ტური XI საქართველოს ჩემპიონატი26.10.2011 18:00
ტორპედო 4:1 კოლხეთი
მატჩის სტატისტიკა
 
8დარტყმები კარში4
5დარტყმები კარს მიღმა5
4კუთხურები3
6თამაშგარე4
10დარღვევები15
0ყვითელი ბარათები1
0წითელი ბარათები0
 
გატანილი გოლები
1:0, 2:0 რევაზ გოცირიძე 16' 43', 3:0 გიორგი დათუნაიშვილი 54', 4:1 გრიგოლ დოლიძე 72' 3:1 დავით ციცხვაია 66'
შემადგენლობები
"ტორპედო":

ომარ მიგინეიშვილი

სევასტი თოდუა(კაპ)

დავით გამეზარდაშვილი

დაჩი ფოფხაძე

გიორგი გურული

დავით დიღმელაშვილი

გიორგი დათუნაიშვილი გიორგი კუხიანიძე 56'

დავით ბოლქვაძე გივი იოსელიანი 69'

გრიგოლ დოლიძე

თორნიკე თარხნიშვილი

რევაზ გოცირიძე ნიკოლოზ საბანაძე 63'

სათადარიგო:

მაქსიმე ქვილითაია

თემურ ფარულავა

თენგიზ ჩიკვილაძე

დავით კირკიტაძე

გიორგი კუხიანიძე

გივი იოსელიანი

ნიკოლოზ საბანაძე

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
"კოლხეთი":

მინდია ბობღიაშვილი

ალექსანდრე ინწკირველი(კაპ)

პაატა ცხვიტარია

ლევან შავგულიძე დავით ციცხვაია 59'

ომარ გოგონაია 70'

გიორგი ლემონჯავა

გიორგი კილასონია

ლაშა გვალია გიორგი ცხადაია 75'

ლაშა ქებაძე

ლევან მდივნიშვილი

პავლე დათუნაიშვილი ვაჟა ლომაშვილი 46'

სათადარიგო:

ლადო ნადირაშვილი

ლევან თედიაშვილი

გიორგი ცხადაია

ვაჟა ლომაშვილი

ლევან გულუა

მანუჩარ წიქარიშვილი

დავით ციცხვაია

მწვრთნელი: სოსო ფილია


მსაჯები
მთავარი არბიტრი: ლაშა სილაგავა(თბილისი), ასისტენტები: ზაზა ფიფია(გალი)/სერგო სპიცინი(თბილისი), სათადარიგო მსაჯი: ოთარ ხეცაძე(თბილისი)
 
მატჩის შესახებ
მატჩის დღეს ქუთაისში დილიდანვე წვიმდა, რამაც "ცენტრალურის" ტრიბუნებზე გულშემატკივრთა რაოდენობაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია, თუმცა უამინდობის მიუხედავად სტადიონზე 1500-მდე მაყურებელი მაინც შეიკრიბა.

მატჩის საწყისი ნელტემპიანი 15 წუთის შემდეგ, თამაში გაცილებით საინტერესოდ გაგრძელდა.

გია გეგუჩაძემ წინა ტურში „ვიტ ჯორჯიასთან“ გამარჯვებული შემადგენლობა არ შეცვალა. მეტიც, მან შეცვლებზეც ის ფეხბურთელები შეიყვანა, რომლებსაც „მცხეთა პარკზე“ მოუწიათ ბოლო წუთების თამაში.

16' - მატჩის პირველივე რეალური საგოლე მომენტი სტუმართა კართან გოლით დასრულდა. თარხნიშვილის მიერ მარცხენა ფლანგიდან შესრულებულ ზუსტ გადაცემას რევაზ გოცირიძემ ლამაზი თავური დარტყმა მოაყოლა და "ტორპედო" წინ გაიყვანა - 1:0.

24' - გამეზარდაშვილის თავური დარტყმის შემდეგ, ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა სტუმართა გუნდის მცველმა.

ქუთაისელები ბურთის ფლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობენ.

43' - დოლიძის მიერ მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებას, ფოთელი მცველის შეცდომა მოჰყვა, ბურთი რევაზ გოცირიძემ გააჩერა და ცაციათი კარის მაღალ კუთხეში შეაგდო. ეს მიმდინარე სეზონში ტორპედოელის მიერ შესრულებული პირველი დუბლია - 2:0.

მეორე ტაიმი უკეთესი სანახავი გამოდგა.

54' - ფოფხაძის ფლანგურ გარღვევას კუთხური მოჰყვა. სტანდარტული მდგომარეობიდან ფოთელი მეკარის მიერ ხელით გამოგდებულ ბურთს გოცირიძემ ფეხი დააფარა, მაგრამ დარტყმულს მცველები გადაეღობნენ. თუმცა, დამატებაზე გიორგი დათუნაიშვილმა მაინც შეძლო საგოლე დარტყმის შესრულება - 3:0.

61' - გამეზარდაშვილმა ნახტომში კარის ხაზიდან გამოაგდო ციცხვაიას დარტყმული ბურთი.

66' - უკანა ხაზში მასპინძელთა შეცდომის შემდეგ, დავით ციცხვაიას დარჩა ბურთი. კოლხთა გამოცდილი მეგოლის დარტყმით, "ტორპედოს" ოფიციალურ მატჩებში 515-წუთიანი „მშრალი“ სერია შეწყდა - 3:1.

72’ -გრიგოლ დოლიძემ მცველისგან ასხლეტილ ბურთს მიწაზე დაუგდებლად დაუხვედრა ფეხი და „ტორპედოს“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა - 4:1.

80’ - მდივნიშვილის თავური დარტყმა მცირე მანძილით ასცდა ტორპედოელთა კარს.

89’-90’- ჯერ დოლიძემ, მერე იოსელიანმა, შორი დისტანციიდან დარტყმული ბურთი ბობღიაშვილის კარს გადააცილეს.

საბოლოოდ 4:1 - ქუთათურებმა სამგოლიანი უპირატესობით გაიმარჯვეს და ცხრილში დაგროვილი ქულებით მეორე-მესამე საფეხურზე აინაცვლეს.


 
ფოტო გალერეა
  • ტორპედო-კოლხეთი
  • ტორპედო-კოლხეთი
  • ტორპედო-კოლხეთი
  • ტორპედო-კოლხეთი
  • ტორპედო-კოლხეთი
  • ტორპედო-კოლხეთი
  • ტორპედო-კოლხეთი
  • ტორპედო-კოლხეთი
  • ტორპედო-კოლხეთი
  • ტორპედო-კოლხეთი
  • ტორპედო-კოლხეთი
  • ტორპედო-კოლხეთი
  • ტორპედო-კოლხეთი
  • ტორპედო-კოლხეთი
  • ტორპედო-კოლხეთი
გათამაშების ცხრილი
#გუნდი
1 დინამო თბილისი 7 5 1 1 16
2 სამტრედია 7 4 1 2 13
3 სპარტაკი 7 4 1 2 13
4 ტორპედო 7 3 3 1 12
5 დილა 7 3 2 2 11
6 ვიტ ჯორჯია 7 3 1 3 10
7 დინამო ბათუმი 7 3 1 3 10
8 ჩიხურა 7 3 1 3 10
9 მეტალურგი 7 2 3 2 9
10 გურია 7 2 3 2 9
11 ზესტაფონი 7 2 2 3 8
12 სიონი 7 2 2 3 8
13 მერანი 7 2 1 4 7
14 კოლხეთი 7 2 1 4 7
15 შუქურა 7 1 4 2 7
16 ზუგდიდი 7 0 3 4 3
მომდევნო თამაში
ზუგდიდი - ტორპედო
05.10.2014
15:00
ბოლო თამაში
ტორპედო - ჩხერიმელა
5:2

დაწვრილებით