| თამაშები |
| ავსტრია | | 21.06.2013 20:00 |
 |
ტორპედო |
: |
გრიოდიგი |
 |
|
|
| მატჩის შესახებ |
|
|
ავსტრია |
21.06.2013 |
20:00 |
ტორპედო |
 |
: |
 |
გრიოდიგი |
 |
| საწვრთნელი ბაზა | | 25.03.2013 15:00 |
 |
ტორპედო |
1:1 |
დინამო (ბთ) |
 |
| 1:1 გიორგი ბერიაშვილი 60' |
0:1 ალექსანდრე ბაციკაძე 20' |
| მატჩის შესახებ |
დღევანდელი შეხვედრა მისი ფორმატიდან გამომდინარე ფრთხილ ორთაბრძოლებსა და ამასთან ერთად „ღია“ ფეხბურთის თამაშში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა წინააღმდეგ გამართულ მატჩში ქუთათურებს დაუბრუნდა ელგუჯა გრიგალაშვილი, რომელიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად საფრანგეთში იმყოფებოდა, მაგრამ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მას მონაწილეობა არ მიუღია.
თამაშის მე-20 წუთზე არბიტრმა ჭაჭუამ ჩვენი გუნდის კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომელიც ალექსანდრე ბაციკაძემ შეასრულა, მიგინეიშვილმა მისი ნიშნულიდან დარტყმული ბურთი მოიგერია, თუმცა მეორე ცდაზე სტუმართა თავდამსხმელს სამიოდე მეტრიდან გატანაში ვერავინ შეუშალა ხელი - 0:1.
პირველი ტაიმის შემდეგ გუნდების მწვრთნელებმა ცვლილებებს მიმართეს. მე-60 წუთზე ანგარიში გათანაბრდა, ბოლქვაძემ გრძელი გადაცემით დოლიძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, გრიგოლმა ტაკიძის თავს ზემოთ ბურთის გადაგდება სცადა, მაგრამ კიპერმა მოიგერია, დამატებაზე კი „დოლამ“ გიორგი ბერიაშვილს გადააწოდა პასი, რომელმაც ახლოდან დალაშქრა კარი - 1:1.
დარჩენილ ნახევარ საათში გუნდებს გატანის შანსი კიდევ ბევრი ჰქონდათ, მაგრამ მეკარეების დამაჯერებელ თამაშთან ერთად დამრტყმელებს სიზუსტე არ ყოფნიდათ. საბოლოოდ, ფრე 1:1. |
|
საწვრთნელი ბაზა |
25.03.2013 |
15:00 |
ტორპედო |
 |
1:1 |
 |
დინამო (ბთ) |
 |
| საწვრთნელი ბაზა | | 22.03.2013 15:00 |
 |
ტორპედო |
4:0 |
კოლხეთი |
 |
| 1:0 ნიკა ფირცხალავა 28', 2:0 ნიკა საბანაძე 30', 3:0 გიორგი ბერიაშვილი 38', 4:0 ნიკა ახვლედიანი 80' |
|
| მატჩის შესახებ |
დღევანდელ თამაშში ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა, საბანაძემ კარგ პოზიციაზე მყოფი ნიკა ფირცხალავა შეამჩნია და გამჭოლი პასი გაუკეთა მას, რომელიც სიტუაციაში სწრაფად გაერკვა და მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში მიუჩინა ბურთს ადგილი - 1:0. ტორპედოელთა წინ გასვლამდე ერთ-ერთ ეპიზოდში, ორთაბრძოლისას ოთარ კუსიანი დაშავდა და შესაცვლელიც შეიქნა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 30-ე წუთზე, ბოლქვაძის გადაცემით ბურთი მარცხენა მხარეს კუხიანიძემ გააჩერა და ადრესატად ნიკა საბანაძე მოძებნა, ამ უკანასკნელმაც ერთშეხებაში უპრობლემოდ გაზარდა სხვაობა - 2:0. 38-ე წუთზე, გიორგი ბერიაშვილმა მარჯვენა მხრიდან მეტოქე გუნდის მცველი და მეკარე ჩამოიშორა და ანგარიში 3:0 გახადა. შეხვედრის პირველი ნახევარიც ასე დასრულდა.
მეორე ტაიმში გია გეგუჩაძემ დუბლშემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელიც გამოცადა, მათ შორის იყვნენ დაბიუტანტებიც: გავაშელიშვილი, კაკუშაძე და ტვილდიანი, რომლებმაც გულშემატკივრებს ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვეს. პირველი ტაიმის მონაპოვარს ქუთაისელებმა კიდევ ერთი გოლი შემატეს, მე-80 წუთზე, მარჯვენა მახვილი კუთხიდან ნიკა ახვლედიანმა იაქტიურა, მარცხენა ფეხით გამოზომილად დაარტყა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 4:0. |
|
საწვრთნელი ბაზა |
22.03.2013 |
15:00 |
ტორპედო |
 |
4:0 |
 |
კოლხეთი |
 |
| ესპანეთი | | 16.02.2013 17:00 |
 |
ტორპედო |
1:1 |
სტრომსგოდსეტი |
 |
| 1:0 გიორგი ფანცულაია 40' |
1:1 აბდი 50' |
| მატჩის შესახებ |
„ტორპედოს“ სასტარტო შემადგენლობა დღევანდელ შეხვედრაში ასეთი იყო: მეკარე მიგინეიშვილი გახლდათ, კარის უსაფრთხოებაზე ასევე ზრუნავდნენ: დაცვის მარჯვენა ფლანგიდან რიგვავა, ცენტრალური ზონიდან ონიანი და ჭელიძე, მარცხნიდან კი გურული. მოედნის ცენტრის კონტროლი ძირითადად გრიგალაშვილისა და დათუნაიშვილის კისერზე იყო. მათზე წინ მარჯვნიდან დოლიძე მოქმედებდა, მარცხნიდან - ტუღუში, თავდასხმაში კი საბანაძე და ბერიაშვილი იყვნენ გამწესებულნი.
თავდაჯერებულმა ნორვეგიელებმა მატჩის დაწყებისთანავე სცადეს ჩვენი გუნდის ნახევარზე პრესინგის განხორციელება, თუმცა მალევე, მათი არჩეული სტრატეგია უფრო „მოკრძალებული“ „ტორპედოს“ შესრულებულმა მაღალი დონის თამაშმა „გახადა“.
5’ - კეიტას მიერ ჯარიმიდან გაგზავნილი ბურთი არაზუსტი გამოდგა.
აქედან მოყოლებული სრულ სათამაშო უპირატესობას ჩვენი გუნდი ფლობდა და „სტრომსგოდსეტის“ ნახევარზე დამკვიდრებული, ყველა მხრიდან უტევდა მეტოქის კარს.
8’ - მარცხენა ფლანგიდან ბერიაშვილის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მყოფმა დოლიძემ საპენალტოს ხაზთან მდგარ საბანაძეს დაუგდო, რომლის დარტყმით მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა.
10’ - ტუღუშის მიერ კარის გასწვრივ გაკეთებული სახიფათო გადაცემით ბურთს საბანაძემ ვერ შეუცვალა მიმართულება.
28’ - საბანაძე მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და მის წინააღმდეგ ნორვეგიელმა მცველმა „ბოლო იმედის ჯარიმა“ მოიპოვა, თუმცა მსაჯმა წესების დარღვევაც კი არ დააფიქსირა.
40’ - გიორგი ბერიაშვილმა კარგი გადაცემით მეკარესთან ერთი-ერთზე ტუღუში გაიყვანა, ბექამ გონივრული პასით „ტორპედოს“ მე-9 ნომერი ცარიელ კარს შეატოვა და ამ უკანასკნელმაც ეპიზოდი ლოგიკურად დაასრულა - 1:0.
42’ - სტორფლორის შორეული დარტყმით ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია.
44’ - ბერიაშვილმა კარგად შეიგდო ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიღრმეში და მარცხენა ფეხით მეკარისაგან დაუცველ კუთხეშიც კარგად გაუშვა იგი, თუმცა მეტოქე მცველმა კარის ხაზიდან შეძლო მისი გამოტანა.
45’ - მარჯვენა მხრიდან მოწოდებული კუთხურიდან „ტორპედოს“ კართან მყოფმა ტანმაღალმა თავდამსხმელმა ბურთზე თავით ითამაშა და მიზანს ააცილა. ტაიმიც „ტორპედოს“ გამარჯვებით დასრულდა - 1:0.
თამაშის მეორე ნახევრის დებიუტშივე გუნდებმა ცვლილებებს მიმართეს. გრიგალაშვილისმაგივრად თამაშში ფირცხალავა ჩაერთო.
46’ - თანაგუნდელის გადაწოდებით საჯარიმოში მყოფმა ტუღუშმა ჰაერში გააჩერა ბურთი და კარშიც დაარტყა, თუმცა მეკარემ მოუგერია მას კუთხურზე.
50’ - მოედნის ცენტრში ტუღუშმა მოიპოვა ბურთი და იგი მაშინვე მეტოქესთან ორთაბრძოლისას დაშავდა, თუმცა არც მსაჯმა და არც „სტრომსოგდსეტის“ ფეხბურთელებმა ბურთი არ გააჩერეს, კონტრშეტევა მარცხენა ფლანგიდან განვითარდა და „ტორპედოს“ საჯარიმოში გაკეთებული გადაცემით ბურთს ზუსტად დაარტყეს- 1:1.
ამის შემდგომ, ათწუთიან მონაკვეთში ნორვეგიის 5-გზის თასის მფლობელმა „ტორპედოს“ უპირატესობის განეიტრალება მოახერხა.
55’ - საჯარიმოს გარედან აფრიკელი ფეხბურთელის მიერ დარტყმული ბურთი ჩვენი კარის ძელს მოხვდა.
67’ – „ტორპედოში“ ოთხმაგი ცვლილება განხორციელდა. მოედნიდან დოლიძე, დათუნაიშვილი, ტუღუში და საბანაძე გავიდნენ, მათი ადგილი ბოლქვაძემ, გიგაურმა, მარკოზაშვილმა და ფანცულაიამ დაიკავეს.
70’ - ბოლქვაძის გრძელი გადაცემით მოწინააღმდეგის საჯარიმოს ხაზთან მარკოზაშვილმა მიიღო ბურთი, იქვე გიგაური მონახა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარემ დაიმორჩილა.
80’ - ბოლო ცვლილება ქუთაისურ გუნდში - რიგვავა ტაბატაძემ ჩაანაცვლა.
ბოლო წუთებში თამაში „ტორპედოს“ კარნახით მიმდინარეობდა. შეხვედრის მიწურულს დღევანდელი დუელის ბედის გადაწყვეტა ფანცულაიას შეეძლო, მაგრამ გიორგის ბურთის დარტყმისას ოდნავ არ გაუმართლა და მეტოქემაც მატჩი ფრემდე მიიყვანა - 1:1.
|
|
ესპანეთი |
16.02.2013 |
17:00 |
ტორპედო |
 |
1:1 |
 |
სტრომსგოდსეტი |
 |
| ესპანეთი | | 13.02.2013 19:30 |
 |
ტორპედო |
1:1 |
ოცელული |
 |
| 1:1 გიორგი ფანცულაია 68' |
0:1 კოსმინ ვანკეა 65' |
| მატჩის შესახებ |
შეხვედრის, რომლის ხილვა გულშემატკივრებს ინტერნეტით შეეძლოთ, საწყისი წუთები, ისევე, როგორც მთლიანად მატჩი, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.
7’ - გიგაურის შორეულმა დარტყმამ შედეგი ვერ გამოიღო.
15’ - ცინცაძემ უძლიერესად დაჰკრა ბურთს 30 მეტრიდან, რუმინელმა მეკარემ გაჭირვებით მოუგერია მას კუთხურზე.
20’ - ოსტატობის გამოვლენა მოუხდა ქვილითაიასაც, რომელმაც ბრაზილიელი დიდის დარტყმული გააუვნებელყო.
28’ - კაპიტნის სამკლავურით მოთამაშე დათუნაიშვილის პასით ფანცულაიამ მარცხენა მახვილი კუთხიდან მეტოქის კარის ბადეს გაარტყა ბურთი - ოღონდ გარედან. პირველი ტაიმის დარჩენილი დრო ძირითადად თანაბარ ორთაბრძოლებში მიმდინარეობდა.
მეორე ორმოცდახუთ წუთში მატჩის ტემპმა იმატა და სახიფათო მომენტებიც მოხშირდა.
47’ - დღევანდელ მატჩში საიმედოდ მოთამაშე ქვილითაიამ გაზალეს დარტყმული ბურთიც არ გაუშვა.
53’ – 25 მეტრის მოშორებით ბოლქვაძის დარტყმულ ბურთს „ოცეულის“ მეკარე დაეუფლა.
ამის შემდეგ „ტორპედოში“ ცვლილებები განხორციელდა. გია გეგუჩაძემ კვარაცხელიასთან ერთად თამაშში ახალგაზრდა ფეხბურთელები: ახვლედიანი(17 წლის), გოგიჩაიშვილი(18 წლის) და მარკოზაშვილი(18 წლის) ჩართო.
65’ - დაცვითი ხაზის შეუთანხმებელი მოქმედებით კოსმინ ვანკეამ ისარგებლა და მისიანები წინ გაიყვანა - 0:1.
68’ - წონასწორობა მალევე აღდგა, ახვლედიანის გადაცემით გიორგი ფანცულაიამ საჯარიმოს გარედან მეტოქის ფეხბურთელებს შორის გააძვრინა ბურთი, რომელიც კარშიც ზუსტად წავიდა - 1:1.
70’ - ფანცულაიას მიერ სახიფათოდ დარტყმული ბურთი შეცვლაზე შესულმა სერბმა კიპერმა დაიმორჩილა.
74’ - ჯარიმიდან ცინცაძის მიერ დაბალი ტრაექტორიით დარტყმული ბურთი მეკარემ ნახტომში გააჩერა. იქამდე კი ქვილითაიამ კიდევ ერთხელ იყოჩაღა და ჩვენი კარი გაშვებული გოლისგან გადაარჩინა.
78’ - რუმინელებმა კედელი გაითამაშეს, გადამწყვეტი დარტყმა არაზუსტად შესრულდა.
82’ - ბოლქვაძის შესრულებული საჯარიმო დარტყმა წარუმატებელი გამოდგა.
84’ - კუთხურის შემდეგ ქვილითაიამ არ გაატანინა მეტოქეს.
საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეიცვალა და გუნდებმა საბრძოლო ფრე დააფიქსირეს(1:1). |
|
ესპანეთი |
13.02.2013 |
19:30 |
ტორპედო |
 |
1:1 |
 |
ოცელული |
 |
| მარბელას თასი | | 10.02.2013 19:00 |
 |
ტორპედო |
2:4 |
დინამო კიევი |
 |
| 1:4 დათა რიგვავა 73', 2:4 ნიკა საბანაძე 83' |
0:1 ანდრეი იარმოლენკო 26', 0:2 ადმირ მეხმედი 37', 0:3 რომან ბეზუსი 57', 0:4 ნიკო კრანჩარი 62' |
| მატჩის შესახებ |
კიეველებთან მატჩში „ტორპედო“ 4-4-2 სქემით განლაგდა მოედანზე. დაცვას მარცხნიდან მარჯვნივ: ტაბატაძე, გურული, ონიანი და რიგვავა აკონტროლებდნენ(ყველა მათგანმა შეუცვლელად ითამაშა). მათ წინ ჭელიძე და კუხიანიძე მოქმედებდნენ, მარჯვენა გარემარბი დოლიძე, მარცხენა კი გრიგალაშვილი იყო. რაც შეეხება თავდამსხმელებს, ამ პოზიციაზე ტუღუში და ბერიაშვილი თამაშობდნენ.
ქართველებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ ისევე, როგორც მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში, დებიუტშიც ბოლო ფაზაში მოიკოჭლებდნენ.
6’ - მარცხენა ფლანგზე დანიშნული ჯარიმიდან პორტუგალიელმა ველოსომ ბურთი ტორპედოელთა კარის ბადეს გარედან მოარტყა.
ჩვენს გუნდს სითამამე არ აკლდა და ფეხბურთელები კომბინაციურ თამაშთან ერთად შუახაზში მეტოქის ორთაბრძოლების დაახლოებით 70 პროცენტსაც იგებდნენ, მაგრამ საჯარიმოს ხაზთან მისულები ბურთს კარგავდნენ.
22’ - ნიგერიელი ტაივუს ჩაწოდებით გუსევის თავური დარტყმით ბურთი მიგინეიშვილს მიუვიდა ხელებში.
26’ - მარცხენა მხრიდან შვეიცარიელი მეხმედის გენიალური პასით წინ გამსვლელი გოლი ანდრეი იარმოლენკომ გაიტანა - 0:1.
30’ - გრიგალაშვილი ლამობდა შორი დისტანციიდან გატანას, თუმცა ბურთი კარს ვერ დაუმიზნა.
36’ - საჯარიმო დარტყმით უკრაინელმა ფეხბურთელმა ბურთი „ტორპედოს“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მასზე პირველმა ადმირ მეხმედმა ითამაშა და 0:2. ტაიმიც ასეთი ანგარიშით დასრულდა.
თამაშის მეორე ნახევარში გუნდებმა ცვლილებებს მიმართეს. ტაიმის საწყისი 20 წუთი დინამოელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც კიდევ ორ გატანილ გოლში აისახა. 57-ე წუთზე რომან ბეზუსმა ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში, 62-ე წუთზე კი ხორვატი ნიკო კრანჩარის ლამაზი გოლი ვიხილეთ - 0:4.
62’ - „ტორპედოს“ კაპიტანი მეტოქეს ფეხებში ჩაუხტა და პირისპირ გასვლით ანგარიშის გაზრდის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ თამაშში მის ნაცვლად მაქსიმე ქვილითაია ჩაერთო, რომელმაც ასევე არ გაატანანინა მასთან ერთი-ერთზე მყოფ „დინამოს“ ფეხბურთელს.
73’ - დათა რიგვავას გასროლით ბურთი გზაში ერთ-ერთ უკრაინელ მცველს მოხვდა და უეფას 2-გზის გამარჯვებულის კარში აღმოჩნდა - 1:4.
გატანილმა გოლმა ტორპედოელები მეტად შეაგულიანა და თამაშის დარჩენილი დრო მეტწილად ჩვენი გუნდის ბურთთან კონტროლით მიმდინარეობდა.
80’ - გრიგალაშვილი ისე გასცდა ორ მეტოქეს, რომ მათ თავი ვერ შეიკავეს და ერთმანეთს შეეჯახნენ, ელგუჯამ კარგი პასით ბერიაშვილი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ გიორგის კიპერზე ბურთის თავზე გადაგდების მცდელობა უშედეგო იყო.
83’ - ონიანის გადაცემით შეცვლაზე შესულმა ნიკა საბანაძემ მეკარესთან პირისპირ ამ უკანასკნელს შანსი არ დაუტოვა - 2:4.
საბოლოოდ, ბოლო წუთებში „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა ვერაფერი შეცვალეს და დღევანდელი უხვგოლიანი მატჩის მოგებით(4:2) „მარბელას თასის“ მე-3 ადგილზე კიევის „დინამო“ გავიდა, ქუთათურებმა კი ტურნირი მე-4 ადგილზე დაასრულეს. |
|
მარბელას თასი |
10.02.2013 |
19:00 |
ტორპედო |
 |
2:4 |
 |
დინამო კიევი |
 |
| მარბელას თასი | | 07.02.2013 19:00 |
 |
ტორპედო |
1:2 |
დინამო (ბუქ) |
 |
| 1:2 გრიგოლ დოლიძე 83' |
0:1, 0:2 ლონელ დანკიულესკუ 9', 54' |
| მატჩის შესახებ |
სანამ უშუალოდ, მატჩის აღწერას შემოგთავაზებთ, მანამ ჩვენი გუნდის ფეხბურთელთა სასტარტო განლაგებაზე მოკლედ მოგახსენებთ. გია გეგუჩაძემ დაცვითი ხაზის ზონებში მარჯვნივ ტაბატაძე, შუაში ონიანი-ცინცაძედა მარცხნივ გურულიგაამწესა. ნახევარდაცვის შუა რიგიდან ფირცხალავა და ჭელიძე ეხმარებოდნენ მათზე წინ მყოფ ფანცულაიასა(მარცხნივ) და ტუღუშს(მარჯვნივ), გამოკვეთილ თავდამსხმელად კი ბერიაშვილი ირჯებოდა.
ახლა კი შეხვედრაზე გადავიდეთ, რომელიც სწრაფ ტემპში დაიწყო.
2’ - მეტოქის საჯარიმოს მარცხენა მხარეს მყოფმა ბერიაშვილმა მაღალი ტრაექტოორით ჩააწოდა ბურთი კარის გასწვრივ, სადაც ტუღუშმა მიუსწო მას, თუმცა კუთხე ძალზედ მახვილი იყო და ბექამ ვარდნაში დარტყმით ბურთი კარში ვერ გაგზავნა.
9’ - მეტოქის პირველი გადმოსვლა ჩვენს ნახევარზე გოლით დასრულდა. მარჯვენა მხრიდან ჩაწოდებით საგოლე თავურის დარტყმაში 36 წლის ლონელ დანკიულესკუს ხელი ვერავინ შეუშალა - 0:1.
18’ - გრიგალაშვილის შორეული დარტყმით ბურთი მეკარე ბალგრადეანმა დაიმორჩილა.
25’ - რუმინელთა სახიფათო დარტყმა კუთხურით დამთავრდა.
28’ - ჯარიმიდან ტუღუშმა გაუშვა ბურთი კარისკენ, მაგრამ „ჩარჩოს“ ვერ გაარტყა.
38’ - ტუღუშმა კიდევ ერთხელ გადააცილა კარს საჯარიმოს გარედან.
ტაიმის ბოლოს მომენტები გაიცვალა, ჯერ გრიგალაშვილმა ვერ იმოქმედა ზუსტად, პასუხი კი კურტეანმა გაგვცა, რომელმაც ოდნავ ააცილა მიზანს. ჩვენი გუნდის უპირატესობა სახიფათო მომენტების შექმნაში აშკარა იყო.
გასულ ნახევარში მოვოვებული უპირატესობა მეორე ტაიმში „ტორპედომ“ კიდევ უფრო გაზარდა. ტაიმის დასაწყისში ქუთაისელთა რიგებში ცვლილებები მოხდა, დანარჩენებთან ერთად თამაშში ჩაერთო - ტრავმამორჩენილი გიორგი დათუნაიშვილიც.
54’ - კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ მოგერიებული ბურთი დინამოელმა თავით ჩააბრუნა მეკარის ბაქანთან, სადაც ოფსაიდის ზღვარზე მყოფი ლონელ დანკიულესკუ იმყოფებოდა, ამ უკანასკნელმა ბურთთან ერთი შეხებით დუბლი შეასრულა - 0:1.
„ტორპედომ“ იერიშების კასკადი მოაწყო და ფაქტობრივად, „ცალკარაც“ იყო - რუმინელები მხოლოდ თავის დაცვაში ფიქრობდნენ.
78’ - რიგვავას პასით საჯარიმოში მყოფმა დოლიძემ დაარტყა ძლიერად და არაზუსტად.
83’ - დათუნაიშვილმა კარგ პოზიციაზე მოძრავ კუხიანიძეს გაუკეთა პასი, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და გრიგოლ დოლიძის მისამართით შეაგორა ბურთი, მეტოქე მცველების გარემოცვაში მდგარმა „ტორპედოს“ 22-ე ნომერმა უმალვე მიიღო, გაისწორა, კარის „ცხრიანში“ ჩასვა იგი და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 1:2.
86’ - დათუნაიშვილის მიერ საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული ბურთი მაკედონიელმა ნაუმოვსკიმ მოიგერია ნახტომში.
88’ - ზემოთ ხსენებულ მეკარესთან პირისპირ კვარაცხელია გავიდა, მაგრამ კარის დარაჯი ვერ მოატყუა და ბურთიც დაიკარგა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში „კვარას“ კუნთი გაეჭიმა და მის ნაცვლად მარკოზაშვილმა ითამაშა.
საბოლოოდ, საფინალო სასტვენმა ბუქარესტელებს „სულზე მოუსწრო“ და ფინალშიც ისინი("ატლეტიკო" პარანენსეს წინააღმდეგ) ითამაშებენ. |
|
მარბელას თასი |
07.02.2013 |
19:00 |
ტორპედო |
 |
1:2 |
 |
დინამო (ბუქ) |
 |
| მარბელას თასი | | 04.02.2013 14:00 |
 |
ტორპედო |
2:1 |
რაპიდი (ბუქ) |
 |
| 1:1 გიორგი ფანცულაია 63' |
1:0 ნიკოლაე გრიგორე 24' |
| მატჩის შესახებ |
ისევე, როგორც აღნიშნულზე ტურნირზე ჩასატარებელი მომავალი თამაშების, სტადიონ „სან პედროზე“ გამართული დღევანდელი შეხვედრის ხილვაც ჩვენს ვებ-გვერდზე მითითებული ინტერნეტ პორტალების ბმულების მეშვეობით იყო შესაძლებელი.
თავდაპირველად, გია გეგუჩაძემ 4-4-2 სქემით გაიყვანა გუნდი მოედანზე. დაცვის მარჯვენა ფლანგს რიგვავა აკონტროლებდა, ცენტრალურ მცველებად: ცინცაძე და ონიანი მოქმედებდნენ, გიორგი კუხიანიძე და ზაზა ჭელიძე ნახევარდაცვის საყრდენს ამაგრებდნენ. მარჯვენა-მარცხენა გარემარბები კი შესაბამისად, დოლიძე და გრიგალაშვილი იყვნენ. რაც შეეხება ფორვარდებს, ამ ფუნქციებს საბანაძე და ბერიაშვილი ასრულებდნენ.
რუმინეთის 3-გზის ჩემპიონთან მატჩი ქუთაისელთა აბსოლუტური სათამაშო უპირატესობით წარიმართა. „რაპიდს“ იშვიათად ეძლეოდა შეტევაში გადასვლის საშუალებაც, ამის „მიზეზი“ კი ტორპედოელთა მაღალპროცენტული ბურთის ფლობა იყო. ასეთი თამაშის ფონზე ძალზედ ალოგიკური იყო ჩვენს კარში გასული გოლი, რომელიც უფრო მსაჯის „შემოქმედება“ იყო. 24-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა „ტორპედოს“ კაპიტანზე თავდასხმა კორეელმა არბიტრმა არაფრად ჩააგდო და ჩვენი კარიდან ხუთიოდე მეტრში თავისუფალი დარტყმა დანიშნა. რუმინელებმა ჯარიმა გაითამაშეს და საგოლე დარტყმა ნიკოლაე გრიგორემ მიითვალა - 0:1. აქამდე იყო, გრიგალაშვილისა და რიგვავას არაზუსტი შორეული დარტყმები.
პირველ ტაიმში შექმნილი მომენტებიდან კიდევ გამოსარჩევი იყო, 39-ე წუთზე ონიანის მიერ ჯარიმიდან კარს მცირედიდ აცილებული ბურთი. 45-ეზე კი კუთხური დოლიძემ შეასრულა, ბერიაშვილს ხელსაყრელი მომენტი შეექმნა, მაგრამ მან თავით გატანა ვერ შეძლო.
მეორე ტაიმის დასაწყისში მდევრის რანგში მყოფ „ტორპედოში“ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, მოედანზე შევიდნენ: ფირცხალავა, გიგაური, ბოლქვაძე, ფანცულაია, ტუღუში, კვარაცხელია და ტაბატაძე(55-ე წუთზე), შესაბამისად, ცინცაძის, კუხიანიძის, დოლიძის, გრიგალაშვილის, საბანაძის, ბერიაშვილის და რიგვავას ნაცვლად. ამან თამაში კიდევ უფრო ერთფეროვანი გახადა - ქართველთა ულევი იერიშებით.
უამრავი უშედეგო მცდელობის მიუხედავად მეტოქის ნახევარზე დამკვიდრებულმა ქუთათურებმა „რაპიდის“ კარს გასაღები მაინც უპოვეს. 63-ე წუთზე მეტოქის დაცვის ფლანგზე ტუღუშმა ითამაშა მოხერხებულად, ოპონენტ ფეხბურთელს მარტივად აართვა ბურთი, გზად ერთი ფეხბურთელიც ჩამოიტოვა და კართან მიახლოვებულმა ჩააწოდა, იქ ბურთს გიორგი ფანცულაია დახვდა და იგი თავიდან ერთ შეხებაში ქუსლით გზავნიდა მას კარისკენ, მაგრამ მეტოქე მცველმა არ გაუშვა, თუმცა გიორგი მომენტს არ გამოეთიშა და ჩამატებაზე დალაშქრა კარი - 1:1.
მეორე ტაიმში რუმინელებს მხოლოდ ერთი მომენტი შეექმნათ, მარჯვენა მხრიდან დიკას მიერ დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა ხელთათმანებზე „მიიწება“.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა და ტურნირის დებულების თანახმად, გამარჯვებულის გამოსარკვევად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც გია გეგუჩაძის შეგირდებიდან ზუსტი დარტყმები ფირცხალავამ, გურულმა, ტუღუშმა და ერთი პენალტის მომგერიებელმა(ერთიც რუმინელმა ფეხბურთელმა კარს ააცილა) კაპიტანმა თვით ომარ მიგინეიშვილმა უნაკლოდ შეასრულეს(4:3) და „ტორპედო“ „მარბელას თასის“ ნახევარფინალში გაიყვანეს. |
|
მარბელას თასი |
04.02.2013 |
14:00 |
ტორპედო |
 |
2:1 |
 |
რაპიდი (ბუქ) |
 |
| ცენტრალური | | 29.01.2013 15:30 |
 |
ტორპედო |
7:0 |
სამგურალი |
 |
| 1:0 გიორგი ონიანი 9', 2:0 ნიკა საბანაძე 25', 3:0 გიორგი კუხიანიძე(პენ) 58', 4:0 ვახტანგ კვარაცხელია 65', 5:0, 6:0, 7:0 გიორგი ფანცულაია 74', 80', 88' |
|
| მატჩის შესახებ |
|
|
ცენტრალური |
29.01.2013 |
15:30 |
ტორპედო |
 |
7:0 |
 |
სამგურალი |
 |
| საწვრთნელი ბაზა | | 26.01.2013 13:00 |
 |
ტორპედო |
13:0 |
საპოვნელა |
 |
| 1:0 თეიმურაზ მარკოზაშვილი 8’, 2:0 ვახტანგ კვარაცხელია 13’, 3:0 გიორგი ფანცულაია 14’, 4:0 ნიკა საბანაძე 23’, 5:0 თეიმურაზ მარკოზაშვილი 27’, 6:0 ვახტანგ კვარაცხელია 50’, 7:0 გიორგი ფანცულაია 57’, 8:0, 9:0 ნიკა საბანაძე 70’, 72’, 10:0 ვახტანგ კვარაცხელია 78’, 11:0 გიორგი ფანცულაია 85’, 12:0 დათო პეტავა 87’, 13:0 გიორგი ფანცულაია 88’ |
|
| მატჩის შესახებ |
|
|
საწვრთნელი ბაზა |
26.01.2013 |
13:00 |
ტორპედო |
 |
13:0 |
 |
საპოვნელა |
 |
| საწვრთნელი ბაზა | | 26.01.2013 |
 |
ტორპედო |
2:0 |
შუქურა |
 |
| 1:0 ბექა ტუღუში 18', 2:0 გრიგოლ დოლიძე 60' |
|
| მატჩის შესახებ |
|
|
საწვრთნელი ბაზა |
26.01.2013 |
|
ტორპედო |
 |
2:0 |
 |
შუქურა |
 |
| ცენტრალური | | 22.01.2013 14:00 |
 |
ტორპედო |
0:2 |
სამტრედია |
 |
|
0:1 თამაზ კიკაბიძე 2', ნიკა ჩიხლაძე 28' |
| მატჩის შესახებ |
| დღევანდელ მატჩს იანვრისთვის შეუფერებელი სითბო და მზიანი ამინდი დაემთხვა. ამხანაგურ დერბის 500-მდე ადგილობრივი გულშემატკივარი დაესწრო. შეხვედრაში გია გეგუჩაძემ 21 ფეხბურთელი გამოსცადა. თამაშის ბედი კი მე-2 და 28-ე წუთებზე გატანილმა თამაზ კიკაბიძისა და ნიკა ჩიხლაძის გოლებმა გადაწყვიტა. სტუმრებმა თავდაუზაგავი თამაშის ხარჯზე კარი „მშრალად“ შეინახეს და ანგარიშით 2:0 მოიგეს, რის შემდეგაც „ცენტრალურზე“ შეკრებილმა პუბლიკამ ისინი ტაშით გააცილა მოედნიდან. |
|
ცენტრალური |
22.01.2013 |
14:00 |
ტორპედო |
 |
0:2 |
 |
სამტრედია |
 |
| ტრაბზონი | | 13.10.2012 18:00 |
 |
ტრაბზონსპორი |
1:0 |
ტორპედო |
 |
| 1:0 ემრე გიურალი 82' |
|
| მატჩის შესახებ |
მატჩის საწყისი წუთები მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა ტაიმის შუაში იყო 10-15-წუთიანი მონაკვეთი, როცა „ტორპედომ“ ყოველგვარ სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე. გია გეგუჩაძემ გუნდი ჩვეული, 4-4-2 სათამაშო სქემით განალაგა მოედანზე. დაცვაში ძირითადის ფეხბურთელები: კვახაძე, ჭელიძე, გურული და რიგვავა, შუა ხაზში: მარჯვნიდან დოლიძე, ცენტრალურებად: გიგაური, ბოლქვაძე და მარცხნიდან კუხიანიძე, თავდამსხმაში კი საბანაძე-ტუღუშის დუეტი იყო.
7’ – „ტორპედოს“ საჯარიმოში მარჯვენა მხრიდან გადაცემა გაკეთდა, რომელიც ემრე გიურალმა გააგრძელა დარტყმით, ქვილითაიამ ბურთი მოიგერია.
11’ - ქუთაისელთა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა, საიდანაც საჯარიმოში ჩაწოდება მოხდა, ბურთი თურქ მცველს მოხვდა და ისე გადავიდა მოედნის მიღმა, ტორპედოელები საჯარიმოში ხელით თამაშის დაფიქსირებას საფუძვლიანად ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა მხოლოდ კუთხურის ნიშნულისკენ მიუთითა.
15’ - დოლიძის მიერ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.
18’ - გერმანელი იოზბეკის დარტყმულ ბურთზე „მაქსიმ“ ითამაშა დამაჯერებლად.
20’ - ტუღუშის აქტიურობით გიგაურმა დაარტყა საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი, თუმცა არაზუსტად.
23’ - იუმლუს თავური დარტყმა ახლოდან და ბურთი „ტორპედოს“ კარის ძელს მოხვდა.
24’ - ქართველთა საპასუხო იერიში, ბოლქვაძემ 25 მეტრიდან დაარტყა, ბურთმა კარს ზემოდან ჩაუქროლა.
28’ - მალევე, მეტოქის საჯარიმოში მარცხენა მხარეს მყოფმა კუხიანიძემ მოჭრილად და სახიფათოდ დაარტყა, ბურთი „ჩარჩოში“ არ მოხვდა.
31’ - ბრაზილიელი ჰენრიკეს სამიოდე მეტრიდან ძლიერი დარტყმით ქვილითაიას სწორი პოზიცია ჰქონდა არჩეული და ურთულესი ბურთი მიგერია.
42’ - გურულის მიერ საჯარიმოში ბურთის ჩაწოდების შემდეგ მეორე ეპიზოდი იყო, როცა ტორპედოელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ.
45’ - ჩვენი გუნდის საჯარიმოში მდგარმა ემრე გიურალმა შემობრუნებით დაარტყა, „ტორპედოს“ პირველი ნომერი ამ ბურთსაც გაუმკლავდა და ტაიმიც 0:0 დასრულდა.
მეორე ნახევარშიც მსგავსი სურათი იყო მოედანზე - „ტრაბზონსპორის“ უპირატესობა, რომელიც დასვნით ტაიმში 10 წუთით „ტორპედოს“ ხელშიც იყო. მოედანზე შეცვლაზე შევიდნენ: გრიგალაშვილი, დათუნაიშვილი, ფირცხალავა და ბერიაშვილი.
49’ - ფირცხალავამ ბურთი ძლიერად გაიგდო წინ, არა და ოდნავ რომ ძალა დაეკლო მისთვის მეკარესთან პირისპირ გადიოდა.
60’ - ტრაბზონსპორელთა კონტრშეტევით აიკუტის დარტყმულ ბურთზე კვლავ მაქსიმემ იყოჩაღა. საერთოდაც ჩვენი მეკარე ამ მატჩში ძალიან კარგად გამოიყურებოდა.
67’ - ამჯერად ემერსონის თავური დარტყმით დაიმორჩილა ბურთი მაქსიმ.
მეორე ტაიმში საგოლე მომენტებთან ერთად მოხშირდა ჯარიმებიც.
75’ - დათუნაიშვილის ჭკვიანური დარტყმით მასპინძელთა მეკარემ „ცხრიანიდან“ ჩამოიღო ბურთი.
82’ - მარცხენა მხრიდან გადაწოდებული პასი საჯარიმოში მყოფ ემრე გიურალს მიუვიდა, რომლის დარტყმის შემდეგაც ქვილითაიამ საკუთარი კარის მშრალად შენახვა ვეღარ მოახერხა და თურქებიც დაწინაურდნენ - 1:0.
დარჩენილ დროში „ტორპედო“ გააქტიურდა, 88-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ყველას კვარაცხელიამ დაასწრო, რომელიც 73-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მან თავით გადაგზავნა ბურთი კარისკენ და შეცვლაზე შესულმა მეკარემ ძალზედ დამაჯერებელი მოქმედებით ბურთი ხელებში გაიჩერა. შორიდან ფირცხალავასა და იოსელიანის დარტყმები უშედეგო იყო. თავიანთი მხრივ მასპინძლებმაც რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაანიავეს და საბოლოოდ, მატჩი 1:0 „ტრაბზონსპორის“ გამარჯვებით დასრულდა. |
|
ტრაბზონი |
13.10.2012 |
18:00 |
ტრაბზონსპორი |
 |
1:0 |
 |
ტორპედო |
 |
| საწვრთნელი ბაზა | | 11.09.2012 17:00 |
 |
ტორპედო |
1:1 |
კოლხეთი |
 |
| 1:0 გიორგი ფანცულაია 72' |
1:1 ლაშა ქებაძე 88' |
| მატჩის შესახებ |
გუნდების მიერ საგოლე მომენტების შექმნის მიუხედავად, მატჩის პირველ ტაიმში უგოლო ფრე დაფიქსირდა.
მეორე ნახევრის დასაწყისში მასპინძლებმა საბანაძის წაქცევისთვის პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, ნიშნულთან კუხიანიძე მივიდა, რომელმაც ბურთი კარს ააცილა.
ტორპედოელებმა დაწინაურება მაინც შეძლეს - 72-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ ნახევარი მოედანი ბურთიანად სწრაფად გაირბინა, მარცხენა მხრიდან საჯარიმოში შეღწეულმა მცველების გარემოცვაში დაარტყა და მეკარისაგან მარცხენა მაღალ კუთხეში ულამაზესი გოლი შეაგდო - 1:0.
75-ე წუთზე მსაჯთან კამათისთვის ლექსო კვახაძემ წითელი ბარათი მიიღო და „ტორპედომ“ დარჩენილ წუთებში კაცნაკლულად ითამაშა.
შეხვედრის 88-ე წუთზე ფოთელთა ერთ-ერთი უკანასკნელი შეტევა ყოფილი ტორპედოლის ლაშა ქებაძის ძლიერი და შედეგიანი დარტყმით დაბოლოვდა - 1:1. საბოლოოდ, ეს მატჩიც ისეთივე ანგარიშით დასრულდა, როგორც პირველობის დაწყებამდე ამავე სპარინგ-პარტნიორთან გამართული ამხანაგური შეხვედრა. |
|
საწვრთნელი ბაზა |
11.09.2012 |
17:00 |
ტორპედო |
 |
1:1 |
 |
კოლხეთი |
 |
| საწვრთნელი ბაზა | | 08.09.2012 17:30 |
 |
ტორპედო |
2:2 |
ჩიხურა |
 |
| 1:1 გიორგი ფანცულაია(მეორე ტაიმში), 2:1 მერაბ გიგაური(მეორე ტაიმში) |
0:1 დავით ოდიკაძე(მეორე ტაიმში), 2:2 გაგა ჩხეტიანი(მესამე ტაიმში) |
| მატჩის შესახებ |
გუნდების შეთანხმებით, შეხვედრა სამი ორმოცწუთიანი ტაიმისგან შედგებოდა, რასაც ორივე მხარისთვის რიგი პლიუსები ჰქონდა.
თამაშის პირველმა ტაიმმა „მშრალად“ ჩაიარა. მეორე ტაიმის მე-10 წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს - მოედნის მარჯვენა ფრთიდან დაახლოებით 30-მეტრიანი დარტყმით გატანა დავით ოდიკაძემ შეძლო - 0:1.
ტორპედოელებს 10 წუთი დაჭირდათ, ანგარიშის მათ სასიკეთოდ შესასცვლელად. მე-15 წუთზე ბოლქვაძის კარგი გადაცემის შემდეგ გიორგი ფანცულაიამ ლამაზი დარტყმით გაათანაბრა - 1:1. მე-20 წუთზე კი იოსელიანის პასით ბურთი კარში მერაბ გიგაურმა შეაგდო - 2:1.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში მესამე ტაიმის მე-5 წუთზე დაფიქსირდა - კართან ახლოს მყოფი გაგა ჩხეტიანის ზუსტი დარტყმით, ფრე 2:2. |
|
საწვრთნელი ბაზა |
08.09.2012 |
17:30 |
ტორპედო |
 |
2:2 |
 |
ჩიხურა |
 |
| ცენტრალური | | 05.08.2012 19:00 |
 |
ტორპედო |
5:2 |
ჩიხურა |
 |
| 1:2 გიორგი ბერიაშვილი 32', 2:2 ელგუჯა გრიგალაშვილი 34', 3:2 ნიკა საბანაძე 41', 4:2 გიორგი კუხიანიძე 48', 5:2 თეიმურაზ მარკოზაშვილი 87' |
0:1 დავით კირკიტაძე 16', 0:2 ბესიკ დეკანოიძე 23' |
| მატჩის შესახებ |
შეხვედრას, რომელიც შვიდგოლიანი გამოდგა, 800-მდე ადგილობრივი გულშემატკივარი დაესწრო.
მატჩი სტუმრებმა შემართულად დაიწყეს და უკვე 23-ე წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობა შეიქმნეს - მე-16 წუთზე ყოფილი ტორპედოელის დავით კირკიტაძის, ხოლო შვიდ წუთში ბესიკ დეკანოიძის დარტყმები შედეგიანი იყო.
ამის შემდეგ, „ტორპედო“ გამოცოცხლდა თამაში 9 წუთში შემოატრიალა.
32-ე წუთზე კვახაძის თავური დარტყმით სომხიშვილის მიერ მოგერიებული ბურთი „ჩიხურას“ კარში გიორგი ბერიაშვილმა მოათავსა და მეოთხე ამხანაგურ მატჩში თავისი მესამე გოლი გაიტანა. 34-ეზე კი მეტოქის საჯარიმოში შესულმა საბანაძემ ელგუჯა გრიგალაშვილს დაუტოვა ბურთი, რომელმაც ანგარიში საყაიმო გახადა - 2:2.
41-ე წუთზე ნიკა საბანაძის მცირე შედევრით უკვე მასპინძლები დაწინაურდნენ - „ტორპედოს“ 21 წლის თავდამსხმელმა საჯარიმოს გარედან მარჯვენა ფეხით ტექნიკურად დაარტყა და ბურთი ძელის გავლით კარში შევარდა. „ტორპედომ“ ტაიმი 3:2 მოიგო.
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე, ტრავმის გამო ორკვირიანი უქმობის შემდეგ, მოედანზე გიორგი კუხიანიძე გამოვიდა, რომლის ჯერიც მისი გამოსვლიდან სამ წუთში დადგა, „კუხიმ“ საჯარიმოს ხაზიდან ლამაზი დარტყმით ანგარიში 4:2 გახადა.
87-ე წუთზე კი შეხვედრის საბოლოო ანგარიში ახალგაზრდა თეიმურაზ მარკოზაშვილის გოლით დაფიქსირდა - 5:2. ეს ბოლო ტესტ-მატჩი იყო, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე ჩაატარა. |
|
ცენტრალური |
05.08.2012 |
19:00 |
ტორპედო |
 |
5:2 |
 |
ჩიხურა |
 |
| ცენტრალური | | 02.08.2012 18:00 |
 |
ტორპედო |
0:0 |
მერანი |
 |
|
|
| მატჩის შესახებ |
აღსანიშნავია, რომ „ტორპედოს“ შემადგენლობაში პირველად თამაშობდა ახალწვეული აკაკი წყაროზია, რომელიც მატჩის 22-ე წუთზე იძულებით შესაცვლელი გახდა - განაპირა მცველს მხარი ამოუვარდა და საავადმყოფოში წასაყვანი შეიქნა. ასევე, შეხვედრის მეორე ტაიმში თამაშში ჩაერთო უკვე „ტორპედოში“ ჩარიცხული ცენტრალური მცველი ნიკა სანდოხაძე.
მატჩი თანაბარ ორთაბრძოლებში მიმდინარეობდა და ლოგიკურად, ფრედ 0:0 დასრულდა. ტორპედოელთაგან გოლის გატანასთან ახლოს: დოლიძე, იოსელიანი, ფანცულაია და გრიგალაშვილი იყვნენ. |
|
ცენტრალური |
02.08.2012 |
18:00 |
ტორპედო |
 |
0:0 |
 |
მერანი |
 |
| ცენტრალური | | 30.07.2012 19:00 |
 |
ტორპედო |
2:1 |
დინამო (ბთ) |
 |
| 1:1 ნიკა საბანაძე 19', 2:1 გიორგი ბერიაშვილი 65' |
0:1 ამირან აბუსელიძე 4' |
| მატჩის შესახებ |
მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-4 წუთზევე „ტორპედოს“ საჯარიმოს მისადგომებთან მყოფი ამირან აბუსელიძის მიერ დარტყმული ბურთი ზუსტი გამოდგა - 0:1.
ქუთათურებმა გასათანაბრებლად გასწიეს და მე-19 წუთზე შეძლეს კიდეც, მარჯვენა მხრიდან კვახაძის ჩაწოდებულ ბურთს ნიკა საბანაძემ შეაგება თავი და „დინამოს“ მეკარესაც ლამაზად გადაუგდო თავს ზემოთ - 1:1. ტაიმიც ასეთივე ანგარიშით დასრულდა.
მატჩის მეორე ნახევარიც საინტერესოდ მიმდინარეობდა.
65-ე წუთზე გამარჯვების გოლი გიორგი ბერიაშვილმა გაიტანა, რომელმაც მეკარეს ტექნიკურად გაუძვრინა ბურთი და ზედიზედ მეორე ამხანაგურ თამაშში შედეგიანობით გამოიჩინა თავი - 2:1.
ამის შემდეგ, მატჩში 19-წლამდელთა ნაკრებიდან დაბრუნებული ტორპედოელები: გიორგი ფანცულაია და თეიმურაზ მარკოზაშვილი ჩაერთვნენ.
დარჩენილ დროში ორივე გუნდი ახლოს იყო ანგარიშის შეცვლასთან, მაგრამ მათმა მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო და „ტორპედომ“ „ამხანაგურებში“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. |
|
ცენტრალური |
30.07.2012 |
19:00 |
ტორპედო |
 |
2:1 |
 |
დინამო (ბთ) |
 |
| ცენტრალური | | 27.07.2012 19:00 |
 |
ტორპედო |
1:1 |
კოლხეთი |
 |
| 1:0 გიორგი ბერიაშვილი 53' |
1:1 ამირან წაბრია 73' |
| მატჩის შესახებ |
„კოლხეთი“ ჩვენი გუნდისთვის, ისევე როგორც პირიქით(„ტორპედო“ „კოლხეთისთვის“), საკმაოდ ნაცნობი მოწინააღმდეგეა, ზღვისპირელები ხშირად ხვდებიან ქუთათურთა სპარინგ-მეტოქეთა შორის. 24-ე ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდებმა კიდევ უფრო მეტად გაიცნეს ერთმანეთი.
„ტორპედოს“ სასტარტო შემადგენლობაში გულშემატკივართათვის მოულოდნელი იყო მარჯვენა მცველის პოზიციაზე მყოფი ირაკლი ხუციძის გამოჩენა, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად ქუთაისური გუნდი უმაღლეს ლიგაში დააბრუნა, მას შემდეგ კი იგი ს/კ „გაგრაში“ თამაშობდა.
მატჩის პირველი ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და უგოლოდ დასრულდა.
მეორე ნახევარში „ტორპედოში“ რამდენიმე ცვლილება მოხდა, მოედანზე ახლადშესულებში იყო ჩვენს გუნდში გუშინ ჩარიცხული გიორგი ბერიაშვილი, რომელმაც თამაშის 53-ე წუთზე საბანაძის კარგი გადაცემა შეირგო და ანგარიში გახსნა - 1:0.
ოც წუთში სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში დაბალი ტრაექტორიით შეგდებულ ბურთს ამირან წაბრია დახვდა, შეუჩერებლივ დარტყმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.
ტორპედოელებს მეტი საგოლე შანსი მიეცათ, ვიდრე ჩვენს მეტოქეს, თუმცა სახიფათო მომენტ(ებ)ის რეალიზება ვეღარ მოხდა. |
|
ცენტრალური |
27.07.2012 |
19:00 |
ტორპედო |
 |
1:1 |
 |
კოლხეთი |
 |
| ცენტრალური | | 23.07.2012 19:00 |
 |
ტორპედო |
1:1 |
ყარადახი |
 |
| 1:0 ვალერი ბოლქვაძე 38' |
1:1 სამირ კულიევი 45' |
| მატჩის შესახებ |
ცნობისთვის, 2008 წელს დაარსებულმა ჩვენი გუნდის მეტოქემ, საკუთარ ისტორიაში წელს პირველად მოიპოვა აზერბაიჯანის პრემიერლიგის საგზური. ამჟამად, გუნდი ადგილობრივი კადრებით არის დაკომპლექტებული.
ტორპედოელებმა საწადელს თამაშის 38-ე წუთზე მიაღწიეს, როცა მეტოქის საჯარიმოში შესულმა ვალერი ბოლქვაძემ რამდენიმე ოპონენტი ჩამოიტოვა და ზუსტადაც დაარტყა - 1:0.
პირველი ტაიმის ბოლოს, ქუთაისელთა კარიდან 5 მეტრის მოშორებით დანიშნული თავისუფალი დარტყმა სტუმრებმა არც თუ ისე მოხერხებულად გაითამაშეს, თუმცა სამირ კულიევის დარტყმული ბურთი კარში აღმოჩნდა და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.
მეორე ტაიმშიც თამაშის სურათი ერთგვაროვანი იყო - „ტორპედოს“ შეტევებით. ქუთაისელთა რიგებში პირველად ითამაშეს: ახალწვეულმა - ცენტრალურმა მცველმა გიორგი გაგნიძემ და დუბლებიდან დაწინაურებულმა თავდამსხმელმა - გია ღვიტიძემ.
აღსანიშნავია, რიგ ეპიზოდებში აზერბაიჯანელები მოედანზე ყოველგვარ ზღვარს გადადიოდნენ, ერთ-ერთმა ასეთმა ქმედებამ გიორგი კუხიანიძის ტრავმაც გამოიწვია.
საბოლოოდ, მატჩი „ყარადახმა“ სასურველ დასასრულამდე მიიყვანა, ფრე 1:1. |
|
ცენტრალური |
23.07.2012 |
19:00 |
ტორპედო |
 |
1:1 |
 |
ყარადახი |
 |
| # | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ქ |
| 1 |
დინამო თბილისი |
32 |
24 |
6 |
2 |
78 |
| 2 |
დილა |
32 |
22 |
2 |
8 |
68 |
| 3 |
ტორპედო |
32 |
19 |
7 |
6 |
64 |
| 4 |
ჩიხურა |
32 |
17 |
6 |
9 |
57 |
| 5 |
ზესტაფონი |
32 |
12 |
6 |
14 |
42 |
| 6 |
ზუგდიდი |
32 |
10 |
6 |
16 |
36 |
ტორპედო - გრიოდიგი 21.06.2013 20:00
|