| გათამაშების ცხრილი |
| # | გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | გატანილი | მიღებული | სხვაობა | ქულა |
| 1 |
დინამო თბილისი |
32 |
24 |
6 |
2 |
88 |
23 |
65 |
78 |
| 2 |
დილა |
32 |
22 |
2 |
8 |
60 |
26 |
34 |
68 |
| 3 |
ტორპედო |
32 |
19 |
7 |
6 |
57 |
30 |
27 |
64 |
| 4 |
ჩიხურა |
32 |
17 |
6 |
9 |
49 |
38 |
11 |
57 |
| 5 |
ზესტაფონი |
32 |
12 |
6 |
14 |
35 |
38 |
-3 |
42 |
| 6 |
ზუგდიდი |
32 |
10 |
6 |
16 |
31 |
52 |
-21 |
36 |
| თამაშები |
| XXXII ტური | | 18.05.2013 17:00 |
 |
ზუგდიდი |
1:4 |
ტორპედო |
 |
| 1:3 გიორგი გაბედავა 66' |
0:1 ბექა ტუღუში 17', 0:2 ნიკა ფირცხალავა 44', 0:3 მამია გავაშელიშვილი 56', 1:4 გრიგოლ დოლიძე 79' |
| მატჩის შესახებ |
მატჩის დაწყებამდე გუნდებმა და გულშემატკივრებმა რამდენიმე დღის წინ ავღანეთში გმირულად დაღუპული თანამემამულეების: ზვიად დავითაძის, ალექსანდრე კვიწინაძისა და ვლადიმერ შანავას ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
სიახლე იყო ქუთაისელთა დღევანდელ სასტარტო შემადგენლობაში ტრავმირებული ვაჟა ტაბატაძის ნაცვლად დაცვის მარცხენა ფლანგზე ბექა ტუღუშის გამწესება, რომელმაც კარგად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ ამ დავალებას. რამდენიმემატჩიანი უქმობის შემდეგ კი გუნდს გიორგი ბერიაშვილი დაუბრუნდა.
შეხვედრა „ტორპედოს“ აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე, დათუნაიშვილის პასით დოლიძემ მოედნის ცენტრიდან განახორციელა დრიბლინგი და მეკარესთან პირისპირ გასულმა დროულად დაარტყა, კარში მიმავალმა ბურთმა ტრაექტორია შეიცვალა და მიზანს ოდნავ ასცდა. მე-17 წუთზე, სტუმრებმა პირველად მიაღწიეს საწადელს, მარჯვენა მხრიდან დოლიძის ჩაწოდებული ბურთი მცველმა უხერხულად მოიგერია და საჯარიმოს ხაზიდან იგი მიწაზე დაუშვებლად ბექა ტუღუშმა გადაგზავნა კარში - 0:1. თამაშს მეტწილად „ტორპედო“ აკონტროლებდა და ასეთი უპირატესობის ფონზე ლოგიკური იყო ზუგდიდელთა კარში გატანილი მეორე გოლიც. 44-ე წუთზე, ფირცხალავა-ბერიაშვილის კომბინაცია ნიკა ფირცხალავამ დააბოლოვა ზუსტად - 0:2. უქმად არც მასპინძლები ყოფილან, მათ რამდენიმე სახიფათო დარტყმაც განახორციელეს ჩვენი გუნდის კარის მიმართულებით, მაგრამ ბურთი კარს მიღმა მიდიოდა.
თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც მსგავსი იყო. რეალურ საგოლე მომენტებს მეტწილად კვლავ გია გეგუჩაძის გუნდი ქმნიდა. 54-ე წუთზე, მსაჯმა მასზე სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოედნიდან როინ ონიანი გააძევა და მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა. 56-ე წუთზე, „ტორპედოს“ ფორვარდის 18 წლის მამია გავაშელიშვილის უმაღლეს ლიგაში დებიუტი შედგა, რომელსაც საუცხოო დებიუტი გამოუვიდა, მოედანზე შესვლიდან სამ წუთში მან(დოლიძის პასით) მეტოქის კარის დალაშქვრა მოახერხა და დებიუტანტის სტატუსით ერთ-ერთი მოწინავე გახდა, ვინაც ასე სწრაფად გამოიჩინა შედეგიანობა - 0:3. აქამდე იყო ეპიზოდი, როცა დათუნაიშვილმა ფირცხალავა გაიყვანა ძაგანიასთან პირისპირ, მაგრამ ნიკამ კიპერს ვერ აჯობა. 66-ე წუთზე, „ტორპედოს“ მცველების შეცდომით გიორგი გაბედავამ ისარგებლა და სხვაობა შეამცირა - 1:3. 79-ე წუთზე კი კვლავ სამბურთიანი სტატუს-კვო აღდგა, დათუნაიშვილი-გავაშელიშვილის კომბინაციით ამ უკანასკნელმა საჯარიმოს შიგნიდან კარში დაარტყა, ბურთი ჯერ მეკარემ მოიგერია შემდეგ კი ძელს მოხვდა და გრიგოლ დოლიძეს მიუვიდა, რომელმაც გოლით თავი დღესაც გამოიჩინა - 1:4. დარჩენილ დროში განვითარებული მოვლენებიდან აღსანიშნავია, 85-ე წუთზე, „ტორპედოს“ კარში დანიშნული პენალტი, რომელიც წურწუმიამ გააცუდა. საბოლოოდ, ქუთაისელებმა მშვიდად მიიყვანეს მატჩი სასურველ შედეგამდე და 24-ე ეროვნული ჩემპიონატი კარგ განწყობაზე დაასრულეს - 1:4. |
|
XXXII ტური |
18.05.2013 |
17:00 |
ზუგდიდი |
 |
1:4 |
 |
ტორპედო |
 |
| XXXI ტური | | 12.05.2013 18:00 |
 |
ტორპედო |
5:4 |
დილა |
 |
| 1:0 გიორგი კუხიანიძე(პენ) 13', 2:0 გიორგი ფანცულაია 18', 3:3, 4:4 გრიგოლ დოლიძე 54', 71', 5:4 გიორგი ფანცულაია 81' |
2:1 ლაშა გვალია 29', 2:2 გიორგი აბურჯანია 34', 2:3, 3:4 ბაჩანა არაბული 40', 60' |
| მატჩის შესახებ |
ქუთაისური მატჩი მიმდინარე სეზონში მეორე იყო, რომელშიც ყველა მეტი - 9 გოლი გავიდა. მოგეხსენებათ, მესამე ადგილის დასაბევებლად „ტორპედოს“ მოგება ჭირდებოდა და მასპინძლებმა შეტევაზე ორიენტირებული თამაში შეხვედრის პროლოგშივე დაიწყეს. ამჯერადაც აღსანიშნავია, რომ იმერულ გუნდს ტრავმის გამო ფეხბურთელთა იგივე შემადგენლობა აკლდა, რაც წინა თამაშში. ალბათ, მიზანშეწონილი იქნება ძირითადად დღევანდელი პაექრობის შედეგიან იერიშებზე ვახსენოთ, რადგან გოლუხვობის გარდა შეხვედრა მომენტებითაც დახუნძლული გამოდგა. მე-13 წუთზე, ფანცულაიას მოპოვებული თერთმეტმეტრიანი დარტყმა „ტორპედოს“ „ათიანმა“ გიორგი კუხიანიძემ შეასრულა და „ათიანშიც“ გაარტყა - 1:0. მე-18 წუთზე, კუხიანიძის გადაცემით მარცხენა მახვილი კუთხიდან გიორგი ფანცულაიამ ზუსტად გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში - 2:0. ამის შემდეგ ანგარიშში ტორპედოელთა მოპოვებული უპირატესობა სტუმრებმა არა მარტო „გაანულეს“, არამედ თავიანთ სასიკეთოდაც შეცვალეს, 11-წუთიან მონაკვეთში ჩვენი გუნდის კარში გოლები: ლაშა გვალიამ, გიორგი აბურჯანიამ და ბაჩანა არაბულმა გაიტანეს. ტაიმიც ასე მორჩა - 2:3.
თამაშის მეორე ნახევარში „ტორპედოს“ სათამაშო უპირატესობა მკვეთრად გაიზარდა. 54-ე წუთზე, გურულის მიერ მოწოდებული აუტით მარჯვენა მახვილი კუთხიდან ბურთი გრიგოლ დოლიძემ სტყორცნა და ძალზედ ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა - 3:3. მე-60 წუთზე, ბაჩანა არაბულმა კვლავ წინ გაიყვანა გორელები - 3:4. 71-ე წუთზე, ფირცხალავას პასით მატჩის გამორჩეულმა მოთამაშე გრიგოლ დოლიძემ მორიგი საგოლე დარტყმა შეასრულა და წონასწორობა მესამედ აღადგინა - 4:4. 81-ე წუთზე, ფირცხალავას ჩინებული პასით გიორგი ფანცულაიამ დაუსვა წერტილი მატჩს, რომელმაც მარცხენა ფეხით კლასიკური დარტყმა განახორციელა და ქუთათურებს სამი ქულა ააღებინა - 5:4. ამ შესანიშნავი გამარჯვებით „ტორპედომ“ მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მესამე საპრიზო ადგილი გაინაღდა. „ცენტრალურზე“ აპლოდისმენტები თამაშის შემდეგაც გაგრძელდა, გულშემატკივრები და ტორპედოელები ერთმანეთს ტაშით აჯილდოვებდნენ. |
|
XXXI ტური |
12.05.2013 |
18:00 |
ტორპედო |
 |
5:4 |
 |
დილა |
 |
| XXX ტური | | 04.05.2013 19:00 |
 |
დინამო (თბ) |
4:0 |
ტორპედო |
 |
| 1:0 ჯაბა დვალი 16', 2:0 მიკელ ალვარო 40', 3:0 ჯაბა დვალი 79', 4:0 პეტერ გრაიციარი 87' |
|
| მატჩის შესახებ |
რასაკვირველია, „ქართული კლასიკო“ უდიდეს ინტერესს იწვევდა, მასზე დასასწრებად ქუთაისიდან თბილისში "ტორპედოს" 100-მდე გულშემატკივარი გაემგზავრა. რიონისპირელთა საკადრო პრობლემამ ამ მატჩში კიდევ უფრო მწვავედ იჩინა თავი. მართლაც გასაოცარია ასეთი უიღბლობა, ზედიზედ უკვე მერამდენედ ჩვენს გუნდს ტრავმის გამო კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი, ამჯერად გიორგი ბერიაშვილი ვერ ეხმარებოდა.
მატჩის ორივე ტაიმში ტორპედოელები მხოლოდ ბურთის კონტროლში ჯობნიდნენ მეტოქეს, თუმცა“დინამო“ სხვა სათამაშო კომპონენტებში გამოკვეთილ უპირატესობას ფლობდა. „ტორპედოს“ ფეხბურთელებს მოედანზე აბსულუტურად არაფერი გამოსდიოდათ. მოგეხსენებათ, თბილისელთათვის დღევანდელი მატჩის მოგება ჩემპიონობის ტოლფასი იყო და მასპინძლებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს კიდეც. მე-16 წუთზე, ჯაბა დვალმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე დააწინაურა მისიანები - 1:0. მე-40 წუთზე, მიკელ ალვაროს შორეული დარტყმა იყო ზუსტი - 2:0. 79-ე წუთზე, სტუმართა მცველების შეცდომით ახლო მანძილიდან ჯაბა დვალმა შეასრულა დუბლი - 3:0. 87-ე წუთზე კი შეხვედრას წერტილი პეტერ გრაიციარმა დაუსვა - 4:0. მატჩიც ასეთი ანგარიშით დასრულდა და თბილისის „დინამომ“ მე-14-ედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, რასაც გუნდს და მის გულშემატკივრებს ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ევროსარბიელზე. |
|
XXX ტური |
04.05.2013 |
19:00 |
დინამო (თბ) |
 |
4:0 |
 |
ტორპედო |
 |
| XXIX ტური | | 27.04.2013 18:00 |
 |
ტორპედო |
1:0 |
ზესტაფონი |
 |
| 1:0 გიორგი კუხიანიძე(პენ) 58' |
|
| მატჩის შესახებ |
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩში ქუთაისელებს მნიშვნელოვანი დანაკლისი ჰქონდათ. სერიოზული ტრავმის გამო „ტორპედოს“ ლაზარეთს ფორვარდი ნიკა საბანაძეც დაემატა. რიონისპირელებს ასევე ვერ ეხმარებოდნენ 19-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებულნიც: გიორგი ფანცულაია და თეიმურაზ მარკოზაშვილი. ამიტომ, გია გეგუჩაძემ თამაშის 18-კაციან განაცხადში დუბლშემადგენლობაში მოასპარეზე ფეხბურთელები დააყენა. ესენი იყვნენ: გოგი გოგიჩაიშვილი, მამია გავაშელიშვილი და ბექა კაკუშაძე. სხვათა შორის, მატჩის ბოლო წუთზე „ტორპედოს“ მაისურით ამ უკანასკნელის უმაღლეს ლიგაში დებიუტიც შედგა.
რაც შეეხება მატჩის სცენარს, იმერულმა დერბიმ დაძაბულობის თვალსაზრისით ამჯერადაც გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში. პირველ ორმოცდახუთ წუთში გუნდებმა რამდენიმეჯერ „უჩხვლიტეს“ ერთმანეთს. მე-16 წუთზე, ბენაშვილის მიერ მახვილი კუთხიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმით ბურთი მიგინეიშვილმა გამოაგდო. მე-20 წუთზე, ქუთაისური პუბლიკა ზესტაფონელი ფეხბურთელის მისივე საჯარიმოში ხელით თამაშის გამო პენალტს ითხოვდა, მაგრამ ამაოდ... 28-ე წუთზე, ბერიაშვილმა კარის ბადე შეარხია, თუმცა თამაშგარე მდგომარეობიდან. არაზუსტი იყო რიგვავასა და დათუნაიშვილის შორეული დარტყმებიც. 34-ე წუთზე, საჯარიმოს ხაზიდან ბაბუნაშვილის დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა დაიმორჩილა. 37-ე წუთზე, სტუმართა კარიდან 25 მეტრის მოშორებით ჯარიმა დაინიშნა, საიდანაც გრიგალაშვილმა პირდაპირ კარში დაარტყა, ბურთს ჯერ კვასხვაძემ გაჰკრა ხელი, შემდეგ კი ხარიხამ აისხლიტა იგი. 42-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან სტანდარტი საჯარიმოში გრიგალაშვილმა ჩააწოდა, სადაც ოპონენტთან ორთაბრძოლა ბერიაშვილმა მოიგო, მაგრამ თავით ბურთი მცირე მანძილით ააცილა კარს. შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ.
მეორე ტაიმში თამაში ძირითადად გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. უფრო ხშირად კი მასპინძლები აწუხებდნენ მეტოქის დაცვას. 50-ე წუთზე, გრიგალაშვილი შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მცველთან კონტაქტის შემდეგ მიწაზე დაეცა, მსაჯმა ამჯერადაც თამაშის გაგრძელებისკენ მოუწოდა ფეხბურთელებს. 58-ე წუთზე, ტორპედოელებმა სწრაფად განავითარეს შეტევა, კუხიანიძემ ოსტატურად გადააწოდა გრიგალაშვილს ბურთი, რომელიც კვასხვაძემ მასზე გვერდის ავლისას წააქცია და არბიტრმაც ნიშნულისკენ მიუთითა. გიორგი კუხიანიძის პირველ ცდაზე ზუსტად შესრულებული პენალტი ერთ-ერთი ტორპედოელის საჯარიმოში აკრძალულ დროს შესვლის გამო არ ჩაითვალა, თუმცა „კუხი“ არც მეორე ცდაზე შეცდა და ბურთი ლამაზად ჩასვა მაღალ კუთხეში - 1:0. გაშვებულმა გოლმა ზემო იმერლები გააქტიურა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე მათ საქმე ვერ მიიყვანეს. ბოლო წუთებში დაძაბულობამ იმატა, რასაც ფეხბურთელთა ბარათით გაფრთხილებებიც მოჰყვა. საბოლოოდ, იმერული დერბი ქუთაისელთა სასარგებლოდ ანგარიშით 1:0 დასრულდა. |
|
XXIX ტური |
27.04.2013 |
18:00 |
ტორპედო |
 |
1:0 |
 |
ზესტაფონი |
 |
| XXVIII ტური | | 19.04.2013 16:00 |
 |
ჩიხურა |
1:1 |
ტორპედო |
 |
| 1:1 ნიკო კვასხვაძე 73' |
0:1 გიორგი ბერიაშვილი 65' |
| მატჩის შესახებ |
მოგეხსენებათ, გია გეგუჩაძის გუნდი ზედიზედ მეორე მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდებოდა. არახალია, რომ ჩვენს გუნდს ტრავმის გამო გიორგი ონიანი და ვალერი ბოლქვაძე გამოაკლდნენ. რაც შეეხება საჩხერელებს, მათ რიგებს ის ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, რომლებმაც წინა მატჩები სხვადასხვა მიზეზის გამო გამოტოვეს. დღევანდელი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე თამაშის პირველი ტაიმი უშეღავათო ორთაბრძოლებში მიმდინარეობდა, თუმცა საგოლე მომენტების დეფიციტი იყო. მე-20 წუთზე, „ტორპედომ“ მეტოქის კარი აიღო, მაგრამ მსაჯმა ბერიაშვილის მხრიდან მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა და გოლიც გააუქმა, რასაც ტორპედოელთა უშედეგო პროტესტი მოჰყვა... აქამდე კი მიგინეიშვილმა კვასხვაძის ძლიერი დარტყმით ბურთი კუთხურზე მოიგერია. ახლო მანძილიდან დაწინაურების კარგი შანსი გააფუჭა დეკანოიძემ. რამდენიმე ნახევარმომენტი ქუთაისელებსაც ჰქონდათ, მაგრამ კარში დარტყმით ისინი არ დასრულდა და ტაიმიც უგოლოდ გაილია.
მეორე ნახევარმა კი მოლოდინი სრულად გაამართლა. ტერიტორიულთან ერთად „ტორპედო“ სხვა სათამაშო კომპონენტებშიც დაეუფლა უპირატესობას. 54-ე წუთზე, დეკანოიძის მიერ სახიფათო თავური დარტყმით ბურთი მიგინეიშვილმა გამოაგდო. 58-ე წუთზე, მარცხენა მხრიდან ბერიაშვილის ჩაწოდებით ბურთი გრიგალაშვილმა გონივრულად გაატარა ფეხებს შორის, რის შემდეგაც შეცვლაზე შესული საბანაძე შესანიშნავი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ მასპინძლები გაშვებული გოლისგან კაშიამ გადაარჩინა. 65-ე წუთზე, საბანაძის პასით მეტოქის მეურვეობის ქვეშ მყოფი გიორგი ბერიაშვილი ბურთიანად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მარცხენა ფეხით განხორციელებული ზუსტი დარტყმით ეროვნულ ჩემპიონატში თავისი მე-9 გოლი გაიტანა - 0:1. სტუმრებმა იერიშები ამის შემდეგაც გააგრძელეს, მაგრამ გოლი პირიქით „ჩიხურამ“ გაიტანა, 73-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან დეკანოიძის გაკეთებულ გადაცემას საჯარიმოს ხაზთან მყოფი ნიკო კვასხვაძე გამოეხმაურა და ბურთს საგოლედ დაუხვედრა ფეხი - 1:1. დარჩენილ წუთებში ისევ „ტორპედო“ აქტიურობდა. გიგაურის დარტყმით კარში მიმავალ ბურთს კიდევ ერთხელ გადაეღობა მცველი და განმუხტა სიტუაცია. საბოლოოდ, არბიტრ ვადაჭკორიას საფინალო სასტვენმა იმერულ დერბიში ფრე 1:1 დააფიქსირა, რითაც „ტორპედომ“ ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ წაუგებელი მატჩების რაოდენობა 12-მდე გაზარდა(7 მოგება და 5 ფრე). |
|
XXVIII ტური |
19.04.2013 |
16:00 |
ჩიხურა |
 |
1:1 |
 |
ტორპედო |
 |
| XXVII ტური | | 14.04.2013 18:00 |
 |
ტორპედო |
2:0 |
ზუგდიდი |
 |
| 1:0 ბექა ტუღუში 17', 2:0 ელგუჯა გრიგალაშვილი 90+3' |
|
| მატჩის შესახებ |
დღევანდელი მატჩის დაწყებამდე, მოედანზე გამოსვლისას ზუგდიდელ ფეხბურთელებს გიორგი ონიანისა და ვალერი ბოლქვაძის მხარდასაჭერად სპეციალურად დამზადებული მაისურები ეცვათ, ხოლო ტორპედოელები მათი ტრავმირებული თანაგუნდელების მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი.
თამაში როგორც მოსალოდნელი იყო, „ტორპედოს“ უპირატესობით წარიმართა. მე-5 წუთზე, ბერიაშვილი მეტოქის საჯარიმოს ხაზზე იდგა, როცა მისგან მარცხნივ ტუღუში მონახა, რომლის მახვილი კუთხიდან დარტყმულმა ბურთმა კარს ზემოდან ჩაუარა. მე-17 წუთზე, ქუთაისელებმა ანგარიში გახსნეს, მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ბექა ტუღუშმა სტუმარ მცველებთან ჭიდილში ბურთის კარისკენ გასაძვრენად თავისუფალი ადგილი შენიშნა და დაახლოებით 25 მეტრიდან ტექნიკური დარტყმით ზუგდიდელთა მეკარეს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა - 1:0.
22-ე წუთზე, გრიგალაშვილმა მეტოქის შეცდომით ისარგებლა და მარცხენა მხრიდან საჯარიმოს შუაგულიდან კარის მიმართულებით მოძრავ ბერიაშვილს გაუკეთა პასი, გიორგიმ ოპონენტების მოტყუება გადაწყვიტა და შემდეგ დაარტყა, თუმცა ბურთი მცველმა არ გაუშვა. 24-ე წუთზე კი ზუგდიდელ ფეხბურთელებს გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ მათ მიგინეიშვილმა არ დაანება, რომელმაც მასთან პირისპირ გასულ გაბედავას მოუგერია ბურთი. პირველი ტაიმის დარჩენილ წუთებში გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. ჯერ ბერიაშვილი შეიჭრა მეტოქე გუნდის საჯარიმოში, სადაც დარტყმა ოდნავ დააგვიანა და მცველი ჩაუხტა ფეხებში. შემდეგ კი სიხარულიას ხელსაყრელი პოზიციიდან კარში გაგზავნილი ბურთი „ტორპედოს“ კაპიტანმა გააუვნებელყო. ტაიმიც დასრულდა.
მეორე ორმოცდახუთ წუთში „ტორპედოს“, როგორც მთელი თამაშის განმავლობაში, თამაშის სადავეები ერთი წუთითაც არ გაუშვია ხელიდან. შექმნილი საგოლე მომენტების აბსოლუტური უმრავლესობა სტუმართა კართან იყო. გატანასთან ახლოს ორჯერ დათუნაიშვილი, კუხიანიძე და ფანცულაია იყვნენ, რომელთა დარტყმები მცირედიდ არაზუსტი აღმოჩნდა. 77-ე წუთზე, გრიგალაშვილის ქუსლით გაკეთებული გადაცემით ბერიაშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა, გიორგის მას ბურთს თავს ზემოთ უგდებდა, მაგრამ კიპერმა ჩანაფიქრი გამოიცნო და ბურთი მოიგერია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე კი „ტორპედომ“ მეორედაც მოახერხა „ზუგდიდის“ კარის დალაშქვრა, მარცხენა მხრიდან ტაბატაძის აქტიურობით ბურთი გიგაურს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში მყოფ ელგუჯა გრიგალაშვილს გადააწოდა ბურთი, რომელიც ორ მცველს გაექცა და გამოზომილი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0. |
|
XXVII ტური |
14.04.2013 |
18:00 |
ტორპედო |
 |
2:0 |
 |
ზუგდიდი |
 |
| XXVI ტური | | 06.04.2013 16:00 |
 |
დილა |
1:2 |
ტორპედო |
 |
| 1:2 ირაკლი მოდებაძე 87' |
0:1, 0:2 გიორგი ბერიაშვილი 3', 4' |
| მატჩის შესახებ |
დღევანდელ შეხვედრას 4 000-მდე გულშემატკივარი დაესწრო, რომელთა შორის „ტორპედოს“ ქომაგებიც იყვნენ. მატჩის დასაწყისში „ტორპედომ“ ენერგიულად შეუტია, რამაც შედეგი გამოიღო. მე-3 წუთზე, მიგინეიშვილიდან დაწყებული იერიში კუხიანიძის საგოლე პასითა და გიორგი ბერიაშვილის სწრაფი გოლით დასრულდა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მეკარე მოატყუა და ზუსტადაც დაარტყა - 0:1. ერთი წუთიც არ იყო გასული, როცა „ტორპედოს“ მე-9 ნომერმა დუბლიც შეასრულა, მასპინძელი მცველის მოგერიებული ბურთი გრიგალაშვილს მოხვდა და გიორგი ბერიაშვილს მიუვიდა, რომელიც კვლავ შეყრილაძესთან პირისპირ დარჩა, მან ამჯერადაც უნაკლოდ გამოიყენა გატანის ეს შანსი - 0:2. გორელები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ და მე-6 და მე-10 წუთებზე, მიგინეიშვილმა ჯერ ჟუნიორის დარტყმული ბურთი აიღო, შემდეგ კი კახელიშვილს მოუგერია ფეხით. ამის შემდეგ თამაშის სადავეები „ტორპედოს“ ჰქონდა აღებული. 35-ე წუთზე, ტორპედოელები სხვაობის გაზრდასთანაც ძალზედ ახლოს იყვნენ, ჯარიმიდან ბურთის ჩაწოდებით ონიანმა დაარტყა თავი და „დილა“ მეკარემ გადაარჩინა. იმავე წუთზე, მოწოდებული კუთხურის შემდეგ ჭელიძის თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა. პირველი ნახევარიც გია გეგუჩაძის გუნდმა 2:0 მოიგო.
„ტორპედოს“ უპირატესობა მეორე ტაიმშიც შესამჩნევი იყო, განსაკუთრებით კარგად კი დაცვასა და ნახევარდაცვაში გამწესებული ფეხბურთელები ირჯებოდნენ. ტაიმის პირველი სახიფათო დარტყმები „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა შეასრულეს, დოლიძის მიერ საჯარიმოს გარედან კარში გაგზავნილს ბურთს მეკარე დაუეფლა, რამდენიმე წუთში კი დათუნაიშვილი დაემუქრა შიდა ქართლელთა კარს, თუმცა ბურთმა კარს ზემოთ ჩაუარა. 65-ე წუთზე, „დილას“ მისთვის ყველაზე რეალური საგოლე შანსი მიეცა, თუმცა მოდებაძემ გატანის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა და სამიოდე მეტრიდან ბურთი კარს ვერ დაუმიზნა. 82-ე წუთზე, ტაბატაძის პასით ბერიაშვილი კიდევ ერთხელ გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ამჯერად მას კარის აღებაში ხელი მეტოქემ შეუშალა. 87-ე წუთზე, ანგარიშში სხვაობა შემცირდა, ჯარიმის გათამაშების შემდეგ გოგუას დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა, დამატებაზე ირაკლი მოდებაძემ ითამაშა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 1:2. ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით ქუთათურები მე-3 საპრიზო ადგილს დაუბრუნდნენ. |
|
XXVI ტური |
06.04.2013 |
16:00 |
დილა |
 |
1:2 |
 |
ტორპედო |
 |
| XXV ტური | | 30.03.2013 18:00 |
 |
ტორპედო |
1:1 |
დინამო (თბ) |
 |
| 1:0 გიორგი ბერიაშვილი 28' |
1:1 ფრანჩისკო მუნიოსი 43' |
| მატჩის შესახებ |
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრამ ქუთაისში დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ტრიბუნებზე დამსწრე 9 000-მდე გულშემატკივარში აისახა, რომლებიც შეუჩერებლად და გულმხურვალედ ქომაგობდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს. ამას ემატებოდა საფეხბურთო ამინდი, მინდვრის იდეალური მდგომარეობა და ფეხბურთელებს ყველა პირობა ჰქონდათ, რათა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოეჩინათ.
მატჩის საწყისი წუთები მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ტორპედოელები მრავლსვლიანი კომბინაციებით ამზადებდნენ იერიშებს. მე-11 წუთზე, გურულის მიერ მარცხენა მხრიდან მაღალი ტრაექტორიით დარტყმული ბურთი ლორიამ გადააგდო კუთხურზე. 27-ე წუთზე, დვალმა კუთხურის შემდეგ თავით არაზუსტად დაარტყა. 28-ე წუთზე კი ქუთაისელებმა გოლით გაიხარეს - ცენტრიდან მეტოქის ნახევრის შუაში გაკეთებული გადაცემის შემდეგ გიორგი ბერიაშვილმა უსტარიცს ჩინებულად მოპარა ბურთი და ლორიასთან პირისპირ გასულმა მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ოსტატურად მოათავსა - 1:0. ოთხ წუთში მარჯვენა მხრიდან დოლიძის პასით მეტოქის საჯარიმოს ხაზზე მყოფი საბანაძის დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. 43-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა, მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებით ფრანჩისკო მუნიოსმა მოახერხა თავური დარტყმით წონასწორობის აღდგენა - 1:1. ტაიმის დასრულებამდე ანგარიშის შეცვლა უფრო „დინამოს“ შეეძლო, მაგრამ სტუმართა ფეხბურთელების მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო.
მეორე ტაიმში დაძაბულობასთან ერთად თამაშის ტემპმაც იმატა. 46-ე წუთზე, ახლო მანძილიდან დვალის დარტყმის შემდეგ მიგინეიშვილმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და კუთხურზე მოიგერია ბურთი. 56-ე წუთზე, ბერიაშვილის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმული თავური სუსტი იყო და ბურთს ლორია დაეუფლა. გია გეგუჩაძის გუნდი მოწინააღმდეგეზე მეტად აქტიურობდა და ცენტრშიც დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ თბილისელთა საჯარიმოსთან მიახლოვებულს ერთი ნაბიჯიღა აკლდებოდათ შეტევის ნაყოფიერად დასასრულებლად. ბოლო ნახევარ საათში გატანასთან ახლოს „დინამოს“ საუკეთესო ბომბარდირი ჩისკო იყო, რომელმაც ჯერ ხარიხას მოარტყა ბურთი, შემდეგ კი მცირე მანძილით ააცილა კარს.
ყურადღების ეპიცენტრში მოექცა მატჩის 88-ე წუთი, როცა საბანაძის მიერ ბრძოლაში გაკეთებული პასით ტუღუში აღმოჩნდა ლორიასთან ერთი-ერთზე, ბექამ მოატყუა ეს უკანასკნელი და მისი ზუსტი დარტყმით ბურთი კარში უნდა შესულიყო, რომ არა შაშიაშვილის ხელით თამაში, თუმცა არბიტრმა ოთარ ხეცაძემ ყველასგან დანახული მომენტი ვერ დაინახა და „დინამოს“ კარში პენალტი არ დანიშნა. დარჩენილი წუთები „ტორპედომ“ შეტევაში კი გაატარა, მაგრამ საბოლოოდ, არაფერი შეიცვალა, ფრე - 1:1. |
|
XXV ტური |
30.03.2013 |
18:00 |
ტორპედო |
 |
1:1 |
 |
დინამო (თბ) |
 |
| XXIV ტური | | 17.03.2013 15:00 |
 |
ზესტაფონი |
0:0 |
ტორპედო |
 |
|
|
| მატჩის შესახებ |
ყოველთვის პრინციპული ხასიათით გამორჩეული იმერული დერბი, რასაკვირველია, ამჯერადაც დიდ ინტერესს იწვევდა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ტრიბუნებზე მატჩს 3000-მდე მაყურებელი ესწრებოდა, მათ შორის „ტორპედოს“ 300-მდე გულშემატკივარიც იყო, რომლებიც გადაუღებელი წვიმის მიუხედავად შეუსვენებლად ქომაგობდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს.
ნალექიანი ამინდის გამო თამაში მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა, წყლის გუბეეებით სავსე მოედანზე ბურთის გორება სერიოზულად ჭირდა, რამაც მართალია, სანახაობრივ მხარეს დაღი დაასვა, თუმცა შეხვედრას დაძაბულობა მაინც არ მოკლებია.
მატჩის საწყისი წუთები მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა 20 წუთის შემდეგ პირველ ტაიმისთვის განკუთვნილ დროში თამაში თანაბარ ორთაბრძოლებში გაგრძელდა. პირველ ნახევარში საგოლე მომენტები არც ისე ხშირი იყო. ზესტაფონელთაგან აფრიკელი დემელი აქტიურობდა, მაგრამ მიგინეიშვილს მან ვერც ერთხელ ვერ აჯობა. „ტორპედოს“ შექნილი მომენტებიდან კი გამოსარჩევი იყო, 28-ე წუთზე, ტუღუშის სახიფათო დარტყმა, ბურთი კვასხვაძემ მოიგერია კუთხურზე. 35-ე წუთზე, კარის გასწვრივ ბერიაშვილის პასით დათუნაიშვილი ვერ შეეხო ბურთს, არა და ოდნავ რომ გამართლებოდა გიორგის, გოლი გარდაუვალი იქნებოდა.
მეორე ტაიმიც გუნდებმა ორმხრივ იერიშებში გაატარეს. ერთიანობაში მოწოდების სიმაღლეზე იყო ქუთაისელთა მეკარე, მიგინეიშვილმა 3-ჯერ სათანადო რეაქცია გამოავლინა და მეტოქის ფეხბურთელებს არ გაატანინა. ტორპედოელთა(ტუღუშის, გრიგალაშვილისა და ფანცულაიას) დარტყმები კი ძირითადად მიზანს სცდებოდა. საბოლოოდ, დღევანდელი დერბი გოლის გარეშე, ლოგიკური შედეგით, ანგარიშით 0:0 დასრულდა. |
|
XXIV ტური |
17.03.2013 |
15:00 |
ზესტაფონი |
 |
0:0 |
 |
ტორპედო |
 |
| XXIII ტური | | 09.03.2013 18:00 |
 |
ტორპედო |
0:0 |
ჩიხურა |
 |
|
|
| მატჩის შესახებ |
იმერული პაექრობის პირველი ტაიმი „ტორპედოს“ ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. აღნიშნულ მონაკვეთში გამოსარჩევი იყო შემდეგი საგოლე მომენტები: მე-7 წუთზე, საჯაიას ძლიერი დარტყმით ბურთი მიგინეიშვილმა ნახტომში მოიგერია კუთხურზე. 28-ე წუთზე, დოლიძე-საბანაძე-ტუღუშის კომბინაცია, საპენალტოსგან ოდნავ მოშორებით მყოფი ბექას დარტყმით დასრულდა, ბურთმა მარჯვნიდან ჩაუარა კარს. 30-ე წუთზე, მატჩის ერთ-ერთმა აქტიურმა ფეხბურთელმა, ბერიაშვილმა კარგად დაამუშავა ბურთი, დრიბლინგისა და ოპონენტის ჩამოშორების შემდეგ გიორგის მარცხენა ფეხით დარტყმული ბურთი ზედმეტად მაღალი ტრაექტორიით წავიდა კარისკენ.
თამაშის დასკვნით ტაიმში ქუთაისელთა უპირატესობა უფრო მეტად გამოიკვეთა - „ჩიხურა“ კი მეტწილად, თერთმეტივე მოთამაშით კარის დაცვაზე ზრუნავდა. 48-ე წუთზე, კუხიანიძის გადაცემით დოლიძემ კარის გასწვრივ შეაგდო ბურთი, იქ ოდიკაძემ ითამაშა და იგი კარისკენ გადაამისამართა, მაგრამ სომხიშვილის გამოვლენილი რეაქციით სტუმრები ავტოგოლს გადაურჩნენ. 52-ე წუთზე, დოლიძის მიერ „სტანდარტიდან“ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ბერიაშვილმა დაჰკრა თავი, საჩხერელეთა მეკარემ ამჯერადაც იხსნა საკუთარი კარი. 65-ე წუთზე, ენერგიულმა დოლიძემ დაახლოებით 40 მეტრიდან მეკარის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ ოდნავ არ გაუმართლა. 74-ე წუთზე, დღევანდელ შეხვედრაში გამორჩეული ტაბატაძე 30 მეტრიდან დაემუქრა სტუმართა კარს, სომხიშვილმა ვაჟას მარცხენა ფეხით ძლიერად დარტყმული ბურთი გამოაგდო, მაგრამ დამატებაზე არცერთი ტორპედოელი არ აღმოჩნდა. 86-ე წუთზე, მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი გაგა ჩხეტიანს უჩვენა და მოედანი დაატოვებინა. ჩვენი გუნდის აქტიური მცდელობა დარჩენილ დროშიც ბევრი იყო, მაგრამ მთავარი - გოლი, ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ვერ იხილეს, ფრე 0:0. |
|
XXIII ტური |
09.03.2013 |
18:00 |
ტორპედო |
 |
0:0 |
 |
ჩიხურა |
 |
| XXII ტური | | 23.12.2012 14:00 |
 |
ტორპედო |
4:1 |
სიონი |
 |
| 1:0 გიორგი კუხიანიძე(პენ) 14', 2:0 ნიკა საბანაძე 22', 3:1 ელგუჯა გრიგალაშვილი 57', 4:1 გიორგი ბერიაშვილი 87' |
2:1 გიორგი ჭანკოტაძე 53' |
| მატჩის შესახებ |
უმაღლეს ლიგაში დებიუტანტი სირიელი არბიტრის გაძღოლით „ცენტრალურისთვის“ უჩვეულო დროს დაწყებული მატჩი, რომელზეც დასწრება უფასო იყო, ერთობ საინტერესო, „გახსნილი“ და სანახაობრივი გამოდგა. „ტორპედო“ დასაწყისიდანვე ცდილობდა უპირატესობისა და თამაშის სადავეების მოპოვებას. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ თამაშში ჩვენს გუნდს გამოჯანმრთელებული გრიგოლ დოლიძეც ეხმარებოდა. ტრავმის გამო კი ამჯერად იმერლებს გიორგი დათუნაიშვილი აკლდათ.
თამაში სახიფათო მომენტებით იმდენად დახუნძლული იყო, რომ ადეკვატური იქნება თუ მხოლოდ გამორჩეულებს ავღწერთ...
3’ - გრიგალაშვილის ძლიერი დარტყმით ბურთმა ხარიხა შეაზანზარა.
14’ - მარჯვენა ფლანგიდან დოლიძემ ჩააწოდა ბურთი, რომელიც სტუმართა საჯარიმოში მყოფმა ჯოჯუამ ხელით გააჩერა და მსაჯმაც დაუყონებლივ დააჯარიმა იგი. პენალტიდან ბურთი გიორგი კუხიანიძემ ისე ძლიერად გაუშვა მახვილ კუთხეში, ძნელი სავარაუდოა, რომ დარტყმის მომენტში კარის შუაში მდგომ რომელიმე მეკარეს მისი მოგერიება შეძლებოდა.
19’ - ჭანკოტაძემ „ტორპედოს“ კართან ახლოს მკერდით გააჩერა ბურთი, კარშიც დაარტყა და გურულმა განმუხტა სიტუაცია.
22’ - მარჯვენა ფლანგიდან ბერიაშვილის ჩაწოდებული ბურთი ხარიხას შეეხო და საპირისპირო ფლანგზე აღმოჩნდა, სადაც კუხიანიძემ გააჩერა იგი და საჯარიმოს ნიშნულის რკალში მყოფი დოლიძე მონახა, ამ უკანასკნელმა ერთშეხებაში დაუგდო გიგაურს, რომელმაც პირდაპირ სტყორცნა და კვლავ ხარიხამ „ივარგა“, იქედან ასხლეტილი ბურთი ბერიაშვილმა შეიგდო კარისკენ დარტყმის შემდეგ მეტოქე მცველმა ბურთს ნიკა საბანაძისკენ შეუცვალა მიმართულება, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში თავისი მე-10 გოლი იოლად გაიტანა - 2:0.
25’ - ისიანი დაახლოებით 35 მეტრიდან თავზე უგდებდა მიგინეიშვილს, ბურთმა ხარიხას გავლით დატოვა მოედანი.
30’ - გ.ოქროპირიძის თავური დარტყმით ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია, დამატებაზე კი ჭანკოტაძემ ითამაშა თავით და კარს ააცილა.
34’ - ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ბერიაშვილი მარცხენა მახვილი კუთხიდან ორ მცველს გასცდა და გრიგალაშვილს უპასა, რომელმაც ახლო მანძილიდან ვერ დაუმიზნა კარს.
42’ - დოლიძის კარგი პასით ბერიაშვილმა ბურთი კარგად დაამუშავა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ „ბეროს“ დარტყმისას არ გაუმართლა. ტაიმი ლოგიკური შედეგით(2:0) დასრულდა.
მეორე ნახევარში გუნდების კლასში სხვაობა „ტორპედოს“ სასარგებლოდ კვლავ შესამჩნევი იყო.
48’ - ხურციძე კარში დასარტყმელად ძალიან კარგ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ ცუდად დაჰკრა ბურთს და კარს ააცილა.
53’ - სიონელმა ფეხბურთელმა „ტორპედოს“ საჯარიმოსთან მოიპოვა ბურთი და საჯარიმოში შესულმა გიორგი ჭანკოტაძემ ზუსტად დაარტყა კარში - 2:1.
57’ - „ტორპედომ“ ბევრი არ დაახანა სტატუს-კვოს აღსადგენად, საჯარიმოს გარეთა მარცხენა მახვილი კუთხიდან ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმული ბურთი ბობღიაშვილმა უხერხულად მოიგერია და კარში აღმოჩნდა იგი - 3:1.
ამის შემდეგ „სიონმაც“ მოუხშირა შეტევებს. მიგინეიშვილმა ჯერ საჯარიმო დარტყმით ბურთი კუთხურზე გადააგდო, შემდეგ კი ისიანს აუღო.
84’ - გრიგალაშვილმა მახვილგონივრული პასი გაუკეთა შერგელაშვილს, რომელმაც კარის წინ მდგარ ფანცულაიას გადააწოდა ბურთი, გიორგიმ დაარტყა და მეკარემ მოუგერია.
87’ - „ტორპედოდან“ წლის ბოლო გოლი გიორგი ბერიაშვილის ანგარიშზეა, მან ფანცულაიას გადაცემა შეირგო, მეკარესთან პირისპირ გასულმა მცველთან ჭიდილში დარტყმა მოახერხა და 4:1. მატჩის დარჩენილი წუთებიც გაილია და „ტორპედომ“ 2012 წელი დიდი ანგარიშით მოგებით(4:1) და მე-3 საფეხურზე დაასრულა. |
|
XXII ტური |
23.12.2012 |
14:00 |
ტორპედო |
 |
4:1 |
 |
სიონი |
 |
| XXI ტური | | 19.12.2012 14:00 |
 |
ჩიხურა |
0:0 |
ტორპედო |
 |
|
|
| მატჩის შესახებ |
ზემო იმერეთში დერბს დიდი ინტერესით შეხვდნენ. საჩხერელ გულშემატკივრებთან ერთად სტადიონის მხოლოდ ცალ მხარეს არსებული ტრიბუნები „ტორპედოს“ არც თუ ისე მცირერიცხოვანმა ქომაგებმაც შეავსეს. უნდა აღინიშნოს, ივანწმინდის საფეხბურთო მოედნის საფარი, რომელიც წვიმის შედეგად ისეთი სახეშეცვლილი გახლდათ, რომ ნამდვილად არ იყო დღევანდელი ტურის ცენტრალური მატჩის გასამართი ადგილისთვის შესაფერისი, თუმცა ჩვენს ქვეყანაში იქაურობა ერთადერთი გამონაკლისი ჯერჯერობით როდია...
მატჩი მოლიდინისამებრ, დაძაბულად, ორმხრივ შეტევებსა და გულშემატკივართა შეძახილებში მიმდინარეობდა.
10’ - ლომაშვილმა შორიდან გაუშვა ბურთი „ტორპედოს“ კარისკენ, მომენტს ხიფათი არ მოჰყოლია.
14’ - მატჩის განმავლობაში სტუმართა ყველაზე რეალური მომენტი იმ დროს შეიქმნა, როცა დათუნაიშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა „გიგუშამ“ მეკარეს გაარტყა ბურთი.
16’ - მარცხენა მხრიდან საჩხერელთა მოწოდებული კუთხურიდან ახლო ძელთან ბურთს ბერიანიძე დახვდა და არაზუსტად დაარტყა.
23’ - მარჯვენა მხრიდან ტაბატაძემ კარგად ითამაშა და მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, იქ „მეორე სართულზე“ ორთაბრძოლა ტუღუშმა მოიგო და კარში თავით გადაგზავნა იგი, მეკარე მწყერაშვილმა დამაჯერებლად იმოქმედა.
35’ - მასპინძელთა მცველმა მისივე საჯარიმოს გარედან მეკარეს თავით სუსტად დაუგდო ბურთი, დათუნაიშვილმა მეტოქის ეს ჩანაფიქრი „წაიკითხა“ და გოლის გასატანად გასწია, საჯარიმოში შესულმა ბურთს დაარტყა და იმავდროულად წინ გამოსულ მეკარეს შეეჯახა, ამ უკანასკნელმა დარტყმის შემდეგ კარი „მშრალად“ შეინახა, თუმცა კი არბიტრმა ჩვენი გუნდის ფეხბურთელი დააჯარიმა. დათუნაიშვილმა ამ ეპიზოდში მუხლის ტრავმა მიიღო, რომელიც, სამწუხაროდ, სერიოზული აღმოჩნდა. იგი საკაცით გაიყვანეს მოედნიდან, რის შემდეგაც მის ნაცვლად კუხიანიძე ჩაერთო თამაშში.
37’ - კვასხვაძის ძლიერი დარტყმით ბურთი მიგინეიშვილმა დაიმორჩილა.
40’ - ბერიაშვილმა მეტოქის საჯარიმოს წვეროდან დაარტყა ბურთს, რომელმაც მწყერაშვილის კარის „ცხრიანს“ ოდნავ ჩაუარა.
45’ - დეკანოიძის დარტყმით ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია მუშტებით. ტაიმიც 0:0 დასრულდა.
მეორე ნახევრის პროლოგი ტორპედოელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა.
49’ - ლომაშვილის არაზუსტ დარტყმას, კირკიტაძის ასეთივე თავური მოჰყვა.
55’ - შორი მანძილიდან გრიგალაშვილს დარტყმა არ გამოუვიდა.
62’ - კვასხვაძემ კიდევ ერთხელ მოსინჯა მიგინეიშვილის მზადყოფნა, „ტორპედოს“ კაპიტანი არც ამჯერად შემცდარა.
72’ - ჩხეტიანის პასით ლომაშვილმა სირბილისას დაარტყა კარში, თუმცა ოდნავ ააცილა მიზანს.
77’ - კირკიტაძის პასით „ტორპედოს“ საჯარიმოში კვასხვაძემ გაიჩერა ბურთი და ის იყო კარშიც უნდა დაერტყა, როცა შერგელაშვილმა წესების სრული დაცვით აართვა ბურთი, მთავარმა მსაჯმა კრიჭაშვილმა მოულოდნელად თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმის ნიშნულისკენ მიუთითა, თუმცა ასისტენტ ფიფიასთან კონსულტაციის შემდეგ ეპიზოდი საბოლოოდ სწორად განსაჯა და პენალტი გააუქმა, რაც სამართლიანი და სამაგალითო გადაწყვეტილება იყო.
მატჩის ბოლო წუთებში თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახდა. დარჩენილ დროში გამოსარჩევი იყო „ჩიხურას“ ორი მომენტი.
87’ – „ტორპედოს“ საჯარიმოს გარედან დარტყმისას კირკიტაძეს უმტყუნა სიზუსტემ.
88’ - მარცხენა მახვილი კუთხიდან ქუთაისელთა კართან მიახლოვებულმა ჩხეტიანმა დარტყმაც შეძლო, ბურთი ხარიხამ გამოაგდო.
საბოლოოდ, დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებული არ გამოვლინდა და თამაში ნულოვანი ფრით დასრულდა, რის შემდეგაც ორივე გუნდის ფეხბურთელებმა თავიანთი გულშემატკივრები ერთგული მხარდაჭერისთვის ტაშით გააცილეს სტადიონიდან.
|
|
XXI ტური |
19.12.2012 |
14:00 |
ჩიხურა |
 |
0:0 |
 |
ტორპედო |
 |
| XX ტური | | 15.12.2012 16:00 |
 |
ტორპედო |
2:0 |
ვიტ ჯორჯია |
 |
| 1:0 გიორგი ბერიაშვილი 27', 2:0 ბექა ტუღუში(პენ) 29' |
|
| მატჩის შესახებ |
მატჩის საწყისი წუთები საშუალო ტემპში და ჩვეულებისამებრ, ბურთთან ქუთაისელთა დომინირებით წარიმართა.
12’ - მატჩის პირველი ნახევარმომენტი კორიფაძემ შექმნა, მისი შორი მანძილიდან დარტყმით ბურთი კარს ზემოდან ასცდა.
20’ - მარჯვენა მხრიდან ჩაწოდებით მეკარის ხაზთან მყოფმა ადამაძემ შეძლო თავით დარტყმა, ამჯერადაც ბურთი ზედმეტად მაღალი ტრაექტორიით წავიდა კარისკენ.
ამის შემდეგ „ტორპედომაც“ დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა და 2-წუთიან მონაკვეთში სტუმრები 2 გოლით „დაასაჩუქრა“.
27’ - მარცხენა მხრიდან ტაბატაძის ჩაწოდებული ბურთი საბანაძემ მკერდით გიორგი ბერიაშვილს დაუგდო, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან ძლიერი დარტყმით აიღო „ვიტ ჯორჯიას“ კარი - 1:0.
29’ – „ტორპედოს“ ხანგრძლივი შეტევის შემდეგ ბურთი თბილისელებმა დაისაკუთრეს, თუმცა მათივე საჯარიმოს მისადგომებთან რიგვავას ძალისხმევით დაკარგეს, რის შემდეგაც ბერიაშვილმა იაქტიურა და პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად ბექა ტუღუშმა უნაკლო შესრულებით გარდასახა - 2:0. პირველი ტაიმი ტორპედოელებმა ასეთი ანგარიშით მოიგეს.
55’ - მარჯვენა მხრიდან მეტოქის საჯარიმოში შესულმა კუხიანიძემ დაარტყა კარისკენ, ბურთს დაუშვილი დაეუფლა.
65’ - სტუმრებმა მათთვის ყველაზე რეალური საგოლე მომენტი „ქარს გაატანეს“, მარჯვენა მხრიდან ღიბრაძის დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა კარის მარცხენა ძელის სიახლოვეს მყოფი ჯავაშვილის მისამართით მოიგერია, რომელმაც, ფაქტობრივად, დაუცველ კარს ვერ დაუმიზნა.
67’ - ვასაძის დარტყმა საჯარიმოს გარედან არაზუსტი იყო.
თამაში კვლავ „ტორპედოს“ კონტროლით გაგრძელდა, თუმცა ჩვენი გუნდის მცდელობებმა მეტჯერ შედეგი ვეღარ გამოიღო.
დარჩენილ დროში მოედანზე განვითარებული მოვლენებიდან ფრიად, აღსანიშნავია, ვახტანგ კვარაცხელიას დაბრუნება, რასაც გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ. "კვარა" წელიწადნახევრიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დღევანდელ მატჩში შეცვლაზე შევიდა და ბოლო 10 წუთი დაჰყო.
საბოლოოდ, ქუთათურებმა მშვიდად და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს მატჩი, 6-წლიანი დაგვიანების შემდეგ „ვიტ ჯორჯია“ ქუთაისში პირველად დაამარცხეს(2:0) და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მიითვალეს. |
|
XX ტური |
15.12.2012 |
16:00 |
ტორპედო |
 |
2:0 |
 |
ვიტ ჯორჯია |
 |
| XIX ტური | | 08.12.2012 14:00 |
 |
დილა |
0:1 |
ტორპედო |
 |
|
0:1 ნიკა საბანაძე 83' |
| მატჩის შესახებ |
მატჩი ლამაზ საფეხბურთო ატმოსფეროში, სწრაფ ტემპში და საინტერესოდ მიმდინარეობდა. „ტორპედოს“ მხარდასაჭერად ქუთაისიდან 80-მდე გულშემატკივარი იყო გორში, რომლებიც მხურვალედ ქომაგობდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს.
წინა თამაშთან შედარებით „ტორპედოს“ სასტარტო შემადგენლობა იძულებითი ცვლილებების გამო სახეშეცვლილი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, დაცვის მარცხენა ფლანგზე გამწესებული ტაბატაძის უკომპლექსო, თავდაჯერებული და სასარგებლო თამაში.
4’ - ტუღუშმა საჯარიმოში შეაგდო ბურთი, რომელსაც კარის მარჯვენა კუთხესთან დათუნაიშვილი დახვდა და მეკარის ხაზთან შეაბრუნა, სადაც ორთაბრძოლაში მყოფმა საბანაძემ კარისკენ ვერ შეუცვალა ბურთს მიმართულება.
18’ - მარცხენა მხარეს დანიშნული კუთხურიდან ბურთი გრიგალაშვილმა კუხიანიძეს გადააწოდა, რომელმაც საჯარიმოში ფინტით აუარა გვერდი შაშიაშვილს და კარის გასწვრივ გააკეთა გადაცემა, რომელიც მცველებმა ჩაჭრეს, რის შემდეგაც კვლავ გრიგალაშვილმა ითამაშა ბურთზე და არაზუსტად დაარტყა კარში.
24’ - სალუქვაძემ საჯარიმოთი ბურთი მეკარის ბაქანთან ჩააწოდა, სადაც ჟუნიორმა დაარტყა თავი ბურთს, რომელიც მცირე მანძილით ასცდა კარს.
37’ - მატჩის უდავოდ გამორჩეული ფეხბურთელის გრიგალაშვილის შესრულებული საჯარიმო დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.
40’ - კვლავ გრიგალაშვილი ურტყამდა შორი მანძილიდან, ამჯერად ბურთი სკენდერმა დაიმორჩილა.
43’ - მასპინძლები ახალკაცის წაქცევისთვის პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ ეპიზოდის შესაფასებლად იდეალურ პოზიციაზე მყოფმა პირველმა დამატებითმა ასისტენტმა ნონიკაშვილმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
პირველი ტაიმი ტორპედოელთა მცირე სათამაშო უპირატესობით და უგოლოდ დასრულდა.
50’ - გორელიშვილმა საჯარიმოს რკალში მყოფ გვალიას დაუტოვა ბურთი, რომელმაც ბურთი კარს ზემოთ გაუშვა.
53’ - დათუნაიშვილის პასით გრიგალაშვილმა მასპინძლებს მარცხნიდან შეუტია, ამ ეპიზოდში „ტორპედოს“ ფეხბურთელები მეტოქესთან სამი-სამზე იყვნენ. ჩვენი გუნდის მე-19 ნომერმა კარგად გაწია ბურთი გვერდზე დაარტყა და სკენდერმა მოიგერია იგი.
60’ - ჟუნიორის პასით საჯარიმოს ხაზთან მყოფმა ონიანმა ფეხით დაარტყა ბურთს და გატანის შანსი ვერ გამოიყენა.
63’ - გიგაურმა შორი დისტანციიდან ძლიერად დაარტყა, სკენდერმა კუთხურზე შეძლო ბურთის გადაგდება.
65’ - გორელებმა გორელიშვილის თავურით გვიპასუხეს - ბურთი მიგინეიშვილმა კარის ხაზზე „გააქვავა“.
ამის შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ მათ საგოლე მომენტების დეფიციტი ჰქონდათ.
83’ - ქუთაისელთა შეტევა რიგვავამ დაიწყო, დათუნაიშვილის, ტაბატაძის, კუხიანიძისა და ტუღუშის სვლის შემდეგ ბურთი კარიდან 25 მეტრის მოშორებით მყოფმა გრიგალაშვილმა მიიღო და კარში დაჰკრა, მცირე რიკოშეტის შემდეგ ბურთი სკენდერმა ვერ შეიმაგრა ხელებში, რის შემდეგაც ნიკა საბანაძემ ფხიზლად ითამაშა, მეკარის შეცდომით ისარგებლა და დამატებაზე დალაშქრა „დილას“ კარი - 0:1.
დარჩენილ დროში მასპინძლებმა ჩვენს გუნდს პრობლემები ვეღარ შეუქმნეს. საბოლოოდ, გია გეგუჩაძის გუნდმა ქუთაისში განცდილი მარცხისთვის(0:1) რევანში აიღო და კონკურენტთან მატჩში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. |
|
XIX ტური |
08.12.2012 |
14:00 |
დილა |
 |
0:1 |
 |
ტორპედო |
 |
| XVIII ტური | | 02.12.2012 17:00 |
 |
ტორპედო |
2:1 |
კოლხეთი |
 |
| 1:1 ელგუჯა გრიგალაშვილი 32', 2:1 ნიკა საბანაძე 64' |
0:1 ომარ გოგონაია 6' |
| მატჩის შესახებ |
როინისპირული დერბი მოულოდნელად სტუმართა აქტიურობით დაიწყო.
6’ - ტორპედოელთა კარისკენ გამიზნული საჯარიმოს ჩაწოდების შემდეგ დასწრებაზე ომარ გოგონაიამ ითამაშა ფეხით და ანგარიში გახსნა - 0:1.
18’ - მასპინძლებმა პირველად „უჩხვლიტეს“ ფოთელებს, საჯარიმოს მისადგომებიდან ბერიაშვილის დარტყმით ბურთი მოედნის მიღმა „გაფრინდა“.
20’ - სწრაფი შეტევის შემდეგ მარცხენა მხრიდან მეკარესთან პირისპირ პავლიაშვილი მოექცა, დაარტყა კიდეც, მაგრამ მცირედიდ არაზუსტად.
24’ - დათუნაიშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი სტუმართა მცველს მოხვდა კარიდან ხუთიოდე მეტრის მოშორებით გრიგალაშვილს მიუვიდა, რომელსაც დარტყმაში ხელს არავინ უშლიდა, ელგუჯამ ბურთს კარისკენ შეუცვალა მიმართულება, თუმცა ააცილა და მსაჯმაც მეკარეზე თავდასხმაში დაადანაშაულა იგი.
31’ - გრიგალაშვილმა შორი დისტანციიდან დაჰკრა ბურთს ფეხი, მაგრამ გოლამდე ცოტა დააკლდა.
32’ - ამჯერად კი მან საწადელს მიაღწია, შეტევა ცენტრში კუხიანიძემ გააგრძელა და ბერიაშვილი მონახა, რომლის მარცხენა მხრიდან ჩაწოდების შემდეგ დოლიძემ ბურთი დათუნაიშვილს დაუგდო, „გიგუშას“ დარტყმულს სტუმართა მცველი გადაეყარა, გამოგდებულზე კი ელგუჯა გრიგალაშვილმა საჯარიმოს ხაზის მცირეოდენი მოშორებით გამოზომილად დაუხვედრა ბურთი ფეხი და მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში ლამაზი დარტყმით დალაშქრა კარი - 1:1.
36’ - გაბუნია-კვანტალიანის კომბინაცია პირველმა მათგანმა დაამთავრა კარისკენ დარტყმით, ბურთი კარს მარჯვნიდან ასცდა.
37’ - ბერიაშვილი კარგად გაძვრა მცველებს შორის, გაისწორა ბურთი და დარტყმის შემდეგ ოდნავ არ გაუმართლა.
44’ - შერგელაშვილი დაახლოებით 35 მეტრიდან საჯარიმო დარტყმით დაემუქრა კარს, ძლიერად დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და მოედანი დატოვა. შესვენებაზე გუნდები ყაიმით გავიდნენ(1:1).
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა მსაჯმა უწყინარ სიტუაციაში გიორგი ბერიაშვილი ყვითელი ბარათით დასაჯა, სამწუხაროდ, ამ გაუგებარი გადაწყვეტილებით ჩვენი გუნდის მე-9 ნომერი მომდევნო ტურის მატჩს გამოტოვებს.
ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. ჯერ იყო და გოგონაიამ ააცილა თავით კარს ბურთი კუთხურის შემდეგ, ერთ წუთში კი ტუღუშმა გააკეთა იგივე, ოღონდ ფეხით.
57’ - მახვილი კუთხიდან პ. დათუნაიშვილმა(იგი ტორპედოელი დათუნაიშვილის ძმაა) „მაკრატელა“ შეასრულა და ბურთი მიგინეიშვილმა გადააგდო კუთხურზე.
64’ - შერგელაშვილმა დათუნაიშვილთან გაითამაშა კედელი და მეტოქის ნახევრის სიღრმეში შეიწია, ტუღუშის გავლით ბურთი გრიგალაშვილს მიუვიდა, ელგუჯამ ცრუ მოძრაობით კარისკენ არეალი გაინთავისუფლა და საჯარიმოშიც ჩაჰკიდა, სადაც ბურთი მოედანზე 10 წუთის წინ შესულმა ნიკა საბანაძემ დაიჭირა, სიტუაციაში სწრაფად გაერკვა და ბურთს მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი - 2:1.
დარჩენილ დროში ყველაზე ახლოს მიზანთან ისევ ბოლო გოლის ავტორი საბანაძე იყო, რომელსაც მეკარესთან პირისპირ გასასვლელად ბერიაშვილმა უპასა, მაგრამ ნიკამ ბურთი მეკარეს მოარტყა. უსაქმოდ არც მიგინეიშვილი ყოფილა, „ტორპედოს“ კაპიტნის ჩვეული დამაჯერებლობა, რომ არ ფოთელები ქულას აიღებდნენ.
საბოლოოდ, „ტორპედომ“ უხერხულ მეტოქესთან წინა საშინაო(გასულ სეზონში) მატჩის მსგავსად თამაში შემოატრიალა. მსგავსება ისიც, რომ მაშინაც შეხვედრის ბოლო სიტყვა საბანაძემ თქვა. ამ გამარჯვებით ქუთათურებმა ჩემპიონატის დებულებით მე-3 საფეხურზე აინაცვლეს. |
|
XVIII ტური |
02.12.2012 |
17:00 |
ტორპედო |
 |
2:1 |
 |
კოლხეთი |
 |
| XVII ტური | | 28.11.2012 14:00 |
 |
დინამო (ბთ) |
0:2 |
ტორპედო |
 |
|
0:1 გიორგი დათუნაიშვილი 23', 0:2 ბექა ტუღუში 51' |
| მატჩის შესახებ |
ბათუმელებთან მატჩი ძალზედ საინტერესოდ, ლაღად და კომბინაციურად წარიმართა. „ჩელე არენაზე“ „ტორპედოს“ გულშემატკივართა შეძახილებით მიმდინარე შეხვედრა მდიდარი იყო საგოლე მომენტებით.
3' - საჯარიმო დარტყმა შერგელაშვილმა შეასრულა, მისი ძლიერი დარტყმით ბურთი მეკარემ მოიგერია კუთხურზე.
11' - დიასამიძე მიგინეიშვილს თავს ზემოთ უგდება ბურთს, მასპინძელთა მე-17 ნომერს სიზუსტემ ოდნავ უმტყუნა.
19' - ტუღუშმა სამ ოპონენტ ფეხბურთელს ჩინებულად აუარა გვერდი, საჯარიმოს შეღწეულმა კი დაარტყა, თუმცა ბურთი მცველს მოხვდა და კუთხური ინიშნება.
20' - რიგვავამ შორი მანძილიდან გაისწორა და კარის მიმართულებით დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.
23' - ჯარიმის შემდეგ გრიგალაშვილის ჩაწოდებით გიორგი დათუნაიშვილმა დაასწრო ყველას და ბურთი მასპინძელთა კარში თავით გადაგზავნა - 0:1.
24' - დოლიძის გადაცემას კარის გასწვრივ კარგ პოზიციაზე მყოფი გრიგალაშვილი გამოეხმაურა, ელგუჯას დარტყმით ბურთმა კარს ზემოდან ჩაუარა.
25' - დინამოელმა ფეხბურთელმა "სტანდარტიდან" კარში გაუშვა ბურთი, მიგინეიშვილი იოლად ეუფლება მას.
26' - ტორპედოელთა საპასუხო შეტევა - ბოლოს ბერიაშვილი ურტყამდა, ბურთი მიზანს ასცდა.
31' - დოლიძის პასით მარჯვენა მახვილი კუთხიდან ტუღუშმა კარგად გაისწორა ბურთი, დაარტყა და პიტსანმა ნახტომში მოიგერია იგი.
33' - "სტანდარტის" შემდეგ ბაციკაძეს ძალზედ ხელსაყრელი მომენტი ექმნება, ახლოდან მან ფეხით კარს ვერ დაუმიზნა.
38' - დიასამიძის გადამწყვეტი დარტყმა უსუსურია და ბურთი მოედანს ტოვებს.
43' - ბერიაშვილის პასით დოლიძეს მიეცა გატანის მშვენიერი შანსი, მაგრამ მას მეკარემ არ დაანება.
44' - დინამოელი ფეხბურთელის დარტყმა საჯარიმოს ხაზიდან, ბურთი კარს სცდება.
45' - ტაიმი მუჯირის საჯარიმო დარტყმით დასრულდა, ბურთი მიგინეიშვილმა დაიმორჩილა.
მეორე ნახევარში თამაში ისევ ქუთაისელთა დომინირებით გაგრძელდა.
51' - ბექა ტუღუშმა ბოლომდე ითამაშა და მეტოქეს ბურთი აართვა, რის შემდეგაც დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა, მეკარე უშანსოდ დატოვა, ულამაზესი გოლი შეაგდო და „ტორპედოს“ შემადგენლობაში პირველად გაიტანა - 0:2.
55' - ბერიაშვილმა 40 მეტრი გაირბინა ბურთიანად, გზად მასპინძლებმა „დერეფანი“ გაუკეთეს, რითაც გიორგი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მეკარის მოტყუება სცადა, რის შემდეგაც კარშიც დაარტყა, თუმცა ამ უკანასკნელმა მოიგერია ბურთი კუთხურზე.
59' - ცნობილაძის პასით ბერიძე დაარტყა კარში, ბურთი ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მცველს მოხვდა და კარის ბადეს გარედან დაეცა.
62' - ტუღუშმა საჯარიმოს შიგნით სუსტად დაარტყა და პიტსანმა აიღო ბურთი.
65' - თევდორაძემ გაისროლა და ბურთი მიგინეიშვილმა აიღო.
67' - მიგინეიშვილმა ამჯერად დიასამიძის დარტყმული ბურთი არ გაუშვა.
68' - დათუნაიშვილი მარცხენა მახვილი კუთხიდან შეიჭრა საჯარიმოში, დარტყმულ ბურთზე პიტსანი თამაშობს კარგად და იგერიებს მას.
69' - დიასამიძის გასროლა შორი მანძილიდან უშედეგოა.
75' - სათამაშო უპირატესობა კვლავ გია გეგუჩაძის გუნდის მხარეს იყო.
79' - საჯარიმოს შემდეგ ლობჟანიძის თავური დარტყმით ბურთი ხარიხას გადაევლო.
84' - საბანაძემ მახვილი კუთხიდან დაბალი ტრაექტორიით გაუშვა ბურთი კარისკენ, თუმცა პასის გაკეთებაც შეიძლებოდა, ეპიზოდი "მშრალად" დასრულდა.
90' - მარცხენა ფრთიდან საჯარიმო დარტყმა მუჯირმა შეასრულა, ბურთი მიგინეიშვილმა ახლო "ცხრიანიდან" ჩამოიღო.
საბოლოოდ, ქუთათურებს მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა არ გაჭირვებიათ და ბათუმის „დინამოს“ დამარცხებით(2:0) მიმდინარე ჩემპიონატში მეათედ მოიგეს. |
|
XVII ტური |
28.11.2012 |
14:00 |
დინამო (ბთ) |
 |
0:2 |
 |
ტორპედო |
 |
| XVI ტური | | 24.11.2012 14:00 |
 |
მერანი |
3:0 |
ტორპედო |
 |
| 1:0 ვალერი იობაშვილი 40', 2:0 საბა ლომია 62', 3:0 მამუკა ტორონჯაძე 89' |
|
| მატჩის შესახებ |
თამაში ორმხრივ იერიშებში განვითარდა, თუმცა მცირე უპირატესობა საგოლე მომენტების შექმნაში ქუთაისელებს ჰქონდათ.
5’ - მატჩის პირველი სახიფათო მომენტი მარჯვენა მხრიდან რიგვავას ჩაწოდებას მოჰყვა, ბურთს ფირცხალავამ დაუხვედრა თავი და კარს მიღმა დაარტყა.
10' - ბერიაშვილმა დაახლოებით 30 მეტრიდან მოტრიალებით დაარტყა კარში, დაბალი ტრაექტორიით წასული ბურთი შეროზიამ კუთხურზე მოიგერია.
13' - ბუკიამ საჯარიმო დარტყმით ბურთი კარში გაუშვა, მიგინეიშვილი უშეცდომოა.
23' - დათუნაიშვილის გასროლით ბურთმა კარს ზემოდან გადაუარა.
28' - "ტორპედოში" იძულებითი ცვლილება მოხდა, ორთაბრძოლებისას გურული დაშავდა და მის ნაცვლად თამაშში ტაბატაძე ჩაერთო.
35' - ბერიაშვილმა საჯარიმოში კარგად შეიგდო ბურთი, დარტყმული კი ჟვანიამ არ გაუშვა კარის მიმართულებით.
39' - ბერიაშვილის დარტყმა შორიდან - ბურთი კარს ასცდა
40' - მასპინძელთა მოწოდებული პირველი კუთხური შედეგიანად დასრულდა - ვალერი იობაშვილის თავური დარტყმა სტუმართა მცველებმა მოიგერიეს, რითაც ბურთი ისევ მასპინძელთა მე-4 ნომერმს მიუვიდა და „მერანი“ დააწინაურა.
45+2' - მერანელთა მორიგ კუთხურს ისევ ხიფათი მოჰყვა - ახლო მანძილიდან ლომიამ ვერ მოახვედრა ბურთი კარში და ტაიმიც დასრულდა.
გასახდელებში გასულ გუნდებს შესვენება დადგენილზე 15 წუთით მეტი გამოუვიდათ. მაშინ, როცა მეორე ტაიმის დაწყების დრო მოვიდა მთავარმა არბიტრმა შენიშნა, რომ მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე სასწრაფო დახმარების მანქანა არ იყო. როგორც შემდეგში გახდა ცნობილი, აღნიშნული ტრანსპორტი შეხვედრის დაწყების შემდეგ იმავე რეგიონში მომხდარი ავტოავარიის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა კი მედიცინის მუშაკებს სტადიონი არ დაუტოვებიათ, ამის მიუხედავად ნონიკაშვილმა თამაში მანამ არ განაახლა, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა არ გამოჩნდა.
51' - გეგეჭკორის ჩაწოდებით ლომიამ კარიდან სამიოდე მეტრიდან დარტყმით ბურთი კარს ააცილა.
62' - ორთაბრძოლის შემდეგ საბა ლომიამ დასარტყმელი მომენტი მონახა და საჯარიმოს მარჯვენა მახვილი კუთხიდან ბურთთან შეხებით ანგარიში 2:0 გახადა.
70-ე წუთიდან „ტორპედო“ გამოკვეთილ უპირატესობას დაეუფლა, თუმცა ტორპედოელებს შეტევის რგოლში ხეირიანი არაფერი გამოდიოდათ, მასპინძლებს კი პირიქით.
71' - გრიგალაშვილის დარტყმით საჯარიმოს რკალიდან ბურთი სანტიმეტრებით ასცდა "მერანის" კარს.
73' - გრიგალაშვილმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა - ბურთი ამჯერადაც მცირე მანძილით ასცდა მიზანს.
85' - რიგვავას შორეული დარტყმით ბურთი ხარიხას ხვდება, გამოვარდნილზე დათუნაიშვილმა შეაგდო კარში იგი, თუმცა თამაშგარე მდგომარეობიდან და გოლიც არ ჩაითვალა.
89' - მერანელთა კონტრშეტევით მარჯვენა მხრიდან ჩაწოდებული ბურთი მამუკა ტორონჯაძემ თავით გადაგზავნა კარში - 3:0.
„ტორპედო“ კვლავ აქტიურობდა, თუმცა ანგარიში აღარ შეიცვალა და „მერანმა“ ქუთაისში განცდილი მარცხისთვის(0:4) რევანში აგვიღო(3:0). |
|
XVI ტური |
24.11.2012 |
14:00 |
მერანი |
 |
3:0 |
 |
ტორპედო |
 |
| XV ტური | | 18.11.2012 18:00 |
 |
ტორპედო |
1:0 |
მეტალურგი |
 |
| 1:0 გიორგი კუხიანიძე(პენ) 39' |
|
| მატჩის შესახებ |
მატჩის პროლოგი საშუალო ტემპში წარიმართა.
10’ - მარჯვენა მხრიდან ჩაწოდების შემდეგ სიხარულიძემ დაარტყა კარში, „ტორპედოს“ კაპიტანმა ბურთი დაიმორჩილა.
თამაში ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა - გუნდები ხიფათის შესაქმნელად აქტიურობდნენ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზამდეც კი უჭირდათ საქმის მიყვანა.
24’ - ტორპედოელთაგან კარში პირველად გრიგალაშვილმა დაარტყა, ბათიაშვილი ადგილზე იყო.
36’ - მარცხენა მხრიდან საჯარიმოში ჩაწოდებით ბურთი ხარბელაშვილს მიუვიდა, რომლის თავური დარტყმა არაზუსტი იყო.
39’ - გურულის პასით საჯარიმოში შეჭრილი ბერიაშვილი კარის გასწვრივ აწოდებდა, როცა გზად ბურთი სტუმართა მცველს ხელზე მოხვდა და არბიტრმაც ნიშნულისკენ უყოყმანოდ მიუთითა. პენალტი გიორგი კუხიანიძემ ოსტატურად შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა - 1:0.
42’ - რაზმაძემ მიწაზე დაუგდებლად დაარტყა ბურთს, მაგრამ უშედეგოდ. ტაიმიც მალე დასრულდა.
მეორე ტაიმი უკეთესი სანახავი გამოდგა.
53’ - ბერიაშვილის შორეული დარტყმით ბურთი კარს ასცდა.
54’ - დოლიძემ „მისი“ფლანგიდან შეაგდო საჯარიმოს სიღრმეში, ბერიაშვილმა გიგაურს დაუტოვა ბურთი, რომელმაც ხარიხას მოარტყა იგი, გამოვარდნილი რიგვავამ ჩააბრუნა კარისკენ, სადაც ისევ ქუთაისელთა მე-7 ნომერი ურტყამდა კარში, მაგრამ მეკარემ კუთხური მოიპოვა.
56’ - გრიგალაშვილის დარტყმით ბათიაშვილს კიდევ ერთხელ მოუწია თამაშში ჩართვა და კუთხურზე მოიგერია ბურთი.
66’ - მიგინეიშვილმა კუთხიდან დარტყმული ფეხით მოიგერია.
74’ - „ტორპედოს“ მეკარემ თექთურმანიძესაც არ გაატანინა.
„ტორპედომ“ დარჩენილ წუთებშიც „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი და „მეტალურგი“ მეორე წრეშიც დაამარცხა(1:0). |
|
XV ტური |
18.11.2012 |
18:00 |
ტორპედო |
 |
1:0 |
 |
მეტალურგი |
 |
| XIV ტური | | 11.11.2012 18:00 |
 |
ზესტაფონი |
1:0 |
ტორპედო |
 |
| 1:0 თორნიკე გორგიაშვილი 25' |
|
| მატჩის შესახებ |
საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლთა პაექრობა დაძაბულად მიმდინარეობდა.
4' - გორგიაშვილის დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა მარტივად დაიმორჩილა.
8’ - 10’ - ტორპედოელები ორჯერ დარჩნენ მეკარესთან პირისპირ, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
17' - ღონღაძემ საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და მას წინ გამოსულმა მიგინეიშვილმა მოუგერია ბურთი.
23' - მარჯვენა მხრიდან დოლიძე ცდილობდა მეკარესთვის თავზე გადაგდებას, კვასხვაძემ კარგად ითამაშა და მაღლა ხტომით არ გაუშვა ბურთი.
24’ - ბერიაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა მეტოქე მცველი წამოეპარა და საგოლე მომენტიც განიავდა, რის გამოც ჩვენი გუნდი დაისაჯა...
25’ - მარცხენა მხრიდან მილხრაუმის გადაცემით "ტორპედოს" საჯარიმოში მყოფ თორნიკე გორგიაშვილს მიუვიდა ბურთი, რომელსაც ზუსტი დარტყმა გამოუვიდა და მასპინძლები დაწინაურდნენ - 1:0.
ამის შემდეგ „ტორპედოს“ ბურთით დომინირება თვალსაჩინო იყო. გია გეგუჩაძის გუნდი მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა.
43' - დათუნაიშვილმა მასპინძელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ორთაბრძოლა საბანაძემ მოიგო და თავით დაუმიზნა, ბურთი კარს ასცდა.
„ტორპედოს“ უპირატესობაში პირველი ტაიმი დასრულდა.
მეორე ნახევარში უმეტესწილად სათამაშო ინიციატივებს ჩვენი გუნდი ფლობდა. ქუთაისელთაგან დაცვით ხაზში გამოსარჩევი იყო გურულის საიმედო თამაში.
54' - გორგიაშვილის საჯარიმოს გარედან დარტყმით მიგინეიშვილი იგერიებს ბურთს, რის შემდეგაც ტორპედოელებმა კონტრშეტევა განავითარეს - გრიგალაშვილის დარტყმული ბურთი მცველმა მოიგერია.
74' - ბერიაშვილის დარტყმა შორი მანძილიდან - ბურთი მიზანს სცდება.
76' - ბოლქვაძის ჩაწოდებული ბურთი გრიგალაშვილმა დაარტყა თავით კარში - "ზესტაფონი" ძელმა იხსნა.
83' - მეტოქის საჯარიმოში ბოლქვაძემ ჩაჰკიდა, სადაც არეულობა შეიქმნა, ბოლოს გურულმა დაარტყა თავი ბურთს და კვასხვაძე მას ადგილზე დახვდა.
მეტოქის საჯარიმოსთან „ტორპედო“ მასირებულ გადაცემებს აკეთებდა, „ზესტაფონი“ კი თავს დიდი ძალებით იცავდა, მიუხედავად ამისა, ჩვენს გუნდს ოდნავადაც, რომ გამართლებოდა მინიმუმ ანგარიშიც გათანაბრდებოდა...
საბოლოოდ, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ(1:0). |
|
XIV ტური |
11.11.2012 |
18:00 |
ზესტაფონი |
 |
1:0 |
 |
ტორპედო |
 |
| XIII ტური | | 04.11.2012 18:00 |
 |
ტორპედო |
2:2 |
დინამო (თბ) |
 |
| 1:0, 2:1 ელგუჯა გრიგალაშვილი 29', 53' |
1:1 ჯაბა დვალი 37', 2:2 მიკელ ალვარო 67' |
| მატჩის შესახებ |
„კლასიკომ“ მოლოდინი სრულად გაამართლა და ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მყოფმა 8 000-მდე გულშემატკივარმა უშეღავათო ბრძოლებით “სავსე“ და დაძაბულ მატჩს ადევნა თვალი, რომელსაც ორივე გუნდის მხარდამჭერთა ქომაგობა ალამაზებდა.
2’ - საპენალტოსთან მყოფმა დვალმა სათანადოდ ვერ დაარტყა და ბურთი კარს ასცდა.
5’ - გრიგალაშვილი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, თუმცა მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა და გაგრძელებაზე ტუღუშმა გარედან მოარტყა ბურთი ბადეს.
11’ - გრიგალაშვილის შორეული დარტყმა არაზუსტი იყო.
ამას დინამოელთა ორი უხიფათო დარტყმა მოჰყვა.
16’ – „ჩისკოს“ თავურით ბურთი კარს მიღმა გადავარდა.
19’ - იმავე მუნიოზმა საჯარიმო დარტყმიდან ხარიხას გაარტყა ბურთი.
23’ - ტუღუშის წაქცევით მასპინძლები მეორედ ითხოვდნენ პენალტს, მაგრამ უშედეგოდ. ამავე წუთზე „დინამო“ სწრაფ კონტრშეტევაზე გადავიდა და მარცხენა მხრიდან ალვაროს დარტყმით ბურთი ოსტატურ ნახტომში მოიგერია მიგინეიშვილმა.
24’ - სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ტუღუშმა ორ ოპონენტ მცველს აჯობა ორთაბრძოლაში და წინ გამოსულ ლორიას თავზე გადაუგდო ბურთი, „დინამო“ ხარიხამ იხსნა...
29’ - მეტოქის ნახევარზე დათუნაიშვილმა მოიგო „ჩისკოსთან“ ორთაბრძოლა, სწრაფად დაიძრა წინ და იქვე დოლიძე მონახა, ამ უკანასკნელმა ელგუჯა გრიგალაშვილს დაუგორა ბურთი, რომელმაც „დრიბლინგი“ განახორციელა და საჯარიმოსთან მიახლოვებულმა კარშიც დაარტყა, ლორიამ ბურთი ვერ შეიმაგრა და ქუთაისელებმაც გაიხარეს - 1:0.
„ტორპედო“ სათამაშო ინიციატივები აშკარად მეტოქეზე მეტი ჰქონდა. დუშან უჰრინის გუნდი კი კონტრშეტევებით ცდილობდა მიზნის მიღწევას.
37’ - კუთხურიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი უხერხულად იქნა მოგერიებული, მარცხენა მხირდან იქვე ჩაბრუნებული ბურთს ჯაბა დვალმა დაარტყა თავი და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.
43’ - დინამოელთა საჯარიმოში ბურთის ჩაწოდების შემდეგ საჰაერო ბრძოლისას ბერიაშვილი დაეცა, თუმცა მსაჯმა არც ამჯერად დააფიქსირა წესის დარღვევა.
ტაიმი დათუნაიშვილის მიერ მახვილი კუთხიდან შესრულებული დარტყმის შემდეგ, რითაც ბურთი ბადეს გარედან მოხვდა, დასრულდა - 1:1.
მეორე ორმოცდახუთ წუთში „ტორპედოს“ უპირატესობა სხვა კომპონენტებშიც გამოიკვეთა.
52’ - დვალმა ხელსაყრელი პოზიციიდან შუაში დაარტყა და მიგინეიშვილმაც სწორი ადგილის შერჩევით ხელებში გააჩერა ბურთი.
53’ - ჩვენი კაპიტნის დაწყებული შეტევით მარჯვენა ფრთიდან დოლიძემ გააკეთა გადაცემა „დინამოს“ საჯარიმოს გავლით, მისადგომებთან ბურთს ელგუჯა გრიგალაშვილი დახვდა და გამოზომილი დარტყმით დუბლი შეასრულა - 2:1.
62’ - ალვაროს შორი მანძილიდან დარტყმით ბურთმა ჩვენი კარის „ცხრიანს“ გარედან გაუარა.
67’ – „ტორპედოს“ საჯარიმოში ბურთის ჩაწოდების შემდეგ გ. კვარაცხელიამ გააკეთა თავით პასი, რომელთანაც მიკელ ალვარომ მიირბინა და წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა - 2:2.
72’ - ბერიაშვილის აქტიურობით ფანცულაიამ დამატებაზე დაჰკრა, მაგრამ „დინამოს“ გიორგის სიზუსტე ოდნავ დააკლდა.
დარჩენილ დროში გუნდებს ოდნავადაც, რომ გამართლებოდათ ანგარიშს თავიანთ სასიკეთოდ შეცვლიდნენ, თუმცა მეტჯერ გოლი აღარ გასულა და საბოლოო ანგარიშიც 2:2 დაფიქსირდა. |
|
XIII ტური |
04.11.2012 |
18:00 |
ტორპედო |
 |
2:2 |
 |
დინამო (თბ) |
 |
| XII ტური | | 31.10.2012 15:00 |
 |
ზუგდიდი |
2:1 |
ტორპედო |
 |
| 1:1 დავით გამეზარდაშვილი 54', 2:1 ირაკლი ქობალია 69' |
0:1 ნიკა ფირცხალავა 40' |
| მატჩის შესახებ |
როგორც მოსალოდნელი იყო, ზუგდიდელებთან მატჩი დაძაბულ ორთაბრძოლებსა და სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა. „ტორპედოს“ სასტარტო შემადგენლობაში სიახლე იყო ტუღუშისა და ფირცხალავას გამოჩენა, რომელთა გარჯით ჩვენმა გუნდმა ანგარიში გახსნა, ამაზე დაწვრილებით ქვემოთ...
მასპინძლებმა შემართებით დაიწყეს და მე-40 წამზევე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს - გაბედავას შორეული დარტყმით ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია კუთხურზე.
4' - ქობალიას დარტყმა ძალზედ სუსტია, ეპიზოდი ლოგიკურად მიგინეიშვილის მიერ ბურთის ხელში აღებით დასრულდა.
„ზუგდიდის“ საწყისი უპირატესობა თანდათან განეიტრალდა.
22' - ტუღუშის პასით საბანაძემ ხუთმეტრიანი მონაკვეთი გაირბინა და მოჭრილად დაარტყა კარში, ბურთი მიზანს ასცდა.
23' - მასპინძელთა საპასუხო შეტევა და ზედიზედ ორჯერ კვახაძემ განმუხტა სიტუაცია.
27' - მსაჯმა სასტვენზე არდამორჩილების გამო საბანაძეს მიცა ყვითელი ბარათი, რითაც ნიკა „ტორპედოს“ მომდევნო მატჩს გამოტოვებს.
33' - რიგვავა ზუგდიდელთა საჯარიმოში წააქციეს, მსაჯის სასტვენი დუმდა.
38' - გაბედავას დარტყმულ ბურთს მიგინეიშვილი მეორე ცდაზე დაეუფლა.
40’ - გურულმა მარცხენა მხრიდან საჯარიმოს კუთხის ხაზთან მყოფ ტუღუშს შეუგორა ბურთი, ამ უკანასკნელმა კარის გასწვრივ ჩააწოდა, მეკარემ ხელით გამოაგდო, თუმცა უხეიროდ, ბურთს იქვე ნიკა ფირცხალავა დახვდა და „ტორპედო“ წინ გაიყვანა - 0:1.
ტაიმიც „ტორპედოს“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
47' - რიგვავას ჩაწოდებულ ბურთზე ძაგანიამ დაუშვა შეცდომა, საბანაძის აქტიურობით ბურთი კუხიანიძეს მიუვიდა, რომლის გამოზომილი დარტყმით გამეზარდაშვილმა ნახტომში თავით გამოიტანა ბურთი კარის ხაზიდან.
54' - საჯარიმო დარტყმიდან ბურთი კოშკაძემ ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც ჰაერში „ტორპედოს“ ყოფილმა კაპიტანმა დავით გამეზარდაშვილმა დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
აღსანიშნავია, რომ ძალზედ ხშირი იყო ჯარიმები. სულ გუნდებმა 50-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი.
57' - საბანაძის სახიფათოდ დარტყმულ ბურთს მცველი გადაეღობა.
65' - კვახაძის შესრულებული საჯარიმო დარტყმით ბურთი კარს აშორდა.
69' - ირაკლი ქობალიამ ჩვენი გუნდის მცველსა და მეკარეს აჯობა და მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით მასპინძლები დააწინაურა - 2:1.
72' - დოლიძის დარტყმულმა ბურთმა კარს მარჯვნიდან ჩაუარა.
80' - საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს საბანაძემ დაარტყა თავი, რის შემდეგ მეკარე გადაეფარა მას.
87’ - შოთა ლომიას შეეძლო სხვაობის გაზრდა, თუმცა არაზუსტად დაარტყა.
საბოლოოდ, „ზუგდიდმა“ რთული მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და 2:1 მოიგო. |
|
XII ტური |
31.10.2012 |
15:00 |
ზუგდიდი |
 |
2:1 |
 |
ტორპედო |
 |
| XI ტური | | 27.10.2012 15:00 |
 |
სიონი |
0:2 |
ტორპედო |
 |
|
0:1 ნიკა საბანაძე 73', 0:2 გრიგოლ დოლიძე 87' |
| მატჩის შესახებ |
ბოლნისში ჩასულ ქუთაისელებს ფეხბურთის სათამაშოდ შეუფერებელი პირობები დახვდათ, წვიმის გამო მოედნის საფარი შესამჩნევად დაზიანებული იყო, რამაც მატჩის მიმდინარეობაზეც იქონია გავლენა.
აღსანიშნავია, რომ „ტორპედოს“ მხარდასაჭერად ბოლნისში ჩვენი გუნდის ქომაგთა კლუბიც იყო.
მატჩის საწყისი წუთები ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა.
15’ - საბანაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, რიკოშეტის შემდეგ ბურთი მეკარემ მოიგერია კუთხურზე.
16’ - ბერიაშვილის დარტყმით ბურთი მიზანს ასცდა.
27’ - საბანაძის გადაცემით ბერიაშვილმა სახიფათოდ, თუმცა ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
28’ - პირველი ტაიმის ყველაზე რეალური მომენტი ბოლნისელთაგან ჭედიას შეექმნა, იგი მიგინეიშვილთან თითქმის პირისპირ იყო, მაგრამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა.
მოედნის არასახარბიელო მდგომარეობის გამო ფეხბურთელებს ხშირად უცდებოდათ ფეხი მოედანზე. შესაბამისად, გააზრებული კომბინაციებიც მცირე რაოდენობით იყო.
ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა.
მეორე ნახევრის დებიუტში ბოლნისელები ახლოს იყვნენ დაწინაურებასთან.
48’ - მარჯვენა ფლანგიდან „ტორპედოს“ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ჭედიამ დაუხვედრა თავი და სტუმრები ძელმა იხსნა.
თანდათან „ტორპედოს“ უპირატესობა იკვეთებოდა. „ტორპედოში“ ორი ცვლილება განხორციელდა, რამაც საგრძნობლად გამოაცოცხლა გუნდის თამაში.
ხუთწუთიან მონაკვეთში მაღალ ბურთზე ლობჟანიძის არადამაჯერებელი თამაშით ბერიაშვილს ორჯერ მიუვიდა ბურთი, პირველად გიორგიმ დაარტყა და ბურთი ბოლნისელი მცველმა არ გაუშვა კარისკენ, მეორედ კი დარტყმა ვეღარ შეძლო.
73’ - ფირცხალავამ ბერიაშვილს გაუკეთა გამჭოლი პასი, ბერომ ვარდნაში გაუყოლა ნიკა საბანაძეს, რომელმაც ბრწყინვალედ დაჰკრა და ბურთი მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ჩასვა - 0:1.
81’ - დათუნაიშვილმა სცადა შორიდან გატანა, მაგრამ არ გამოუვიდა.
85’ - ჭედიას დარტყმით ბურთმა კარს მარჯვნიდან ჩაუარა, მეკარე მას აკონტროლებდა.
87’ - ცენტრიდან ბურთი გურულმა საბანაძეს გადააწოდა, ნიკამ ტუღუში გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, ამ უკანასკნელს მეკარე ჩაუხტა ფეხებში და წააქცია, გამოვარდნილ ბურთს გრიგოლ დოლიძემ მშვიდად მიუჩინა კარში ადგილი - 0:2.
საბოლოოდ, ქუთათურებმა „სიონის“ მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად მორიგი მატჩი მოიგეს დამაჯერებლად და პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულეს. |
|
XI ტური |
27.10.2012 |
15:00 |
სიონი |
 |
0:2 |
 |
ტორპედო |
 |
| X ტური | | 20.10.2012 18:00 |
 |
ტორპედო |
3:1 |
ჩიხურა |
 |
| 1:0 გიორგი ბერიაშვილი 20', 2:1, 3:1 ნიკა საბანაძე 56', 78' |
1:1 გაგა ჩხეტიანი 37' |
| მატჩის შესახებ |
მატჩი ქუთაისელთა თვალსაჩინო უპირატესობით წარიმართა.
7’ - კვასხვაძის მიერ შორიდან დარტყმული ბურთი გვარიანად ასცდა კარს.
17’ - მარჯვენა ფრთიდან რიგვავას პასით დოლიძემ დაჰკრა და ბურთს მეკარე სომხიშვილი დაეუფლა.
19’ - დოლიძის გადაცემით ბერიაშვილმა კარის ჩარჩოში ვერ დაუმიზნა.
20’ - წინა ეპიზოდის იდენტური მომენტი, მარჯვენა მხრიდან დოლიძემ პირდაპირ დასარტყმელი პასი გაუკეთა საჯარიმოს რკალში მყოფ გიორგი ბერიაშვილს, რომელმაც ბურთი ოსტატურად ჩასვა კარის მარჯვენა კუთხეში და ქუთაისში პირველად გაიტანა - 1:0.
22’ - ჭელიძის პასითა და გრიგალაშვილის დარტყმით ბურთი კარს ზემოდან გადაევლო.
26’ - გრიგალაშვილი მეკარეს თავზე უგდებდა, თუმცა ეს უკანასკნელის მიწვდა და გამოაგდო, დამატებაზე კი დოლიძემ ააცილა კარს.
28’ - კვახაძის შესრულებული საჯარიმო დარტყმით სომხიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
36’ - ყოფილი ტორპედოელი დ. კირკიტაძის დარტყმული ბურთი მიგინეიშვილისთვის იოლი დასამორჩილებელი იყო.
37’ - სტუმართა კონტრშეტევა, მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი უმეთვალყურეოდ დარჩენილმა გაგა ჩხეტიანმა თავით გადაგზავნა კარში და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
40’ - ბერიაშვილი მეკარესთან ერთ-ერთზე დარჩა, გვერდი აუარა მას და წაიქცა... ის იყო ყველა პენალტის დანიშვნას ელოდა, თუმცა მთავარმა არბიტრმა გასაოცარი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენი გუნდის მე-9 ნომერს სიმულაციისთვის მისცა ყვითელი ბარათი, არა და გვანცელაძეს, რომ სწორად განესაჯა ეპიზოდი, თერთმეტმეტრიანთან ერთად უკვე „ყვითლიან“ მეკარესაც მოუწევდა მოედნის დატოვება...
ტაიმი გულშემატკივართა ხმაურიანი პროტესტით დასრულდა - 1:1.
თამაშის მეორე ნახევარში „ტორპედომ“ შეტევები კიდევ უფრო გააძლიერა.
56’ - საჩხერელთა კართან ზედიზედ რამდენიმე კუთხური დაინიშნა, მარჯვენა მხრიდან დოლიძემ შეასრულა უკანასკნელი მათგანი, ჰაერში ორთაბრძოლა ჭელიძემ მოიგო და თავით სიღრმეში ჩააბრუნა ბურთი, სადაც ოპონენტი ფეხბურთელების გარემოცვაში ნიკა საბანაძემ ივარგა და ფეხი მოხერხებულად და საგოლედ დაუხვედრა ბურთს - 2:1.
63’ - კირკიტაძის დარტყმული ბურთი ამჯერადაც სუსტი გამოდგა და უვნებელი.
65’ - ლომაშვილის სახიფათოდ დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა აუღელვებლად აიღო ხელებში.
73’ - დოლიძის მიერ მარჯვენა მხრიდან გაკეთებული გადაცემით საბანაძემ მეკარეს ვერ აჯობა, სომხიშვილის მიერ გამოგდებულ ბურთზე კი ბერიაშვილმა ვერ გამოიყენა დუბლის გაფორმების შანსი.
78’ - სამაგიეროდ „ბერომ“ დოლიძის პასით დუბლის მიწერაში ხელი ნიკა საბანაძეს შეუწყო, გიორგიმ გრიგოლის პასი გაატარა და ნიკამ თავისი მე-6 გოლი შეაგდო - 3:1.
დარჩენილ დროში სხვაობის გაზრდა იყო შესაძლებელი, თუმცა კუხიანიძეს მეკარემ მოუგერია ბურთი, საბანაძეს მცველმა, დოლიძეს კი ძელმა და საბოლოო ანგარიშიც 3:1, „ტორპედოს“ სასარგებლოდ დაფიქსირდა. |
|
X ტური |
20.10.2012 |
18:00 |
ტორპედო |
 |
3:1 |
 |
ჩიხურა |
 |
| IX ტური | | 07.10.2012 15:00 |
 |
ვიტ ჯორჯია |
1:3 |
ტორპედო |
 |
| 1:2 ბესიკ ჩიმაკაძე(პენ) 55' |
0:1 გიორგი ბერიაშვილი 36', 0:2 გიორგი დათუნაიშვილი 41', 1:3 ნიკა საბანაძე 79' |
| მატჩის შესახებ |
უხერხულ მეტოქესთან მატჩი, რომელიც ტრადიციულად, ჩვენი ქომაგთა კლუბის შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა, „ვიტ ჯორჯიასთან“ პაექრობისთვის უჩვეულოდ - „ტორპედოს“ ტოტალური უპირატესობით წარიმართა.
3' - კვახაძის შორეული დარტყმით ბურთი მეკარემ ნახტომში მოიგერია კუთხურზე.
4' - დოლიძის ჩაწოდებულ კუთხურს დათუნაიშვილის ქუსლით დარტყმა მოჰყვა, დაუშვილი კარის ხაზზე დახვდა ბურთს.
9' - მასპინძლები პირველად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე, ვასაძემ საჯარიმოს რკალიდან სუსტად და არაზუსტად დაარტყა.
13' - ვიტელთა წესების მე-5-ედ დარღვევით სახიფათო საჯარიმო დარტყმა ინიშნება, ტორპედოელებს გოლი გააქვთ, თუმცა მსაჯი კვახაძეზე ჯარიმას აფიქსირებს.
34' - კვახაძის შესრულებული სტანდარტით ბურთი ვიტ ჯორჯიელ მცველს მოხვდა და მეკარეს მიუვიდა ხელებში.
36' - "ტორპედოს" მორიგი შეტევით ბერიაშვილმა ბურთი დოლიძეს გაუყოლა, გრიგოლის გონივრული პასით გიორგი ბერიაშვილმა მიიღო ბურთი, დარტყმისთვის შესაფერის მომენტს დაელოდა და მეკარისაგან მარჯვენა დაუცველ კუთხეში ლამაზად აიღო მეტოქის კარი - 0:1.
41' - დოლიძის ჩაწოდებისა და მცველის მოგერიების შემდეგ ბურთი კიდევ ერთ ყოფილ ვიტ ჯორჯიელ გიორგი დათუნაიშვილს მიუვიდა, რომელმაც უძლიერესად დაარტყა და ბურთი ხარიხას გავლით „ჩაიჭედა“ კარში - 0:2. „ტორპედომ“ ტაიმი დამაჯერებელი სხვაობით 2:0 მოიგო.
დასკვნით ტაიმში მასპინძლებმა ლოგიკურად, შეტევის ხაზი გააძლიერეს.
55’ – „ტორპედოს“ საჯარიმოს მარცხენა განაპირა მხარეს საჰაერო ორთაბრძოლისას მსაჯმა ერთ-ერთი ტორპედოელი დააჯარიმა და პენალტის ნიშნულისკენ მიათითა, საიდანაც ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანა - 1:2.
59' - გურული სამ მეტოქე ფეხბურთელს გასცდა და კართან მიახლოვებულმა სახიფათოდ, თუმცა არაზუსტად დაარტყა.
60' - მასპინძელთა საპასუხო შეტევა, ხელსაყრელი პოზიციიდან ჯავაშვილმა გააცუდა დარტყმა. ამავე წუთიდან, "ვიტ ჯორჯია" კაცნაკლული დარჩა - განზრახ ხელით თამაშისთვის მსაჯმა კასრაძე დასაჯა მეორე ყვითელი ბარათით და მოედნიდან გააძევა.
67' - რიგვავას ჩაწოდებითა და საბანაძის თავური დარტყმით ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და მცირედიდ ასცდა კარს.
79’ - დოლიძის პასით ნიკა საბანაძემ ერთშეხებაში გაისტყორცნა და ძალიან ეფექტური გოლით ორბურთიანი სტატუს-ქვო აღადგინა - 1:3.
„ტორპედო“ ამის შემდეგაც ფლობდა სათამაშო ინიციატივებს.
88' - ცვლილებაზე შემოსული გიგაურის პასით თამაშში ასევე მოგვიანებით ჩართულმა ფანცულაიამ გააჩერა ბურთი მეტოქის საჯარიმოში და ახლოდან მეკარის მიერ დაფარულ კუთხეში დაარტყა, ბურთი დაუშვილმა დაიმორჩილა.
დარჩენილ წუთებში „ვიტ ჯორჯიას“ სხვაობის შემცირება შეეძლო, თუმცა ჩვენი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს სიზუსტე დააკლდათ და ამ დამსახურებული გამარჯვებით(3:1) „ტორპედომ“ საჭირო სამი ქულა მოიპოვა და ლიდერ თბილისის „დინამოსთან“ ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა.
|
|
IX ტური |
07.10.2012 |
15:00 |
ვიტ ჯორჯია |
 |
1:3 |
 |
ტორპედო |
 |
| VIII ტური | | 30.09.2012 18:00 |
 |
ტორპედო |
0:1 |
დილა |
 |
|
0:1 რომან ახალკაცი 59' |
| მატჩის შესახებ |
მატჩმა ქუთაისში დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ტრიბუნებზე მყოფ 6 000-მდე გულშემატკივარშიც გამოიხატა. ტორპედოელების გორელებთან პაექრობას გიორგი დათუნაიშვილი აკლდა, რომელიც თამაშის წინა ვარჯიშზე დაშავდა.
მატჩის დაწყებამდე გასულ ჩემპიონატში მესამე ადგილის დაკავებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა დომენტი სიჭინავამ ტორპედოელები ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვა.
შეხვედრის დასაწყისში მასპინძელთაგან ჭელიძემ და საბანაძემ შეაწუხეს მეტოქის მეკარე, მათი თავური დარტყმები უვნებელი იყო.
7’ - არზიანის 25 მეტრიდან დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია კუთხურზე.
10’ - საჯარიმოს რკალიდან გრიიგალაშვილმა ძლიერად დაარტყა, ბურთმა კარის მარჯვენა ძელს გარედან ჩაუარა გვერდი.
16’ - ა. გურულის აქტიურობით კახელიშვილმა დაარტყა ხელსაყრელი პოზიციიდან, მეკარე უშეცდომო იყო.
„ტორპედო“ მაღალპროცენტული ბურთის ფლობით მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა და შეტევებსაც მრავალხმრივ წარმართავდა.
ტაიმის ბოლოს ბერიაშვილს შეეძლო სიტუაციაში უკეთ მოქმედება, თუმცა გიორგიმ მისივე კარგი თამაშით შექმნილ ვითარებაში დარტყმა დააგვიანა და მომენტი გორელმა მცველმა განმუხტა. ტაიმიც „ტორპედოს“ უპირატესობით, თუმცა უგოლოდ დასრულდა.
მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა - „დილა“ კონტრშეტევებით ცდილობდა გოლის გატანას და ერთ-ერთმა ასეთმა მცდელობამ, 59-ე წუთზე შედეგი გამოიღო - მარცხენა მხრიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს კართან მყოფი რომან ახალკაცი დახვდა და მისიანები დააწინაურა - 0:1.
დარჩენილ დროში „ტორპედო“ ანგარიშის გათანაბრებისთვის ბევრს ეცადა, თუმცა „დილას“ დიდი ძალებით თავდაცვის შედეგად მხოლოდ ორი საგოლე მომენტი შექმნა, მე-80 წუთზე კვახაძის დარტყმით სკენდერმა დაიმორჩილა ბურთი, მატჩის მიწურულს კი საბანაძიდან ასხლეტილი ბურთი შეუმჩნევლად დარჩენილ გრიგალაშვილს მიუვიდა, რომელმაც ჰაერიდანვე დაჰკრა ბურთს, მაგრამ ხორვატმა მეკარემ ამჯერადაც ივარგა და სტუმრები გაშვებული გოლისგან იხსნა. საბოლოოდ, „დილამ“ ანგარიში შეინარჩუნა და მისი დაარსების შემდეგ პირველი მატჩი მოიგო ქუთაისში(1:0). |
|
VIII ტური |
30.09.2012 |
18:00 |
ტორპედო |
 |
0:1 |
 |
დილა |
 |
| VII ტური | | 26.09.2012 16:00 |
 |
კოლხეთი |
1:1 |
ტორპედო |
 |
| 1:0 პაატა ცხვიტარია 20' |
1:1 გიორგი დათუნაიშვილი 45' |
| მატჩის შესახებ |
ქუთაისელთა სასტარტო შემადგენლობა აღნიშნული შეხვედრისთვის მცირედიდ სახეშეცვლილი იყო. უხერხულ მეტოქესთან მატჩი პირველივე წუთებიდან საინტერესოდ წარიმართა.
1' - საჯარიმოს მისადგომებიდან პავლე დათუნაიშვილის დარტყმით ბურთი კარს გადასცდა.
2' - საპასუხო იერიში - ბერიაშვილის გადაცემით მცველების გარემოცვაში მყოფი ფირცხალავა სუსტად ურტყამს კარში, ბურთს მეკარე იოლად ეუფლება.
4' - მორიგი დარტყმა კარის მიმართულებით - ბოლქვაძის ჩაწოდებული "სტანდარტის" შემდეგ ჭელიძემ დაარტყა თავი ბურთს, მეკარე ადგილზე დახვდა.
9' - ფარულავას შორეული დარტყმით ბურთს მიგინეიშვილმა წაჰკრა ხელი, რის შემდეგაც ხარიხამ აისხლიტა, იქედან გამოვარდნილი ბურთი კი ტორპედოელებმა სწრაფად წაიღეს და კონტრშეტევა განავითარეს, ბოლქვაძის პასით მარცხენა ფლანგიდან ბერიაშვილი ურტყამდა ახლოდან, ბურთი კარის ბადეს გარედან ხვდება.
20' - საჯარიმოს დარტყმის შესრულების შემდეგ "ტორპედოს" საჯარიმოში არეულობა იქმნება, რითაც პაატა ცხვიტარიამ ისარგებლა და ცარიელ კარში შეაგდო ბურთი - 1:0.
29' - კოლხეთელი დათუნაიშვილის დარტყმა და ბურთს მიგინეიშვილი იმორჩილებს.
30' - ბოლქვაძის ჩაწოდებულს ჭელიძე გამოეხმაურა, რომლის თავური დარტყმით ბურთი მიწაზე დაეცა და ოდნავ გადაევლო ხარიხას.
34' - გრიგალაშვილმა დაარტყა კარში, მასპინძელთა მეკარე ნახტომში იგერიებს ბურთს.
45' - გრიგალაშვილის ჩაკიდებული ბურთი ფოთელთა მცველმა თავით საჯარიმოდან ვერ გამოიტანა, გიორგი დათუნაიშვილმა ბოლომდე ითამაშა და ბურთის ჰაერშივე დაარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1:1. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე „ტორპედოს“ წინ გასვლაც შეეძლო - გრიგალაშვილის პასით ბერიაშვილს მიუვიდა ბურთი, რომელიც ხშირ შემთხვევაში „ტორპედოს“ იერიშებს მწვავედ წარმართავდა, ამჯერად მან მოქმედება ოდნავ დააგვიანა და მცველებმა შეძლეს მომენტის უხიფათოდ დასრულება. ტაიმიც 1:1 გაილია.
მეორე ნახევარში თამაშის ტემპი გასულ ტაიმთან შედარებით დაეცა, თუმცა დაძაბულობამ იმატა.
53' - კვანტალიანის დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა "გააქვავა".
58’ - ბოლქვაძემ ფოთელთა მცველს მისივე საჯარიმოში აართვა ბურთი, თუმცაღა დარტყმის ნაცვლად პასის გაკეთება ამჯობინა, აქ კი ფარულავამ იმარჯვა და გრიგალაშვილისკენ გამიზნული ძალზედ სახიფათო გადაცემა ჩაჭრა.
62' - ქებაძის მიერ შორიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმით ბურთი ოდნავ სცდება კარს.
73’ - ბოლქვაძის ნაცვლად თამაშში მიკრო-ტრავმით მოთამაშე დოლიძე ჩაერთო, რომელმაც მატჩის 87-ე წუთზე გოლიც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ თამაში ხშირად და ძირითადად ჯარიმების გამო ჩერდებოდა, რაც უარყოფითად მოქმედებდა მის სანახაობრივ მხარეზე, თუმცა ვნებათაღელვა როგორც მოედანზე, ისე ტრიბუნებზეც დიდი დოზით იყო.
მატჩის ძირითად დროს დამატებული 4 წუთიც გუნდებმა ნერვიულობით ჩაამთავრეს, ვადაჭკორიამ სასტვენს საფინალოდ ჩაჰბერა და „ტორპედოს“ პირველი ფრე(1:1) დააფიქსირა, რითაც ქუთათურებმა ფოთში გატანილი გოლის წყალობით ლიდერობა დაიბრუნეს. |
|
VII ტური |
26.09.2012 |
16:00 |
კოლხეთი |
 |
1:1 |
 |
ტორპედო |
 |
| VI ტური | | 22.09.2012 18:00 |
 |
ტორპედო |
5:1 |
დინამო (ბთ) |
 |
| 1:0 ლაშა შერგელაშვილი 2', 2:1 ნიკა საბანაძე 23', 3:1 გიორგი კუხიანიძე 25', 4:1 გიორგი ფანცულაია 72', 5:1 ლაშა შერგელაშვილი 90+2' |
1:1 მიხეილ ჯორბენაძე 17' |
| მატჩის შესახებ |
თამაშის დასაწყისიდანვე „ტორპედო“ მოსაგებად „დაიქოქა“ და უკვე 85-ე წამზევე მოახერხა პირველი გოლის გატანა - მარჯვენა მხარეს კუთხური დაინიშნა, რომელიც ლაშა შერგელაშვილმა დოლიძესთან გაითამაშა, რის შემდეგაც ლაშამ მახვილი კუთხიდან ძლიერად და მოჭრილად დაარტყა, ბურთმა ლამაზი ტრაექტორია გაიარა და სტუმართა კარში ჩაეშვა - 1:0.
14’ - კუხიანიძის საჯარიმოს რკალიდან სახიფათო დარტყმული მარჯვნიდან ასცდა კარს.
17’ - ბათუმელთა სწრაფი კონტრშეტევა მარჯვენა ფლანგიდან ტიმშიჩინის მახვილგონივრული გადაცემით გაგრძელდა, რომელსაც კართან ახლოს მყოფი აბუსელიძე გამოეხმაურა, მისი კარში დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია, გამოგდებულზე მიხეილ ჯორბენაძემ დაამატა და 1:1.
„ტორპედო“ ფრეს მხოლოდ 5 წუთით შეეგუა.
23’ - მარჯვენა მხრიდან დოლიძის პასით ნიკა საბანაძემ მეორედ დალაშქრა დინამოელთა კარი - 2:1.
25’ - მეტოქის საჯარიმოში ბერიაშვილმა გიორგი კუხიანიძეს დაუტოვა ბურთი, „კუხიმაც“ უმალვე გამოზომილად მარცხენა მაღალ კუთხეში ზუსტად გაგზავნა ბურთი და ზედიზედ მესამე თამაშში გაიტანა - 3:1.
35’ - შერგელაშვილის შესრულებული საჯარიმო დარტყმით ბურთი შენგელიამ მოიგერია. მალევე კი მეკარემ კვახაძესაც არ გაატანინა. ტაიმიც 3:1 დასრულდა.
შესვენებაზე სტადიონზე დამსწრე საზოგადოებას ქუთაისის „ტორპედოს“ ნორჩი ფეხბურთელები წარუდგინეს, რომლებიც გივი ნოდიას სახელობის 2011-2012 წლების იმერეთის ღია ტურნირში, 1999 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის, ჩემპიონები გახდნენ.
მეორე ტაიმიც ჩვენი გუნდის უპირობო უპირატესობით წარიმართა.
კვლავ შესამჩნევი იყო გიორგი ბერიაშვილის თამაში, მას სამჯერ შეეძლო გატანა, თუმცა ყველა მომენტში „ტორპედოს“ მე-9 ნომერს მეკარემ არ დაანება.
72’ - საბანაძის პასით მოედანზე 1 წუთის წინ შესულმა გიორგი ფანცულაიამ საჯარიმოში მარცხენა მხარეს მიიღო ბურთი, მეორე შეხებაში ძლიერად დაარტყა და ბურთი ბადეში გაახვია - 4:1.
90+2’ - ლაშა შერგელაშვილმა დუბლი შეასრულა, მან შორი მანძილიდან დაარტყა, გზად ბურთი ერთ-ერთ სტუმართა ფეხბურთელს მოხვდა და რიკოშეტით შენგელიას კარში აღმოჩნდა - 5:1. ეს ბოლო საგოლე ეპიზოდი იყო. ქუთათურებმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს 4-ბურთიანი სხვაობით და ჩემპიონატს თბილისის „დინამოსთან“ ერთად ლიდერობენ. |
|
VI ტური |
22.09.2012 |
18:00 |
ტორპედო |
 |
5:1 |
 |
დინამო (ბთ) |
 |
| V ტური | | 15.09.2012 19:00 |
 |
ტორპედო |
4:0 |
მერანი |
 |
| 1:0 მერაბ გიგაური 7', 2:0 ნიკა საბანაძე 32', 3:0 გრიგოლ დოლიძე 38', 4:0 გიორგი კუხიანიძე 79' |
|
| მატჩის შესახებ |
ტორპედოელები ამ მატჩს საკადრო დანაკლისით ხვდებოდნენ - დისკვალიფიცირებულ ლექსო კვახაძეს, თამაშის წინა დღეს ზაზა ჭელიძის მიღებული მიკრო-ტრავმაც დაემატა და მათ ნაცვლად ცენტრალური მცველის პოზიციები მოედანზე გიორგი გურულმა და ვაჟა ტაბატაძემ დაიკავეს, რომლებმაც თავი ჩინებულად გაართვეს მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
მატჩი ქუთათურებმა თავიდანვე რიხიანად დაიწყეს და მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს. ჩვენმა გუნდმა მეტოქე უმეტეს სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა და ასეთი დომინირება შედეგზეც აისახა. გარდა მარტვილელთა კარში გატანილი გოლებისა, გია გეგუჩაძის შეგირდებმა 5-6 ასპროცენტიანი საგოლე მომენტიც ვერ გამოიყენეს, რაშიდაც მთავარი „დამნაშავე“ სტუმართა მეკარე იყო, ხანაც კი ტორპედოელებს სულ ცოტა აკლდებოდათ მიზნამდე. იყო ეპიზოდიც(30-ე წუთზე), როცა წესების სრული დაცვით მატჩის ერთ-ერთმა აქტიურმა ფეხბურთელმა - ბერიაშვილმა ოპონენტ მეკარეს დაასწრო ბურთზე თამაში და ის იყო ცარიელ კარში უნდა გადაეგზავნა ბურთი, როცა „უმაღლესში“ მისთვის პირველი თამაშის განმსჯელმა მთავარმა არბიტრმა სანოძემ ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებით ჯარიმა დააფიქსირა.
გოლები კი შემდეგნაირად გავიდა:
მე-7 წუთზე მარჯვენა ფრთიდან დოლიძის გადაცემით მერაბ გიგაურმა „ტორპედო“ ქუთაისური გუნდისთვის ეროვნულ ჩემპიონატში საიუბილეო - რიგით 1100-ე გატანილი გოლით დააწინაურა - 1:0.
32-ე წუთზე იმავე მხრიდან ბერიაშვილის მიერ გაკეთებული პასით ნიკა საბანაძემ დასწრებაზე კარგად ითამაშა და მეორედ აიღო „მერანის“ კარი - 2:0.
38-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოს ხაზზე მყოფმა დათუნაიშვილმა მარჯვნივ გრიგოლ დოლიძე მონახა, რომლის გამოზომილი დარტყმით სხვობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდა - 3:0.
79-ე წუთზე ბერიაშვილთან გათამაშებული კედლით გიორგი კუხიანიძე საჯარიმოში შევიდა, ცრუ მოძრაობების შემდეგ ძლიერად და მეკარე შეროზიასთვის აუღებლად გაისროლა - 4:0.
საბოლოოდ, „ტორპედომ“ ხარისხიანი თამაშის შედეგად, გასულ ეროვნულ ჩემპიონატში მარტვილში განცდილი მარცხისთვის(0:3) სრულფასოვანი რევანში აიღო და ამ გამარჯვებით(4:0) სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. |
|
V ტური |
15.09.2012 |
19:00 |
ტორპედო |
 |
4:0 |
 |
მერანი |
 |
| IV ტური | | 02.09.2012 16:00 |
 |
მეტალურგი |
0:4 |
ტორპედო |
 |
|
0:1 გიორგი კუხიანიძე(პენ) 49', 0:2 ზაზა ჭელიძე 61', 0:3 გიორგი ბერიაშვილი 67', 0:4 ვალერი ბოლქვაძე 85' |
| მატჩის შესახებ |
შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.
10’ - პირველი სახიფათო მომენტი თექთურმანიძემ შექმნა, საჯარიმოს შიგნიდან მისი დარტყმული ბურთი კარს ასცდა.
17’ - მარჯვენა მხარეს საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც დოლიძემ შეასრულა და მისი ჩაწოდებით „მეორე სართულზე“ თამაში ყველას ჭელიძემ დაასწრო, თუმცა ზაზა თავური არაზუსტი იყო.
32’ - რუსთაველთა შექმნილი ყველაზე რეალური საგოლე მომენტი პირველ ტაიმში - ქავთარაძემ ჩინებული შანსი გაანიავა.
39’ - განუგრავას შორეული დარტყმით ბურთი მიგინეიშვილმა დაიმორჩილა.
42’ - გრიგალაშვილის პასუხი - ამჯერად მასპინძელთა ხორვატი მეკარე ჰოსმანი დახვდა ადგილზე ბურთს. ტაიმიც უგოლოდ გაილია.
მეორე ნახევარში „ტორპედომ“ თამაში საგრძნობლად გამოაკეთა და ტაიმიც განსხვავებული სცენარით წარიმართა.
46’ – „ტორპედომ“ თამაშის განახლებიდანვე მწვავედ შეუტია და ტაიმის პირველი შეტევა საბანაძის კარში დარტყმით დასრულდა, ნიკას ოდნავ არ გაუმართლა.
49’ - რიგვავას გადაცემით რუსთაველთა საჯარიმოში შესული ბერიაშვილი წესების დარღვევით შეაჩერეს და არბიტრმა ვადაჭკორიამაც ამის დაფიქსირება არ დაახანა. პენალტი გიორგი კუხიანიძემ მშვენივრად შეასრულა და „ტორპედო“ წინ გაიყვანა - 0:1.
61’ – „ტორპედომ“ მარჯვენა მხრიდან კუთხური მოაწოდა, რის შემდგომაც საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ერმანეთის მიყოლებით სამი ტორპედოელის დარტყმულ ბურთებს მეტალურგელი მცველები არ უშვებდნენ კარისკენ, მეოთხე ცდაზე კი ზაზა ჭელიძემ აგრესიულად იმოქმედა და „ტორპედოში“ მისი პირველი გოლი გაიტანა - 0:2.
„ტორპედო“ არც ამის შემდეგ გაჩერებულა და მეტოქეს გონს მოსვლა აღარ აცალა.
67’ – ქუთაისელთა „ათიანის“ გადაწოდებით მეკარესთან პირისპირ მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გიორგი ბერიაშვილი გავიდა და უნაკლოდ დაარტყა - 0:3.
73’ - ბოლქვაძემ ტექნიკურად გადაუგდო ბურთი ტანმაღალ ჰოსმანს, თუმცა მეოთხე გოლისგან „მეტალურგი“ ხარიხამ იხსნა, თუმცაღა დროებით...
85’ - ვალერი ბოლქვაძემ თავისი გოლი მაინც გაიტანა, მასპინძელთა შეცდომით ბურთი „ტორპედოს“ 77-ე ნომერს მიუვიდა, რომელმაც იგი რუსთაველთა კარში მოათავსა - 0:4.
დარჩენილი დრო ფორმალობა იყო... ერთი აღსანიშნავი მხოლოდ ის მოხდა, რომ კუხიანიძემ ტრავმა მიიღო, რის გამოც ჩვენმა გუნდმა თამაშის ბოლო წუთები კაცნაკლულად ჩაატარა. „კუხის“ ტრავმა კი საბედნიეროდ, სერიოზული არ აღმოჩნდა.
საბოლოოდ, „ტორპედომ“ უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ რუსთავში პირველად იმარჯვა(4:0) და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. |
|
IV ტური |
02.09.2012 |
16:00 |
მეტალურგი |
 |
0:4 |
 |
ტორპედო |
 |
| III ტური | | 26.08.2012 19:00 |
 |
ტორპედო |
1:0 |
ზესტაფონი |
 |
| 1:0 გიორგი დათუნაიშვილი 90+3' |
|
| მატჩის შესახებ |
ახალი ჩემპიონატის პირველი იმერული დერბიც მისთვის ტრადიციულად, უშეღავათო პაექრობაში წარიმართა.
4’ - დოლიძის ჩაწოდებული ბურთი საბანაძემ საპენალტოს ნიშნულთან გააჩერა, დარტყმულ ბურთს კი კვასხვაძე დაუხვდა.
6’ - ზესტაფონელთა გერმანელმა ლეგიონერმა მარცხენა მხრიდან უხიფათო დარტყმით გვიპასუხა.
13’ - ბერიაშვილმა მარცხენა მახვილი კუთხიდან დაურტყა კვასხვაძეს, ამ უკანასკნელმა ბურთი გამოაგდო და შეტევა მარჯვენა ფლანგზე გაგრძელდა, იქ ბურთი დოლიძემ დაიჭირა და საჯარიმოში ჩააბრუნა, სადაც ისევ ბერიაშვილმა ითამაშა ეფექტური ილეთით, მაგრამ გიორგიმ კარს ვერ დაუმიზნა.
„ტორპედო“ ბურთით დომინირებდა და თანდათან უპირატესობასაც ეუფლებოდა.
36’ - საბანაძე სტუმართა მცველის შეცდომით დასარტყმელ ადგილზე გავიდა, თუმცა მეკარემ ბურთი ნახტომში მოიგერია.
39’ – 43’ - საბანაძისა და დათუნაიშვილის შორეული დარტყმები კარს ოდნავ გადასცდა. ტაიმიც უგოლოდ გაილია.
თამაშის მეორე 45 წუთი „ზესტაფონის“ სახიფათო მომენტებით დაიწყო. ოვონიკოკოს დამაგვირგვინებელი შეხება ბურთთან, ისევე როგორც გორგიაშვილის მიერ „ტორპედოს“ კარის მიმართულებით განხორციელებული პირველი დარტყმა უშედეგო იყო.
ამის შემდეგ კი „ტორპედომ“ „თავისი თამაში“ იპოვა და მეტოქეს მწვავედ შეუტია.
50’ - კვახაძემ კუთხურის შემდეგ თავით გადაგზავნა ბურთი ზესტაფონელთა კარში, ბურთი კვასხვაძემ გამოაგდო, დამატებაზე კი ბერიაშვილმა დაასწრო ყველას, მაგრამ თავით კარში ვერ მოახვედრა.
57’ - ბოლქვაძის შესრულებულ სტანდარტს დათუნაიშვილმა თავი მიაგება და ბურთი მცირედით ასცდა კარს.
58’ - მსაჯმა „ტორპედოს“ მიერ გატანილი ბურთი გააუქმა, ვიდეო-გამეორებაზე კი წესების დარღვევა არ ჩანდა.
60’ - კვახაძის შორიდან დარტყმით ბურთი დაბალი ტრაექტორიით წავიდა კარში, მეკარე ადგილზე დახვდა მას.
გია გეგუჩაძემ „ტორპედოს“ წინა ხაზი ბოლქვაძე-გიგაური-ფანცულაიათი გააძლიერა და ამან ჩვენი გუნდის იერიშები კიდევ უფრო სახიფათო გახადა.
75’ - საბანაძე-გრიგალაშვილის გათამაშებული კედელი ნიკას დარტყმითა და მეკარის მორიგი დამაჯარებელი თამაშით დასრულდა.
76’ - ბერიაშვილმა კარგად ჩამოიცილა მეტოქე მცველი, პირისპირ შევიდა მეკარესთან, მაგრამ მხოლოდ კუთხურს გამორჩა.
87’ - ფანცულაიას გადაცემით მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ბოლქვაძემ ცრუ მოძრაობით ორი მცველი ჩამოიშორა მის მიერ ძლიერად დარტყმულ ბურთს კი მესამე ზესტაფონელი ფეხბურთელი გადაეღობა.
როგორც აღმოჩნდა, მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი შეხვედრის კომპენსირებულ დროში მოხდა.
90+3’ – „ტორპედოს“ ნახევრიდან კვახაძემ მაღალი გადაცემა გააკეთა საბანაძის მისამართით, ნიკამ ბოლქვაძეს დაუტოვა, „ბაჩის“ ჩაწოდებულზე კი ღონღაძემ ფანცულაიას დაასწრო, თუმცა უხეიროდ მოიგერია და ახალგაზრდა ტორპედოელის აქტიურობით ბურთი გიორგი დათუნაიშვილს მიუვიდა, რომელმაც სამქულიანი დარტყმა განახორციელა და ტრიბუნებზეც სიხარულის ყიჟინა ატყდა. „გიგუშამ“ კი გოლი ტრადიციულად, ტორნადოელებთან ერთად აღნიშნა.
თამაშის მიწურულს გატანილი გოლის მიუხედავად, ქუთაისის „ტორპედომ“ დამსახურებულად მოიგო(1:0). |
|
III ტური |
26.08.2012 |
19:00 |
ტორპედო |
 |
1:0 |
 |
ზესტაფონი |
 |
| II ტური | | 18.08.2012 19:00 |
 |
დინამო (თბ) |
3:2 |
ტორპედო |
 |
| 1:1, 2:2 ჩისკო(პენ) 10', 42', 3:2 მიკელ ალვარო 72' |
0:1 ალექსანდრე კვახაძე 8', 1:2 ელგუჯა გრიგალაშვილი 12' |
| მატჩის შესახებ |
პირველობის განსაკუთრებული მატჩი ქართული „კლასიკოს“ ისტორიაშიც ასევე გამორჩეული, ემოციებითა და დრამატიზმით აღსავსე გამოდგა.
1' - მარჯვენა მახვილი კუთხიდან ძარიას მიერ დარტყმული ბურთი კარის ბადეს გარედან ხვდება.
8' - ალექსანდრე კვახაძის შესრულებული „სტანდარტიდან“ ბურთი ერთ-ერთი დინამოელის გავლით მასპინძელთა კარში შევარდა 0 :1.
10' - კოტოს წაქცევისთვის დანიშნული პენალტით, რომელიც მსაჯის პირველი საეჭვო გადაწყვეტილება იყო თამაშში, ჩისკომ ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
12' - მარცხენა ფრთიდან საბანაძის გარღვევას ბურთის საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, ახლო მანძილიდან ელგუჯა გრიგალაშვილმა ისევ წინ გაიყვანა "ტორპედო" - 1:2.
19' - მთავარი არბიტრის მიერ ეპიზოდის არაადეკვატური განსჯით ნიკა ფირცხალავამ ერთ წუთში ორი ყვითელი ბარათით მოედანი დატოვა.
24' - საბანაძის ჩაწოდებული ბურთი კვახაძემ საჯარიმოს გარედან გადაგზავნა დინამოელთა კარში, მეკარე ადგილზეა.
32' - ძარიას დარტყმულ ბურთს "ტორპედოს" კაპიტანი განმეორებით ცდაზე დაეუფლა.
ათკაციანი „ტორპედო“ მეტოქეს მატჩის სადავეების მოპოვების საშუალებას არ აძლევდა.
40' - "ტორპედოს" კარის დარაჯი საიმედოა, ამჯერად კოტოს არ გაატანინა მან.
41' - საბანაძის 25 მეტრიდან დარტყმით "დინამო" ხარიხამ "გადაარჩინა".
42' - მეკარესთან პირისპირ გასვლით, ჩისკომ საგოლედ დაარტყა - 2:2.
პირველი ტაიმი დასრულდა, ფრე 2:2.
შეხვედრის მეორე ნახევარში დაძაბულობამ პიკს მიაღწია.
47' - გრიგალაშვილმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმა ცოცხალ კედელს გაარტყა, გამოვარდნილი ბურთს მანვე დაამატა, თუმცა არაზუსტად.
58' - საბანაძის ტექნიკური დარტყმით დაბალი ტრაექტორიით წასული ბურთი მცირედით ასცდა დინამოელთა კარს.
62' - მერებაშვილის მიერ "სტანდარტიდან" დარტმული ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია.
72' - მასპინძელთა კონტრშეტევა გოლით სრულდება, ავტორი კიდევ ერთი ესპანელი მიკელ ალვაროა - 3:2.
76' - მსაჯმა რეხვიაშვილსაც მეორე „ყვითელის“ შემდეგ უჩვენა წითელი ბარათი. გუნდები მოედანზე თანაბარი რაოდენობის დარჩნენ რის შემდეგაც „ტორპედო“ გამოკვეთილ უპირატესობას დაეუფლა.
77' - გურულის გარღვევით, გიორგი მარჯვენა ფეხით თვითონვე ამთავრებს შეტევას, ზარქუა ბურთს იმორჩილებს.
80' - "ტორპედო" მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა, კუთხურის შემდეგ ჭელიძის თავური დარტყმით ბურთი სეთურიძემ კარის ხაზიდან გამოიტანა.
85' - კუთხურიდან ჩაწოდებული საბანაძემ ერთ შეხებაში მიიღო, მეორე შეხებით კარში დაარტყა, თუმცა ბურთი გადააცილა.
86' - დათუნაიშვილის "გასროლით" ზარქუამ ბურთი კუთხურზე გაჭირვებით გადააგდო.
88' - ძალზედ ხისტი თამაშისთვის დინამოელი ხიზანეიშვილიც „გააწითლეს“.
90' - ტუღუშის დარტყმით ბურთი სანტიმეტრებით სცდება მასპინძელთა კარს.
მატჩის მიწურულს „დინამოს“ მეკარე ზარქუამ ნაცვლად იმისა, რომ ბურთი თამაშში შეეყვანა, მის ზურგის მხარეს ტრიბუნაზე განთავსებულ 150-მდე „ტორპედოს“ ქომაგს მისდგა და უწმაწური სიტყვების კორიანტელი დააყენა, რის გამოც წითელი ბარათი დაიმსახურა.
დასრულებამდე ბოლქვაძესა და საბანაძეს შეეძლოთ ანგარიშის შეცვლა, თუმცა ამაოდ... გასათანაბრებლად ქუთათურებს დრო აღარ დარჩათ და გია გეგუჩაძის გაწვრთნილები მიმდინარე ჩემპიონატში პირველად დამარცხდნენ(2:3). |
|
II ტური |
18.08.2012 |
19:00 |
დინამო (თბ) |
 |
3:2 |
 |
ტორპედო |
 |
| I ტური | | 11.08.2012 19:00 |
 |
ტორპედო |
1:0 |
ზუგდიდი |
 |
| 1:0 ნიკა საბანაძე 64' |
|
| მატჩის შესახებ |
ქუთათურებს პირველობის გახსნითი შეხვედრა 2004 წლის შემდეგ არ ჰქონდათ მოგებული, ამ 8-წლიანი უსიამოვნების დარღვევას ქუთაისური გუნდი გაძლიერებულ ზუგდიდელებთან შეეცადნენ, რომელთა რიგებშიც 4-მა ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომლებიც ერთად გასული წლის ბოლოს, „ტორპედოში“ გამოდიოდნენ.
გუნდების კაპიტნების მიერ ეროვნული დროშის აღმართვისა და წუთიერი დუმილის შემდეგ, რითაც სტადიონზე მყოფმა საზოგადოებამ 2008 წელს აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებში დაღუპულ მეომრების ხსოვნას მიაგეს პატივი, ახალი ეროვნული სეზონი ქუთაისშიც გაიხსნა.
თამაში გუნდებმა სიფრთხილით დაიწყეს.
5’ - კოშკაძის თავური დარტყმით ბურთი მიგინეიშვილმა გადააგდო კუთხურზე.
17’ - დოლიძის ჩაწოდებულ ბურთს საბანაძემ ნახტომში დაარტყა თავი და სტუმართა კარს მცირედიდ ააცილა.
32’ - დავით ბოლქვაძემ „ტორპედოს“ საჯარიმოს ხაზთან მიიღო ბურთი, მეორე შეხებაში კი იგი კარს გადააცილა.
34’ - კვახაძემ კუთხურის შემდეგ დაარტყა ახლოდან კარში, ბურთი ძაგანიამ მოიგერია კუთხურზე.
36’ – ქუთაისელი გულშემატკივართათვის კარგად ნაცნობი დავით გამეზარდაშვილი თავით გზავნიდა ბურთს მასპინძელთა კარში, ბურთი მიზანს ასცდა.
მიუხედავად „ტორპედოს“ ბურთის კონტროლში უპირატესობისა პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა.
მეორე ნახევარში კი „ტორპედოს“ უპირატესობა სხვა სტატისტიკურ მონაცემშიც აისახა.
58’ - ზუგდიდელთა კარის მისადგომებთან საბანაძემ გაისწორა ბურთი, დარტყმა კი ასეთივე კარგი ვერ გამოუვიდა.
61’ - გიორგი გურულის თავგანწირულმა თამაშმა „ზუგდიდის“ თავდამსხმელს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.
64’ - მოედნის ცენტრში ბურთი ზემოთ ხსენებულმა გურულმა მიიღო, გონივრული პასი გაუკეთა ნიკა საბანაძეს, რომელიც ერთ მეტოქეს გასცდა და ძაგანიასთან პირისპირ გასულმა, მეკარესთვის აუღებელი დაარტყა - 1:0.
68’ - ყოფილმა ტორპედოელმა დავით ბოლქვაძემ ანგარიშის გათანაბრების არაჩვეულებრივი შანსი ვერ გამოიყენა.
„ტორპედოს“ ბურთით დომინირება კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა.
88’ - შეცვლაზე შესული ვალერი ბოლქვაძე სხვაობის ორამდე გაზრდასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ტორპედოელმა ნახევარმცველმა გატანა ვერ შეძლო.
თამაშის კომპენსირებულ დროში სტუმართა რიგებში მოთამაშე ვალიკო ტყემალაძემ მსაჯს მეორე ყვითელი ბარათი „გამოსტყუა“ და მოედანი თამაშის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე დატოვა.
საბოლოოდ, „ტორპედომ“ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა(1:0) და სეზონი წარმატებით დაიწყო. |
|
I ტური |
11.08.2012 |
19:00 |
ტორპედო |
 |
1:0 |
 |
ზუგდიდი |
 |
| # | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ქ |
| 1 |
დინამო თბილისი |
32 |
24 |
6 |
2 |
78 |
| 2 |
დილა |
32 |
22 |
2 |
8 |
68 |
| 3 |
ტორპედო |
32 |
19 |
7 |
6 |
64 |
| 4 |
ჩიხურა |
32 |
17 |
6 |
9 |
57 |
| 5 |
ზესტაფონი |
32 |
12 |
6 |
14 |
42 |
| 6 |
ზუგდიდი |
32 |
10 |
6 |
16 |
36 |
|