პლეი ოფი - ტური XIV საქართველოს ჩემპიონატი20.05.2012 17:00
ტორპედო 3:2 დილა
მატჩის სტატისტიკა
 
10დარტყმები კარში5
7დარტყმები კარს მიღმა10
6კუთხურები4
3თამაშგარე2
13დარღვევები20
2ყვითელი ბარათები2
0წითელი ბარათები0
 
გატანილი გოლები
1:0 დავით გამეზარდაშვილი 10', 2:1 გიორგი ფანცულაია 46', 3:1 ლაშა შერგელაშვილი 89' 1:1 გოჩა ხოჯავა 27', 3:2 მათე ვაწაძე 90+3'
შემადგენლობები
"ტორპედო":

#1 მაქსიმე ქვილითაია

#3 დავით გამეზარდაშვილი(კაპ) 84

#4 თემურ ფარულავა

#33 დათა რიგვავა

#37 გიორგი ლემონჯავა

#9 თორნიკე თარხნიშვილი

#25 ნიკოლოზ ფირცხალავა

#29 ვალერი ბოლქვაძე 90

#20 გივი იოსელიანი ვაჟა ტაბატაძე 83

#10 გიორგი კუხიანიძე ლაშა შერგელაშვილი 63

#23 გიორგი ფანცულაია დავით ჯანელიძე 69

სათადარიგო:

#44 დავით კუპატაძე

#2 ვაჟა ტაბატაძე

#5 ბაქარ მირცხულავა

#13 ლაშა შერგელაშვილი

#35 თეიმურაზ მარკოზაშვილი

#11 ლაშა კემუხტაშვილი

#7 დავით ჯანელიძე

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
"დილა":

#1 მარიან სკენდერი

#3 ლაშა სალუქვაძე(კაპ)

#88 ლაშა თოთაძე 62

#25 დავით მეგრელიშვილი რევაზ ბარაბაძე 67

#7 კახა ალადაშვილი

#37 შოთა კაშია

#5 ზურაბ არზიანი გიორგი ილურიძე 56

#99 გოჩა ხოჯავა

#87 გიორგი კახელიშვილი რომან ახალკაცი 77

#17 ალექსანდრე გურული

#11 მათე ვაწაძე 71

სათადარიგო:

#32 ბექა შეყრილაძე

#24 ალექსანდრე ინწკირველი

#13 ივანე კანდელაკი

#77 გიორგი ილურიძე

#73 რევაზ ბარაბაძე

#8 რომან ახალკაცი

#27 გიგა ბეჭვაია

მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
მსაჯები
მთავარი არბიტრი: ლაშა სილაგავა(თბილისი), ასისტენტები: ზაზა ფიფია(გალი)/კახა ტეფნაძე(ჭიათურა), სათადარიგო მსაჯი: ირაკლი ურუშაძე(ლანჩხუთი)
 
მატჩის შესახებ
თამაში დაძაბული და სახიფათო მომენტებით დახუნძლული გამოდგა. „ტორპედო“ დასაწყისიდანვე პირველ ნომრად თამაშობდა.
5’ - კუხიანიძემ საჯარიმოს მისადგომებთან გაისწორა ბურთი, მეორე შეხებით დაარტყა და კარს ააცილა.
8’ - ბოლქვაძის საჯარიმო დარტყმა არაზუსტია.
10’ - მარჯვენა მხრიდან იოსელიანის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ სტუმართა საჯარიმოში გაურკვევლობით „ტორპედოს“ კაპიტანმა დავით გამეზარდაშვილმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან დარტყმით გატანა არ გაუჭირდა - 1:0.
26’ - ბოლქვაძის ჩაწოდებულ ბურთს კვლავ „ბაიანო“ გამოეხმაურა, ბურთი მიზანს სცდება.
27’ - თამაშის სცენარიდან გამომდინარე ალოგიკური გოლი მივიღეთ - საჯარიმოში შესულმა გოჩა ხოჯავამ კარის მაღალ მარჯვენა კუთხეში გაიტანა ბურთი - 1:1.
მასპინძლები მეტოქის ნახევარზე დამკვიდრნენ.
37’ - რიგვავას შორეული დარტყმა და ბურთი სკენდერის ხელებშია.
38’ - კახელიშვილმა საჯარიმოს მარჯვენა მხრიდან დაარტყა და ბურთი ქვილითაიამ მოიგერია კუთხურზე.
40’ - ხოჯავამ ხელსაყრელი პოზიციიდან ცუდად დაარტყა.
ტაიმიც ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ორმოცდახუთ წუთში ტორპედოელთა თამაში კიდევ უფრო კომბინაციური, ლაღი და „გახსნილი“ გახდა, რამაც სანახაობრივი მხარე მეტად გაზარდა.
მეორე ტაიმი ქუთათურებმა სწრაფ ტემპში დაიწყეს და 46-ევე წუთზე, კუხიანიძის პასით გიორგი ფანცულაიამ მარცხენა მახვილი კუთხიდან დარტყმით ბურთს სკენდერის კარში მიუჩინა ადგილი და „ტორპედოში“ თავისი პირველი გოლი გაიტანა - 2:1.
49’ - ფანცულაიას გადაცემით იოსელიანი გავიდა ხორვატ მეკარესთან პირისპირ, მაგრამ მასზე ბურთის აცილება ვერ მოახერხა.
ახალგაზრდა ტორპედოელები, განსაკუთრებით კი „ტორპედო-2“-ის მოთამაშეები, მათ შორის შეცვლებზე შესულებიც, მეტოქის რიგებში მოასპარეზე მათზე გაცილებით გამოცდილ ფეხბურთელებს არა თუ ტოლს არ უდებდნენ, არამედ აშკარად უკეთესად ირჯებოდნენ.
შემდეგი მომენტები კლვავ ფანცულაიას აქტიურობით შეიქმნა, „ტორპედოს“ ფორვარდის წუთში განხორციელებული ორი დარტყმიდან ბურთი, პირველად მეკარემ აიღო, მეორედ კი კარს ასცდა.
ხიფათს არც გორელები აკლებდნენ ქვილითაიას კარს. „მაქსიმ“ რამდენიმე ძნელად ასაღები ბურთი „მოხსნა“. შეტევის ბოლო ფაზაში შიდა ქართლელთაგან ხოჯავა და ბარაბაძე სცოდავდნენ.
ტაიმის ბოლოს, ერთმანეთის მიყოლებით „დილას“ კარზე იერიში შერგელაშვილმა, ფირცხალავამ და ორჯერ იოსელიანმა მიიტანეს, მაგრამ არცერთი მათგანის დარტყმით ბურთი კარში არ გასულა.
89’ - მარჯვენა ფლანგზე თარხნიშვილის აქტიურობით, კარიდან დაახლოებით 27-28 მეტრის მოშორებით ლაშა შერგელაშვილმა გაისწორა ბურთი, „ცხრიანისკენ“ გამოზომილად დაარტყა, მეკარე უძლური აღმოჩნდა და მანაც თავისი პირველი გოლი შეაგდო „ტორპედოში“ - 3:1.
90+3’ - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მათე ვაწაძემ დაუხვედრა თავი და სხვობა მინიმუმამდე უკანასკნელად შეამცირა - 3:2. თამაშში მეტი ღირებული არაფერი მომხდარა და „ტორპედომ“ დამსახურებულად მოიგო(3:2).
 
ფოტო გალერეა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
  • ტორპედო-დილა
გათამაშების ცხრილი
#გუნდი
1 დინამო თბილისი 27 18 4 5 58
2 ზესტაფონი 27 15 4 8 49
3 სიონი 27 14 6 7 48
4 ჩიხურა 27 12 6 9 42
5 მეტალურგი 27 11 6 10 39
6 გურია 27 11 0 16 33
7 ვიტ ჯორჯია 27 10 6 11 36
8 ტორპედო 27 10 6 11 36
9 დილა 27 9 8 10 35
10 სპარტაკი 27 9 4 14 31
11 ზუგდიდი 27 7 6 14 27
12 მერანი 27 6 4 17 22
მომდევნო თამაში
სპარტაკი - ტორპედო
26.04.2014
16:00
ბოლო თამაში
ტორპედო - მერანი
5:1

დაწვრილებით