თამაშები
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 11.07.2013 19:30
ჟილინა 3:3 ტორპედო
1:0 ტომაშ მაიტანი 17', 2:0, 3:2 რობერტ პიხი 23', 62' 2:1, 2:2 თორნიკე კაპანაძე 29', 61', 3:3 ალეკო მზევაშვილი 79'
მატჩის შესახებ
მატჩი დაიწყო.

2' - პიხთან ორთაბრძოლისას ტაბატაძე ჯარიმდება.

4' - პიაჩეკი კაპანაძესთან ჭიდილში არღვევს თამაშის წესს.

5' - მიხალიკი ჯარიმდება გაბაძესთან ორთაბრძოლისას.

7' - შეტევის გამწვავებას პეჩოვსკი ცდილობდა, თუმცა "ტორპედოს" ცენტრალურ დაცვის ხაზი მოწოდების სიმაღლეზეა.

10' - ზედიზედ 3-ჯერ "ჟილინას" ფეხბურთელებმა არასწორი გადაცემა გააკეთეს, თუმცა ბურთი კვლავ მასპინძლებს დარჩათ.

12' - ტაბატაძე თამაშგარე მდგომარეობაში ხვდება.

14' - პიაჩეკმა კაპანაძე წააქცია, მსაჯი ჯარიმას აფიქსირებს.

17' - მიხალიკის აქტიურობითა და სკვარკას საგოლე პასით ტომაშ მაიტანმა მასპინძლები დააწინაურა - 1:0.

19' - "ტორპედოს" საჯარიმოს მისადგომებთან ჭელიძე დაჯარიმდა, სტანდარტიდან მაიტანი ურტყამს კარში და ბურთს მიგინეიშვილი იგერიებს.

20' - პიაჩეკი კუხიანიძეს ეთამაშა უხეშად, რის გამოც მას მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა.

21' - ტაბატაძის დარტყმით ბურთი მიზანს სცდება.

23' - მიგინეიშვილმა მაიტანს მოუგერია ბურთი, თუმცა იმავე წუთზე ამ უკანასკნელის გადაცემით რობერტ პიხმა მოახერხა გოლის გატანა - 2:0.

25' - შორი მანძილიდან გიგაური ურტყამს, ბურთი კარს მიღმა წავიდა.

26' - მაიტანი თამაშგარე მდგომარეობაში ხვდება.

27' - ექიმები ტაბატაძეს აღმოუჩენენ დახმარებას.

29' - გოოოოოოოოლ! გიგაურის პასით სლოვაკთა კარი თორნიკე კაპანაძემ დალაშქრა - 2:1.

30' - პიხის დარტყმულ ბურთს მიგინეიშვილი იგერიებს კუთხურზე.

32' - მზევაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში ხვდება.

33' - სკავრკამ გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენა, ბურთზე მიგინეიშვილმა ითამაშა.

35' - მაიტანს მიგინეიშვილმა არ გაატანინა.

38' - გიგაურის ძლიერი დარტყმით ბურთი დუბრავკამ მოიგერია. "ტორპედო" კუთხურს ჩამოაწვდის.

39' - გიგაურის ჩაწოდება და სანდოხაძეს თავური დარტყმა ოდნავ არაზუსტია.

40' - "ტორპედო" უკეთესად ათამაშდა და მცირე უპირატესობასაც დაეუფლა.

42' - მაბუკამ კაპანაძე წააქცია, ჯარიმა ჟილინელთა კართან ახლოს.

44' - ბელლო გიგაურთან ორთაბრძოლისას არღვევს თამაშის წესს.

45' - ჭელიძის დარტყმის შემდეგ მასპინძელთა მეკარე იჭერს ბურთს.

45' - ზედიზედ 2 ჯარიმა მასპინძელთა საჯარიმოს მისადგომებთან.

45+1' - პირველი ტაიმის დამატებული 1 წუთიც ამოიწურა. გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

მეორე ტაიმი დაიწყო.

46' - "ტორპედო" მოედნის საკუთარ ნახევარზე აკონტროლებს ბურთს.

47' - მაიტანი ჯარიმდება კუხიანიძესთან ჭიდილში, ჯარიმის გათამაშების შემდეგ კუთხური ინიშნება "ჟილინას" კართან.

48' - საჯარიმოში ჩაწოდება და აკაკპომ განმუხტა სიტუაცია.

52' - სწრაფი კონტრშეტევა, ბელლოს ჩაწოდება და მაიტანი ურტყამს არაზუსტად.

55' - ჟილინელთა მორიგი უხეშობები, ჯერ ბელლომ, შემდეგ კი ჩისეიმ მოცელა ტაბატაძე.

56' - ტაბატაძეზე თავის არეში მიყენებული დარტყმა საბედნიეროდ სერიოზული არ აღმოჩნდა, ვაჟა თამაშს აგრძელებს.

58' - მსაჯი გიგაურს აფრთხილებს.

60' - პირველი ცვლილება, სანდოხაძის მაგივრად მოედანზე გოროზია შედის.

61' - გოოოოოოოოოოლ! ტაბატაძის გადაცემით თორნიკე კაპანაძემ ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

62' - მიხალიკის პასით რობერტ პიხმა მისიანები კვლავ გაიყვანა წინ - 3:2.

64' - "ჟილინას" შემადგენლობაში ცვლილებაა, სკარკა გადის - პაური შედის.

67' - პაურმა გიგაური წააქცია.

69' - ცინცაძის ნაცვლად ფირცხალავა ითამაშებს.

71' - ბელლოს მიერ გაგზავნილი ბურთი მიზანს სცდება.

73' - მასპინძლები უხეშად თამაშს განაგრძობენ, პეჩოვსკი კუხიანიძესთან ორთაბრძოლისას დაჯარიმდა.

75' - ექიმები კაპანაძეს აღმოუჩენენ დახმარებას.

77' - პიაჩეკის მაგივრად თამაშში ვავრო ჩაერთო.

79' - გოოოოოოოოოოოოოოოოოლ! ალეკო მზევაშვილის საგოლე დარტყმა და 3:3.

81' - მზევაშვილის ნაცვლად ჯიქია გააძლიერებს "ტორპედოს" შეტევით ხაზს.

82' - ბელლოს დარტყმულ ბურთს მიგინეიშვილი იმორჩილებს.

84' - გაბაძემ ძალიან ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.

85' - "ტორპედოს" ფეხბურთელებს კვლავ სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

86' - მიხალიკი ურტყამს სახიფათოდ, თუმცა არაზუსტად.

87' - ჯიქიასთან ორთაბრძოლისას აკაკპო ჯარიმდება.

87' - დუბლის ავტორ პიხის ნაცვლად ჟილაკი შევიდა მოედანზე.

88' - აკაკპომ ტაბატაძე წააქცია, ჯარიმას კუხიანიძე შეასრულებს.

90' - მასპინძლები შეტევაში ჯარიმდებიან.

90+2' პეჩოვსკის დარტყმული ბურთი კარის ჩარჩოში ვერ ხვდება.

90+4' - ყვითელ ბარათს ფირცხალავა იღებს.

მსაჯის საფინალო სასტვენი და მატჩი შედეგიანი ფრით, ანგარიშით 3:3 დასრულდა.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 11.07.2013 19:30 ჟილინა 3:3 ტორპედო
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 04.07.2013 21:00
ტორპედო 0:3 ჟილინა
0:1 ტომაშ მაიტანი 58', 0:2 რობერტ პიხი 77', 0:3 ტომაშ მაიტანი 84'
მატჩის შესახებ
სამდღიანი წვიმების შემდეგ, ქუთაისში როგორც იქნა გამოიდარა და გუნდებს მშვენიერ სათამაშო ამინდში მიეცათ საკუთარი შესაძლებლობლების გამოვლენის საშუალება. მეტოქე გუნდების თავკაცებმა, დაახლოებით ერთნაირი სათამაშო სქემით - 4-5-1 გამოიყვანეს თავიანთი შეგირდები მოედანზე. ადრიან გულამ დაცვაში ადგილი მაბუკა-პიაჩეკი-აკაკპო-ჩისეის ოთხეულს მიუჩინა. საყრდენად სლოვაკეთის ნაკრების წევრი პეჩოვსკი იყო გამწესებული, ფლანგებზე კი, მიხალიკი და პიხი. წინ ეულად მყოფ ტომაშ მაიტანს, სიღრმიდან პაური-ბელოს დუეტი ეხმარებოდა. რაც შეეხება მასპინძლებს, სარაგოსამ უკანა ხაზში ადგილი ტაბატაძე-ჭელიძე-ჭანტურია-ჩიტეიშვილის კვარტეტს ანდო. საყრდენებად გიგაური და ცინცაძე იყვნენ, ფლანგებზე კი კუხიანიძე და გოროზია. წინ ქუთაისელთაგან ბარაბაძე მოქმედებდა, ხოლო ოდნავ უკან, მის დახმარებას ფირცხალავა ცდილობდა.

თავიდან, მატჩი არც თუ ისე მაღალ ტემპში დაიწყო. დებიუტში, ქომაგებისგან გამხნევებულმა ქუთათურებმა, სათამაშო ინიციატივის ხელში ჩაგდება სცადეს, მაგრამ ნელ-ნელა სლოვაკებმა შეძლეს თამაშის დაწყნარება. პირველი დარტყმაც მეტიქის კარისკენ სლოვაკებმა შეასრულეს. რობერტ პიხის საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული, მიგინეიშვილისთვის იოლი ნადავლი გამოდგა. თანდათან გამოიკვეთა, რომ სტუმრებს სწრაფ კონტრშეტევებზე სურდათ თამაშის აგება, მაგრამ პირველ ტაიმშივე აღმოჩნდა, რომ ბურთზე კონტროლი, სწორედ “ჟილინას” ფეხბურთელებმა დააწესეს. მათ რამდენიმეჯერ სახიფათო ჩაწოდებაც კი განახორციელეს შეტევის მარჯვენა ფლანგიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში, სადაც ბურთზე მიმართულების შეცვლაც კი საკმარისი იყო, მაგრამ ქუთაისელთა იღბლად, გადამწყვეტ მომენტებში, სლოვაკთა წინახაზელები ვერ ყოჩაღობდნენ.

ისე, ტაიმის დიდი ნაწილი ისე მიილია, რომ ერთიანობაში, მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა. სტადიონზე შეკრებილები გამოცოცხლდნენ 37-ე წუთზე, როდესაც გიორგი გოროზიამ, დაახლოებით 28 მეტრიდან, საკუთარი კარიდან ოდნავ წინ გამოსული დუბრავკა შეამჩნია. ახალგაზრდა ქუთაისელმა ძლიერად და ოსტატურად დაარტყა და რომ არა “ჟილინას” კიპერის ოსტატობა, ალბათ, ანგარიში გაიხსნებოდა. ცოტა ხანში, გიგაურის შორეულ დარტყმას ფირცხალავამ შეუცვალა მიმართულება და ბურთი სულ მცირე მანძილით აცდა სლოვაკთა კარს.

ტაიმის ეპილოგში, ბურთზე კონტროლი კვლავ სტუმრებმა დააწესეს. მათ ორჯერ შორიდანაც დაარტყეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში მიგინეიშვილმა აუღელვებლივ და მშვიდად ითამაშა. პირველი ტაიმიდან გამომდინარე ერთი უნდა ითქვას, რომ “ტორპედოს”, სადებიუტო მღელვარება აშკარად ეტყობოდა, თუმცა საწყის 45 წუთში, ახალგაზრდა ქუთათურებმა მეტოქეს თავი არ დააჩაგვრინეს.

შეხვედრის მეორე ნახევარი ტაბატაძის მშვენიერი სოლორეიდით დაიწყო, როდესაც ქუთაისელთა მარჯვენაფლანგელმა, ბურთიანად 25 მეტრი ირბინა, გზად რამდენიმე მეურვეც ჩამოიშორა და მეტოქის საჯარიმოს მიახლოებულმა, ცაციათი ძლიერად დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ცოტა ხანში, მასპინძლებმა სტანდარტული გაათამაშეს ჩინებულად. ჭანტურიამ რბილი გადაცემა გაუკეთა ბარაბაძეს, რომელმაც ქუსლით გიგაურს უპასა. მერაბი ძლიერად ცდილობდა დარტყმას, მაგრამ პიაჩეკი ჩაუწვა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

58-ე წუთზე კი, სლოვაკები სწრაფად გათამაშებული კონტრშეტევის შემდეგ ანგარიშში დაწინაურდნენ. მაბუკას მორიგი ჩარბენა შეტევის მარჯვენა ფლანგზე, “ტორპედოს” საჯარიმოში ჩაწოდებით დასრულდა, სადაც ყველას ტომაშ მაიტანმა დაასწრო და ნახტომში, თავით, მიგინეიშვილს აუღებელი დაურტყა – 0:1. მოვლენების ასეთმა განვითარებამ მასპინძელთა მდგომარეობა დაამძიმა და შესაბამისად, გაუიოლა საქმე სლოვაკებს, რომლებიც კონტრშეტევებზე ისედაც კარგად გამოიყურებოდნენ. 64-ე წუთზე პიხი ურტყამდა ნახტომში, მაგრამ ბურთი მიგინეიშვილის დასაცავ ობიექტს ზემოდან გადაცდა.

ანგარიშში ჩამორჩენამ, ბუნებრივია, უსიამოვნოდ იმოქმედა ქუთაისელ ქომაგებზე, მაგრამ მათი ერთი ნაწილი ძალზე აგრესიული გამოდგა კლუბის მთავარი მეპატრონის, კომპანია “ვისოლის” მიმართ. ქომაგები კოლექტიურად იგინებოდნენ და სანამ სტადიონზე სპეცსამსახურის წარმომადგენლები არ გამოჩნდნენ, მანამდე დესტრუქციის ნიშნები შეინიშნებოდა.

76-ე წუთზე სლოვაკებმა მეორე გოლი გაიტანეს და თავიანთი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. ამჯერადაც, სლოვაკთა წარმატებაში ლომის წილი მაიტანს მიუძღვის, რომელიც ბურთიანად შეიჭრა “ტორპედოს” საჯარიმოში. ტომაშმა ბურთს ჭვინტი გაჰკრა ისე მოულოდნელად, რომ მიგინეიშვილმა ბურთის ხელში მოგდება ვერ მოახერხა. დამატებაზე კი, ყველაზე სწრაფად პიხმა იმოქმედა და ანგარიში 0:2 გახადა. ცოტა ხანში, სლოვაკებმა თავიანთი უპირატესობა გამანადგურებელი გახადეს. ბელლო-ჩისეის ორსვლიანი კომბინაცია, ამ უკანასკნელის საჯარიმოში გაკეთებული გადაცემით დასრულდა, სადაც მაიტანმა საპენალტე ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა და ბურთი ტორპედოელთა ბადეში გაახვია – 0:3.

მატჩის მიწურულს, გატანა ორივე გუნდს შეეძლო. ქუთაისელთაგან ფანცულაიას ჰქონდა შანსი, როცა დაახლოებით 10 მეტრიდან ურტყამდა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით აცდა “ჟილინას” კარს. რაც შეეხება სლოვაკებს, თავის გამოჩენა ისევ მაიტანს და პიხს შეეძლოთ, მაგრამ გადამწყვეტი დარტყმა არცერთ მათგანს გამოუვიდა. საბოლოდ კი, შეხვედრაში მოსალონელი შედეგი დაფიქსირდა. დიდ სურვილის მიუხედავად, ძნელია იმ გუნდზე მოგების მოთხოვნა, რომელიც ფაქტობრივად სულ ახლახან შეიქმნა, ახლა ჩამოყალიბების პროცესშია და მისი წევრების აბსოლიტური უმრავლესობა ახალგაზრდაა. ხორვატი არბიტრის საფინალო სასტვენმა კი, “ტორპედოსათვის” უსიამოვნო შედეგი დააფიქსირა და ფაქტობრივად, გვამცნო ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე გასული გუნდის ვინაობა.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 04.07.2013 21:00 ტორპედო 0:3 ჟილინა
გათამაშების ცხრილი
#გუნდი
1 დინამო თბილისი 27 18 4 5 58
2 ზესტაფონი 27 15 4 8 49
3 სიონი 27 14 6 7 48
4 ჩიხურა 27 12 6 9 42
5 მეტალურგი 27 11 6 10 39
6 გურია 27 11 0 16 33
7 ვიტ ჯორჯია 27 10 6 11 36
8 ტორპედო 27 10 6 11 36
9 დილა 27 9 8 10 35
10 სპარტაკი 27 9 4 14 31
11 ზუგდიდი 27 7 6 14 27
12 მერანი 27 6 4 17 22
მომდევნო თამაში
სპარტაკი - ტორპედო
26.04.2014
16:00
ბოლო თამაში
ტორპედო - მერანი
5:1

დაწვრილებით