10.05.93);

მე-300 გოლის ავტორი: მამუკა ხუნდაძე (19.11.94);

მე-400 გოლის ავტორი: მიხეილ აშვეთია: (13.05.96);

მე-500 გოლის ავტორი: გიორგი მეგრელაძე (04.09.97);

მე-600 გოლის ავტორი: გია იმედაძე (19.05.99);

მე-700 გოლის ავტორი: დავით ჯანაშია: (03.12.00);

მე-800 გოლის ავტორი: შოთა ბაბუნაშვილი (15.09.02);

მე-900 გოლის ავტორი: გიორგი მეგრელაძე (14.08.04);

მე-1000 გოლის ავტორი: ნიკოლოზ ნადირაძე (20.05.07);

1100-ე გოლის ავტორი: მერაბ გიგაური (15.09.12).

 

გათამაშების ცხრილი
#გუნდი
1 დინამო თბილისი 13 9 2 2 29
2 დილა 13 7 3 3 24
3 სპარტაკი 13 7 2 4 23
4 სამტრედია 13 6 3 4 21
5 დინამო ბათუმი 13 6 2 5 20
6 მეტალურგი 13 5 4 4 19
7 მერანი 13 5 4 4 19
8 ჩიხურა 13 5 4 4 19
9 ზესტაფონი 13 4 6 3 18
10 ტორპედო 13 3 7 3 16
11 გურია 13 3 6 4 15
12 შუქურა 13 3 5 5 14
13 სიონი 13 3 3 7 12
14 ვიტ ჯორჯია 13 3 2 8 11
15 კოლხეთი 13 2 5 6 11
16 ზუგდიდი 13 2 4 7 10
მომდევნო თამაში
ტორპედო - მერანი
26.11.2014
13:30
ბოლო თამაში
ტორპედო - ზესტაფონი
3:3

დაწვრილებით