პლეი ოფი - ტური VIII საქართველოს ჩემპიონატი22.04.2012 16:00
მერანი 3:0 ტორპედო
მატჩის სტატისტიკა
 
7დარტყმები კარში5
2დარტყმები კარს მიღმა7
4კუთხურები8
1თამაშგარე0
17დარღვევები21
2ყვითელი ბარათები3
0წითელი ბარათები0
 
გატანილი გოლები
1:0 მამუკა ტორონჯაძე 39', 2:0 პაპუნა ფონიავა 68', 3:0 გიგა ჟვანია 74'(პენ)
შემადგენლობები
"მერანი":

#1 ჯონი შეროზია

#3 გიგა ჟვანია(კაპ)

#4 ვალერი იობაშვილი

#2 ლევან გეგეჭკორი

#11 ანზორ სუხიაშვილი

#22 გივი დიდავა

#13 ელგუჯა გრიგალაშვილი 82 კიჭი მელიავა 90

#7 გიმზერ წოწორია

#9 პაპუნა ფონიავა 69

#15 მუნინი ტაპე გიგა ამბროლაძე 60

#21 მამუკა ტორონჯაძე გიგა ბოხუა 83

სათადარიგო:

#5 რომა კიკალიშვილი

#17 კიჭი მელიავა

#8 ლევან ვართაგავა

#10 გიგა ამბროლაძე

#14 გიგა ბოხუა

#12 ოთარ ტორაძე

#16 გიზო შენგელია

მწვრთნელი: არჩილ ჩხაბერიძე
"ტორპედო":

#12 ომარ მიგინეიშვილი

#14 ალექსანდრე კვახაძე 38

#3 დავით გამეზარდაშვილი(კაპ)

#33 დათა რიგვავა  73 ვალერი ბოლქვაძე 76

#6 გიორგი გურული

#18 დავით დიღმელაშვილი გიორგი კუხიანიძე 71

#26 გიორგი დათუნაიშვილი

#9 თორნიკე თარხნიშვილი

#22 გრიგოლ დოლიძე

#8 ნიკოლოზ საბანაძე გიორგი ფანცულაია 62

#30 რევაზ გოცირიძე 79

სათადარიგო:

#1 მაქსიმე ქვილითაია

#20 გივი იოსელიანი

#4 თემურ ფარულავა

#25 ნიკოლოზ ფირცხალავა

#10 გიორგი კუხიანიძე

#29 ვალერი ბოლქვაძე

#23 გიორგი ფანცულაია

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მსაჯები
მთავარი არბიტრი: ოთარ ხეცაძე(თბილისი), ასისტენტები: ლევან მიქელაძე(სამტრედია)/დავით კურტანიძე(სურამი), სათადარიგო მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი(თბილისი)
 
მატჩის შესახებ
ჩვენი გუნდისთვის მარტვილში ასპარეზობა განსაკუთრებულ სირთულესთან გახდა დაკავშირებული, ამის ნათელი გამოვლინება იყო დღესაც...

მინდვრის არასახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად სტადიონზე შეკრებილმა 2000-მდე მაყურებელმა საინტერესო მატჩი იხილა.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა მატჩი შემართებით დაიწყეს.

1' - ტორპედოელებმა პირველივე შეტევა კარში დარტყმით დააბოლოვეს, გოცირიძემ სუსტად გადაგზავნა ბურთი "ჩარჩოში".

4' - რიგვავას პასით ბურთი მეტოქის საჯარიმოში გოცირიძემ გააჩერა, მეორე შეხებაში დარტყმით კი კარს ააცილა.

საწყის თხუთმეტ წუთში ტორპედოელები ბურთით ხშირად დომინირებდნენ და მეტოქის დაცვით რგოლსაც მოკლე ხნიანი ინტერვალებით აწუხებდნენ. ამის შემდეგ მასპინძლებმა "გაიღვიძეს", მათი გამოცოცხლება მარტვილში უცაბედად მოვარდნილ ქარიშხალს დაემთხვა.

19' - მასპინძელთა რეალური საგოლე მომენტი, ტორონჯაძის პასით გრიგალაშვილმა დაარტყა კარში, ბურთი მიგინეიშვილმა კუთხურზე მოიგერია.

24' - დოლიძის ჩაწოდებით საბანაძემ თავური დარტყმით ვერ გამოიყენა ძალზედ ხელსაყრელი მომენტი.

27' - დოლიძის მოწოდებულ საჯარიმო დარტყმას გამეზარდაშვილი გამოეხმაურა, "ბაიანოს" დარტყმულს მეკარე ადგილზე დახვდა.

თანდათან "ტორპედოს" საწყისი უპირატესობა გარდამავალი გახდა.

32' - ტორპედოელი მცველების შეუთავსებელი თამაშით ახლო მანძილიდან დარტყმით ბურთი "მერანის" კამერუნელმა ლეგიონერმა ტაპემ გადააცილა კარს.

35' - თარხნიშვილი დაახლოებით 30 მეტრიდან ურტყამდა, ბურთი კარს მცირე მანძილით სცდება.

39' - ტაპეს პასით მამუკა ტორონჯაძემ საჯარიმოს კუთხიდან მარცხენა ფეხით ლამაზად დაარტყა და "მერანი" დააწინაურა - 1:0.

41' - მეტოქის კართან ახლოს მყოფმა დოლიძემ დარტყმა გააცუდა.

რამდენიმეჯერ "ტორპედოს" ფეხბურთელები უკანა ხაზში უწყინარ სიტუაციაში შეცდნენ - მერანელებზე ართმეულ ბურთს "ჩვენები" მაშინვე კარგავდნენ.

43' - "ტორპედოს" საჯარიმოს წვეროდან ფონიავას დარტყმა არაზუსტია. ტაიმი მალევე დასრულდა.

მეორე ნახევარში "ტორპედო" ბუნებრივია, თავდაჯერებული გამოვიდა მოედანზე.

47' - მარჯვენა მხარეს გრიგალაშვილს საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით მიზანმა უმტყუნა.

55' - გოცირიძემ თავით დათუნაიშვილს დაუგდო, "გიგუშამ" კი ხუთიოდე მეტრიდან დარტყმით ასპროცენტიანი შანსი გაანიავა.

56' - მასპინძელთა კართან ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთს კვახაძემ დაჰკრა, თუმცა უშედეგოდ.

ქუთაისელებმა მეტოქე საკუთარ კართან "მიაჯაჭვეს" და შტურმიც მოუწყეს, თუმცა გოლი, რომელიც მარტვილელთა კარში გასატანად "მწიფდებოდა" საპირისპირო მხარეს გავიდა.

68' - გრიგალაშვილის შესრულებულ კუთხურს პაპუნა ფონიავა შეწვდა და თავური მოქმედებით ბურთი ძელს მოხვდა და "ტორპედოს" კარში შევარდა - 2:0.

73' - რიგვავამ "ტორპედოს" საჯარიმოში შეჭრილი სუხიაშვილი წესების დარღვევით შეაჩერა, რითაც მან ყვითელი მიიღო და პენალტიც დაინიშნა, თერთმეტმეტრიანი დარტყმა გიგა ჟვანიამ ზუსტად შეასრულა - 3:0.

76' - გრიგალაშვილის დარტყმული ბურთი ხარიხას ხვდება.

82' - "სტანდარტი" "მერანის" კართან, ჩვენს გუნდს კიდევ ერთხელ არ გაუმართლა და მასპინძლები გადარჩნენ.

90' - "ტორპედო" გოლის გაქვითასთანაც ძალიან ახლოს იყო - ზედიზედ ორი სახიფათო დარტყმა "მერანის" კარის მიმართულებით, შეროზიამ ჯერ დოლიძეს მოუგერია ნახტომში, მერე კი დათუნაიშვილს ახლოდან და ანგარიში უცვლელი დარჩა. საბოლოოდ, "მერანმა" დამსახურებულად მოიგო, ანგარიშით 3:0.

"ტორპედოსთვის" ცალკე უსიამოვნებაა ისიც, რომ დღევანდელ მატჩში მიღებული "ყვითლის" გამო მომდევნო თამაშს("ზესტაფონთან") ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი რევაზ გოცირიძე გამოაკლდება. იგი მსაჯმა ხელით გატანილი გოლის გამო გააფრთხილა.

ასევე დავწერთ, ბოლოს, ასეთი სხვაობით ქუთაისის "ტორპედო" უმაღლეს ლიგაში ხუთი წლის წინ ბორჯომში ადგილობრივ ს/კ "ბორჯომთან" დამარცხდა, ოღონდ მაშინ ქუთათურებმა 5:1 წააგეს.
 
ფოტო გალერეა
  • მერანი-ტორპედო
  • მერანი-ტორპედო
  • მერანი-ტორპედო
  • მერანი-ტორპედო
  • მერანი-ტორპედო
  • მერანი-ტორპედო
  • მერანი-ტორპედო
  • მერანი-ტორპედო
  • მერანი-ტორპედო
  • მერანი-ტორპედო
  • მერანი-ტორპედო
  • მერანი-ტორპედო
  • მერანი-ტორპედო
  • მერანი-ტორპედო
  • მერანი-ტორპედო
  • მერანი-ტორპედო
  • მერანი-ტორპედო
  • მერანი-ტორპედო
გათამაშების ცხრილი
#გუნდი
1 დინამო თბილისი 5 4 0 1 12
2 სამტრედია 5 3 1 1 10
3 დინამო ბათუმი 5 3 0 2 9
4 მეტალურგი 4 2 2 0 8
5 ტორპედო 5 2 2 1 8
6 დილა 4 2 1 1 7
7 სპარტაკი 5 2 1 2 7
8 ზესტაფონი 5 2 0 3 6
9 ვიტ ჯორჯია 5 2 0 3 6
10 შუქურა 5 1 3 1 6
11 სიონი 5 1 2 2 5
12 ჩიხურა 4 1 1 2 4
13 კოლხეთი 4 1 1 2 4
14 მერანი 5 1 1 3 4
15 ზუგდიდი 4 0 3 1 3
16 გურია 4 0 2 2 2
მომდევნო თამაში
სამტრედია - ტორპედო
21.09.2014
16:00
ბოლო თამაში
ტორპედო - ვიტ ჯორჯია
1:0

დაწვრილებით