ტური III საქართველოს ჩემპიონატი21.09.2011 18:00
ტორპედო 2:1 დინამო
მატჩის სტატისტიკა
 
4დარტყმები კარში5
5დარტყმები კარს მიღმა5
2კუთხურები5
11თამაშგარე3
12დარღვევები18
3ყვითელი ბარათები2
0წითელი ბარათები0
 
გატანილი გოლები
1:0 გრიგოლ დოლიძე(ბოლქვაძის პასით) 6', 2:0 გიორგი მეგრელაძე(დოლიძის პასით) 10' 2:1 ალბერტ იაგუე 41'
შემადგენლობები
"ტორპედო":

ომარ მიგინეიშვილი

დავით გამეზარდაშვილი

სევასტი თოდუა(კაპ)

გიორგი გურული  თენგიზ ჩიკვილაძე 65

დაჩი ფოფხაძე 22

გიორგი დათუნაიშვილი 49

დავით დიღმელაშვილი

დავით ბოლქვაძე

გრიგოლ დოლიძე ნიკოლოზ საბანაძე 70

თორნიკე თარხნიშვილი 90

გიორგი მეგრელაძე რევაზ გოცირიძე 78

სათადარიგო:

მაქსიმე ქვილითაია

თეიმურაზ ფარულავა

ვაჟა ტაბატაძე

გიორგი კუხიანიძე

მწვრთნელი: გიორგი სუხიაშვილი
"დინამო":

გიორგი ლორია

დავით ოდიკაძე

ირჟი ჰომოლა

ლევან კაკუბავა 68

გულვერდ თომაშვილი

ნიკა კვეკვესკირი

სალაზარი ალვარო ვახტანგ ფანცხავა 83

ალექსანდრე კოშკაძე(კაპ)

კარლესი კოტო  გიორგი კახელიშვილი 70

ირაკლი ლექვთაძე  ფრანჩესკო მუნიოზ 63

ალბერტო იაგუე 83

სათადარიგო:

იოსებ გრიშიკაშვილი

გიორგი რეხვიაშვილი

ჯამბულ ჯიღაური

გიორგი თექთურმანიძე

მწვრთნელი: ალექს გარსია
მსაჯები
მთავარი არბიტრი: ალექსი კრიჭაშვილი(თბილისი), ასისტენტები: ზაზა მენთეშაშვილი(თბილისი)/ბესიკ ჭიჭინაძე(თბილისი), სათადარიგო მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი(თბილისი)
 
მატჩის შესახებ
ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდების პაექრობა ოდითგანვე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ქართველ გულშემატკივრებში. რა გასაკვირია, რომ ქუთაისურ-თბილისური დაპირისპირებისადმი საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება დღესდღეობითაც არის.

ბოლოს, "ტორპედომ" "დინამოს" გასული სეზონის ბოლო ტურში სტუმრად სძლია(2:1), საშინაო არენაზე კი ქუთათურებმა დედაქალაქელებთან გამარჯვება 2003 წლის 14 მარტს იზეიმეს, დღესაც ტორპედოელი დავით გამეზარდაშვილის გოლით, რომელმაც დინამოელებს ორჯერ ბოლო წუთებზე მის მიერ შესრულებული გადამწყვეტი დარტყმებით „ავნო“.

რიგით 48-ე "ქართული კლასიკო" სწრაფ ტემპში დაიწყო და ფეხბურთელთა უშეღავათო "ბრძოლაში" გაგრძელდა...

შეხვედრას თან ერთვოდა ქომაგთა კლუბების, ქუთაისური „ტორნადოსა“ და თბილისური „გლადიატორების“ მხურვალე შეძახილები.

6' - მარცხენა ფლანგზე გურულმა აუტი ბოლქვაძეს ჩაუწოდა, დავითმა ორი დინამოელის ჩამოშორებით საჯარიმოში ჩაჰკიდა, ბურთს მეგრელაძემ თანაგუნდელ გრიგოლ დოლიძისკენ გზა გაუხსნა, "ტორპედოს" "22-მა" შეუჩერებლივ გაისტყორცნა და ლორიასგან მარცხენა კუთხეში ბურთის შეგდებით სტადიონზე მყოფი მაყურებელი აღტაცებაში მოიყვანა 1:0.

10' - დათუნაიშვილმა ცენტრიდან ოფსაიდის ზღვარზე მყოფი დოლიძე მონახა, მასპინძელთა დამწინაურებელმა უკეთესი გაგრძელება ჰპოვა და გიორგი მეგრელაძეს უპასა, რომელმაც აუღელვებლად შეაგორა ბურთი კარში და ტორპედოელთა უპირატესობა განამტკიცა 2:0.

17' - გურულის გადაცემით მეგრელაძემ შეიგდო ბურთი საჯარიმოში, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ აასრულა და ლორიას თავზე გადაგდებული ბურთი კარს ასცდა.

სტუმრები სხვაობის შემცირებას ცდილობდნენ და სახიფათო დარტყმებიც განახორციელეს, კოშკაძისა და კოტოს შესრულებით, მაგრამ უშედეგოდ.

41' - ტორპედოელთა საჯარიმოში კარგი გადაწოდებული ბურთი ალბერტ იაგუემ მიიღო, ესპანელი მიგინეიშვილზე გვერდის ავლით ოდნავ წინ წაიწია და უზუსტესად დაარტყა 2:1.

მეორე ნახევარში "დინამო" ბურთს მასპინძლებზე მეტად აკონტროლებდა, მაგრამ ზოგჯერ კიპერი მიგინეიშვილი ვაჟკაცობდა, ხანაც კი ქუთაისელი მცველები ვარგულობდნენ.

48' - გიგუშას აქტიურობით ბურთი მეგრელაძეს ჩაუვარდა, გიას დარტყმულმა ლორიას კარს მარჯვნიდან ჩაუქროლა.

კოშკაძემ სტანდარტიდან გაუშვა ბურთი კარში, სადაც მეკარე მიგინეიშვილი დახვდა და კუთხურზე გადააგდო.

82' - მახვილი კუთხიდან გოცირიძე შევიდა თბილისელთა საჯარიმოში, თავდამსხმელის გვერდიდან დარტყმულმა ბურთმა კარის გასწვრივ ჩაიარა.

"მწვანეებმა" დამატებული ოთხ წუთიც ღირსეულად ჩაატარეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.
 
ვიდეო გალერეა
  • სიუჟეტი
  • გოლი: ტორპედო -დინამო
  • გოლი: ტორპედო -დინამო 2
  • გოლი: ტორპედო -დინამო 1
გათამაშების ცხრილი
#გუნდი
1 დინამო თბილისი 13 9 2 2 29
2 დილა 13 7 3 3 24
3 სპარტაკი 13 7 2 4 23
4 სამტრედია 13 6 3 4 21
5 დინამო ბათუმი 13 6 2 5 20
6 მეტალურგი 13 5 4 4 19
7 მერანი 13 5 4 4 19
8 ჩიხურა 13 5 4 4 19
9 ზესტაფონი 13 4 6 3 18
10 ტორპედო 13 3 7 3 16
11 გურია 13 3 6 4 15
12 შუქურა 13 3 5 5 14
13 სიონი 13 3 3 7 12
14 ვიტ ჯორჯია 13 3 2 8 11
15 კოლხეთი 13 2 5 6 11
16 ზუგდიდი 13 2 4 7 10
მომდევნო თამაში
ტორპედო - მერანი
26.11.2014
13:30
ბოლო თამაში
ტორპედო - ზესტაფონი
3:3

დაწვრილებით