შეხვედრის მეორე ნახევარში დაძაბულობამ პიკს მიაღწია.
47' - გრიგალაშვილმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმა ცოცხალ კედელს გაარტყა, გამოვარდნილი ბურთს მანვე დაამატა, თუმცა არაზუსტად.
58' - საბანაძის ტექნიკური დარტყმით დაბალი ტრაექტორიით წასული ბურთი მცირედით ასცდა დინამოელთა კარს.
62' - მერებაშვილის მიერ "სტანდარტიდან" დარტმული ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია.
72' - მასპინძელთა კონტრშეტევა გოლით სრულდება, ავტორი კიდევ ერთი ესპანელი მიკელ ალვაროა - 3:2.
76' - მსაჯმა რეხვიაშვილსაც მეორე „ყვითელის“ შემდეგ უჩვენა წითელი ბარათი. გუნდები მოედანზე თანაბარი რაოდენობის დარჩნენ რის შემდეგაც „ტორპედო“ გამოკვეთილ უპირატესობას დაეუფლა.
77' - გურულის გარღვევით, გიორგი მარჯვენა ფეხით თვითონვე ამთავრებს შეტევას, ზარქუა ბურთს იმორჩილებს.
80' - "ტორპედო" მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა, კუთხურის შემდეგ ჭელიძის თავური დარტყმით ბურთი სეთურიძემ კარის ხაზიდან გამოიტანა.
85' - კუთხურიდან ჩაწოდებული საბანაძემ ერთ შეხებაში მიიღო, მეორე შეხებით კარში დაარტყა, თუმცა ბურთი გადააცილა.
86' - დათუნაიშვილის "გასროლით" ზარქუამ ბურთი კუთხურზე გაჭირვებით გადააგდო.
88' - ძალზედ ხისტი თამაშისთვის დინამოელი ხიზანეიშვილიც „გააწითლეს“.
90' - ტუღუშის დარტყმით ბურთი სანტიმეტრებით სცდება მასპინძელთა კარს.
მატჩის მიწურულს „დინამოს“ მეკარე ზარქუამ ნაცვლად იმისა, რომ ბურთი თამაშში შეეყვანა, მის ზურგის მხარეს ტრიბუნაზე განთავსებულ 150-მდე „ტორპედოს“ ქომაგს მისდგა და უწმაწური სიტყვების კორიანტელი დააყენა, რის გამოც წითელი ბარათი დაიმსახურა.
დასრულებამდე ბოლქვაძესა და საბანაძეს შეეძლოთ ანგარიშის შეცვლა, თუმცა ამაოდ... გასათანაბრებლად ქუთათურებს დრო აღარ დარჩათ და გია გეგუჩაძის გაწვრთნილები მიმდინარე ჩემპიონატში პირველად დამარცხდნენ(2:3).