გიორგი მერებაშვილი სალაზარი ალვარო 19 ჯამბულ ჯიღაური 37
კარლეს კოტო 30 ვახტანგ ფოცხვერია 83
ფრანჩესკო მუნიოზ
სათადარიგო:
კონსტანტინე სეფიაშვილი
გიორგი პაპავა
ჯამბულ ჯიღაური
ალექსანდრე კოშკაძე
ანდრეუ გერაუ
სალაზარი ალვარო
ვახტანგ ფოცხვერია
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი დისკვალიფიცირებული: დავით ოდიკაძე
მსაჯები
მთავარი არბიტრი: ლაშა სილაგავ(თბილისი), ასისტენტები: ზაზა მენთეშაშვილი(თბილისი)/ლევან თოდრია(თბილისი), სათადარიგო მსაჯი: ირაკლი ურუშაძე(ლანჩხუთი)
მატჩის შესახებ
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდების 50-ე საჩემპიონატო დაპირისპირებამ მოლოდინი სრულიად გაამართლა. იყო შეხვედრა, რომელიც მისი საინტერესო და დაძაბული სცენარით, ნებისმიერ საკლუბო ჩემპიონატს დაამშვენებდა. სანახაობას განსაკუთრებით "აფერადებდა" გულშემატკივრებით(რაოდენობა-12 000-მდე) გადაჭედილი ცენტრალური სტადიონის ტრიბუნებიდან წამოსული მხურვალე ქომაგობა.
თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო. უკვე პირველივე წუთზე კუხიანიძემ თავური გადაცემით გოცირიძე გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, რეზომ "მარცხენით" დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ააცილა.
5' - რიგვავას კარგი პასით საბანაძემ ვერ გააჩერა ბურთი, არა და ნიკას რომ დაემუშავებინა, მეტოქის კართან ახლოს იყო.
16' - საბანაძემ კარში 25 მეტრიდან დაარტყა, ბურთი ლორიამ აიღო.
26' - დოლიძის ჩაწოდებულ კუთხურზე "ბაიანომ" ითამაშა თავით, ბურთი დიღმელაშვილს მიუვიდა, რომელმაც სამიოდე მეტრიდან ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა.
"ტორპედო" გამოკვეთილ უპირატესობას ფლობდა და პირველ ნომრადაც თამაშობდა. ქუთათურები გააზრებულ კომბინაციებსაც მრავლად ახორციელებდნენ, რამაც შედეგი გამოიღო.
42' - დინამოელთა ნახევრის მარცხენა მხრიდან დოლიძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მეტოქის საჯარიმოში "მეორე სართულზე" საბანაძემ ივარგა, რომლის თავურით ბურთი დინამოელთა მცველს მოხვდა და რევაზ გოცირიძესთან აღმოჩნდა, "ტორპედოს" 30-ე ნომერმა ეპიზოდი ლოგიკურად დაასრულა, ახლო მანძილიდან სტუმართა კარი დალაშქრა და ჩემპიონატში თავის მე-8 გოლი გაიტანა - 1:0. შესვენებაზე ტორპედოელები ანგარიშობრივი უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ტაიმი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს.
46’ - გოგუას მარცხენა მხრიდან დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია, დამატებაზე მარჯვენა მახვილი კუთხიდან კოტო ურტყამდა, მაგრამ არაზუსტად.
63’ - დოლიძის ჩაწოდებულ ბურთს გოცირიძემ უნაკლოდ დაუხვედრა თავი და მეტოქის კარის ბადეც შეარხია, თუმცა გვერდითმა არბიტრმა თამაშგარის მანიშნებელი ალამი აწია.
აღსანიშნავია, თამაშზე მოვლენილ თბილისელ მსაჯთა ბრიგადის(გარდა სათადარიგო არბიტრისა) „დამაჯერებელი“ გადაწყვეტილებები, რომლებიც ხშირად პუბლიკის უკმაყოფილებას იწვევდა.
65’ - მარჯვენა ფრთაზე „დინამოს“ საჯარიმო დარტყმა გაათამაშეს, მასპინძელთა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ერთ-ერთ დინამოელს შეეხო და უმეთვალყურეოდ დარჩენილ გულვერდ თომაშვილთან მივიდა, მანაც ზუსტად დაარტყა - 1:1.
67’ - ტორპედოელთა საჯარიმოსთან მიახლოვებული ჩისკოს დარტყმით ბურთის კარს გადასცდა.
თამაშის დასასრულს, 85-ე წუთზე „დინამო“ გადარჩა - იოსელიანის მიერ ჩაკიდებული ბურთი ფირცხალავამ თავით გადაგზავნა სტუმართა კარში, მაგრამ მას ოდნავ სიზუსტე დააკლდა.
90’ - თომაშვილის ჩაწოდებითა და ჯიღაურის თავურით ბურთი მიგინეიშვილმა აიღო.
90+3’ - თამაში დინამოელთა საჯარიმოში დათუნაიშვილის უხფათო დარტყმით დასრულდა. სანახაობა უდავოდ შედგა, თუმცა მიღწეული ფრით(1:1) კმაყოფილი არცერთი გუნდი არ დარჩენილა.