ანთალიაამხანაგური მატჩები01.02.2012 17:30
ტორპედო 0:0 ბანიკი
მატჩის სტატისტიკა
 
0დარტყმები კარში0
0დარტყმები კარს მიღმა0
0კუთხურები0
0თამაშგარე0
0დარღვევები0
0ყვითელი ბარათები0
0წითელი ბარათები0
 
გატანილი გოლები
შემადგენლობები
"ტორპედო":

ომარ მიგინეიშვილი მაქსიმე ქვილითაია 61'

გივი იოსელიანი დათა რიგვავა 58'

ალექსანდრე კვახაძე ბაქარ მირცხულავა 71'

გიორგი გურული თემურ ფარულავა 58'

გიორგი ლემონჯავა ლაშა შერგელაშვილი 65'

გრიგოლ დოლიძე გიორგი ქუცურუა 58'

ნიკა ფირცხალავა გიორგი კუხიანიძე 65'

გიორგი დათუნაიშვილი ვალერი ბოლქვაძე 65'

თორნიკე თარხნიშვილი დავით ჯანელიძე 65'

ნიკა საბანაძე ლაშა კემუხტაშვილი 71'

რევაზ გოცირიძე გიორგი რეხვიაშვილი 65'

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
"ბანიკი":

პიეტრკიევიჩი

ზავადა

ფრიდრიხი

ადამიკი

მარეკი

გრეგუსი

ვასენდა

ფანტლისი

ლუკესი

ვრტო

სვერკოსი

მწვრთნელი: პაველ მალურა
მსაჯები
 
მატჩის შესახებ
ანთალიური შეკრების რიგით მეოთხე საკონტროლო მატჩი, რომელშიც “ტორპედო” ჩეხეთის “ბანიკს” საფეხბურთო ცენტრ “ტოპ კაპეს” ერთ-ერთ მინდორზე დაუპირისპირდა, ძლიერი ქარის თანხლებით წარიმართა. ბუნებამ ორივე გუნდის თამაშში შეიტანა კორექტივები. შესაბამისად მეტოქეები დაბალი ტრაექტორიის გადაცემებით ცდილობდნენ ფონს გასვლას.
“ტორპედომ” თავიდანვე შემტევ, აგრესიულ სტილზე ააწყო თამაში და პირველ წუთებში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. მე-3 წუთზე დათუნაიშვილი-საბანაძის კომბინაცია ამ უკანასკნელის უზუსტო დარტყმით დასრულდა. აქედან ათიოდე წუთში ქუთათურებმა გოლიც გაიტანეს, მაგრამ არბიტრმა კარში დამრტყმელზე თამაშგარე დააფიქსირა და ამიტომ არ ჩათვალა საკმაოდ ლამაზ სტილში გატანილი გოლი. ყველაფერი კი მარცხენა ფლანგიდან გიორგი დათუნაიშვილმა წამოიწყო, რომელმაც თორნიკე თარხნიშვილს გააგრძელებინა სწრაფი შეტევა, მან კი საჯარიმოში გრიგოლ დოლიძე მოძებნა. დოლიძემ ეფექტური დარტყმით აიღო “ბანიკის” კარი, მაგრამ როგორც ვთქვით - გოლი არ ჩაითვალა.
მე-20 წუთზე “ტორპედომ” კიდევ ერთი ხიფათი შექმნა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ გოლი ვერც ამჯერად გავიტანეთ. თარხნიშვილის მწვავე გადაცემით საბანაძე აღმოჩნდა ხელსაყრელ სიტუაციაში. ნიკა მცველს ასცდა და კარში დასარტყმელად რომ ემზადებოდა, კიპერმა ფეხებით ააცალა ბურთი.
ტაიმის ბოლომდე, სხვა მეტი საინტერესო არც ერთ კართან არ მომხდარა. იმის გათვალისწინებით, რომ ქარი უფრო ჩვენი მეტოქის შეტევათა მიმართულებით ჰქროდა, “ტორპედოს” ურიგოდ არ უთამაშია.
ქართველებმა მეორე ტაიმი ისე დაიწყეს, გია გეგუჩაძეს ჯერ ცვლილება არ განუხორციელებია. პირველსავე წუთზე ოსტრაველები დაემუქრნენ კაპიტნის სამკლავურით მოთამაშე ომარ მიგინეიშვილის კარს. ჩვენს კიპერს გამოცდის მოწყობა ჩეხმა კოლეგამ მარტინ ლუკეშმა დაუპირა, მაგრამ 33 წლის ნახევარმცველს ბურთი ფეხზე აეჭრა და “ტორპედოს” კარის ჩარჩოს დიდი მანძილით ასცდა.
მეტოქე კვლავ განაგრძობდა ჩვენ კარის მისადგომების “ოკუპაციას”. რამდენიმეჯერ მიგინეიშვილს მოუწია ხიფათის თავიდან აცილება. ერთ-ერთი ასეთი შეტევისას, “ტორპედოს” ვიცე-კაპიტანმა “ბანიკის” ყველაზე “ბევრისმნახველ” ფორვარდ, 28 წლის ვაცლავ სვერკოშთან (გერმანიის ბუნდესლიგურ “მიონხენგლადბახსა” და “ჰერტაში”, ვენის “აუსტრიაში”, ფრანგულ “სოშოსა” და ბერძნულ “პანიონიოსში” უთამაშია, ჩეხეთის ნაკრებში კი 11 მატჩი 3 გოლი აქვს გატანილი) საჰაერო ორთაბრძოლაში ტრავმა მიიღო და 61-ე წუთზე მაქსიმე ქვილითაიათი შეცვალეს.
ვიდრე გია გეგუჩაძე პირველ შეცვლებს განახორციელებდა, გრიგოლ დოლიძეს ერთმანეთის მიყოლებით 53-ე და 55-ე წუთებზე მიეცა ჩეხთა კარის დარაჯის დამწუხრების საშუალება, მაგრამ მეტოქის პოლონელი კიპერი დავიდ პიეტრზკევიჩი ორივეჯერ ადგილზე დაუხვდა ჩვენი ფლანგელის დარტყმულს.
62-ე წუთზე “ბანიკის” კართან საკმაოდ სახიფათო მომენტი შეიქმნა. საჯარიმოში შესული საბანაძის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და უმეთვალყურეოდ დარჩენილ რევაზ გოცირიძეს მიუვიდა. ამ უკანასკნელმა პრაქტიკულად ცარიელ კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი კარში ჩამდგარ მცველს გაარტყა.
68-ე წუთზე “ტორპედო” ქვილითაიამ იხსნა აშკარა გოლს. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავს “ბანიკის” კაპიტანი ლუკეში ურტყამდა და “მაქსის” საკუთარი ოსტატობის გამოვლენა მოუწია ხიფათის თავიდან ასაცილებლად.
81-ე წუთზე, საბანაძის შემცვლელი ლაშა კემუხტაშვილი იყო გოლის ავტორობასთან ახლოს, რომლისგან მეტოქის საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან ძლიერად დარტყმული ბურთი, მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში მოხვდა ძელს და ისე დატოვა მინდორი.
მატჩის ბოლომდე გუნდებს მეტოქეებს აღსანიშნავი მომენტი აღარ შეუქმნიათ. ამრიგად, ანგარიში არც ამ საკონტროლო შეხვედრაში გახსნილა - 0:0.
 
ფოტო გალერეა
  • ტორპედო–ბანიკი
  • ტორპედო–ბანიკი
  • ტორპედო–ბანიკი
  • ტორპედო–ბანიკის დაწყებამდე
  • ტორპედო–ბანიკის დაწყებამდე
ვიდეო გალერეა
  • ტორპედოელის არაზუსტი პასით მატჩი დასრულდა
  • კემუხტაშვილის დარტყმით "ბანიკი" ძელმა იხსნა
  • ტორპედოელთა შეტევა არაზუსტი დარტყმით დასრულდა
  • "ბანიკის" მოთამაშის შორეული დარტყმისას ბურთი ქვილითაიამ ოიგერია
  • "ბანიკის" სახიფათო შეტევისას ქვილითაიამ იყოჩაღა
  • გოცირიძეს ახლო მანძილიდან ოპონენტმა მცველმა არ გაატანინა
  • მიგინეიშვილი ვაცლავ სვერკოშთან ორთაბრძოლისას დაშავდა
  • სახიფათო კუთხური ტორპედოელთა კართან
  • დოლიძის დარტყმული ბურთი მეკარემ დაიმორჩილა
  • ამჯერად გოლს "ბანიკი" გადაურჩა
  • მახვილი კუთხიდან დარტყმით "ტორპედო" გაშვებულ გოლს გადაურჩა
  • საჯარიმოს ხაზიდან "ბანიკის" ფეხბურთელის დარტყმა კარს დიდი მანძილით ასცდა.
  • ჩეხთა იერიშს მიგინეიშვილი ადვილად გაუმკლავდა
  • საბანაძის დარტყმული ბურთი ჩეხმა კიპერმა ფეხებით მოიგერია
  • დოლიძის არჩათვლილი გოლი
  • თარხნიშვილის დარტყმა მეტოქის კარს გადასცდა
  • ბანიკელის შორეული დარტყმით ბურთს მიგინეიშვილი განმეორებით ცდაზე დაეუფლა
გათამაშების ცხრილი
#გუნდი
1 დინამო თბილისი 27 18 4 5 58
2 ზესტაფონი 27 15 4 8 49
3 სიონი 27 14 6 7 48
4 ჩიხურა 27 12 6 9 42
5 მეტალურგი 27 11 6 10 39
6 გურია 27 11 0 16 33
7 ვიტ ჯორჯია 27 10 6 11 36
8 ტორპედო 27 10 6 11 36
9 დილა 27 9 8 10 35
10 სპარტაკი 27 9 4 14 31
11 ზუგდიდი 27 7 6 14 27
12 მერანი 27 6 4 17 22
მომდევნო თამაში
სპარტაკი - ტორპედო
26.04.2014
16:00
ბოლო თამაში
ტორპედო - მერანი
5:1

დაწვრილებით